🇺🇸🇪🇺🇮🇱🇹🇷🇷🇺🇮🇷 VS 🇸🇾გთავაზობთ სირიის კონფლიქტის ანალიტიკურ სურათს, რომელიც მოიცავს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ დაპირისპირებულ ძალთა ჭიდილს სირიის ტერიტორიაზე და შესაძლო სცენარებს.
🔶️ სირიის კონფლიქტის:
სირიის კონფლიქტი, 2011 წელს დაიწყო, შტატების მიერ სირიული ოპოზიციის მხარდაჭერით რევოლუციის მცდელობაში. შედეგად ეს კონფლიქტი უკვე, ათეულ წელზე მეტია მრავალმხრივ გლობალურ და რეგიონულ ინტერესებს მოიცავს. ქვეყანა დაყოფილია რამდენიმე ძალის მიერ კონტროლირებად ზონად, სადაც მოქმედებენ როგორც შიდა, ასევე გარე მოთამაშეები.
🔶️ დაპირისპირებული მხარეები და მათი პოზიციები ასეთია:
🔸️აქტორი 1 - ბაშარ ასადის კანონიერი მთავრობა: - ასადის მთავრობა, რომელსაც 2011 წელს ამერიკის ზეწოლის დაწყების შემდეგ მხარს უჭერენ რუსეთი და ირანი, აკონტროლებს სირიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებს, მათ შორის დიდ ქალაქებს, დამასკოს და ალეპოს. ეს მხარე ცდილობს ქვეყნის მთლიანობის აღდგენას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საკუთარი მმართველობის კონსოლიდაციის მიზნით.
🔸️ აქტორი 2 - ოპოზიციური ჯგუფები: - სირიის ოპოზიცია, რომელიც შედგება სხვადასხვა სეკულარული და ისლამისტური დაჯგუფებების ერთგვარი სინთეზისგან, განლაგებულნი არიან ძირითადად ჩრდილო-დასავლეთ იდლიბის რეგიონში. მათ მხარს უჭერს დასავლეთი, ისრაელი, თურქეთი და ამერიკულ პსრტნიორი არაბული სახელმწიფოების ნაწილი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მათი იდეოლოგიური და მოტივაციების მრავალფეროვნება ამ კომფლიქტში, ართულებს მათ წარმატებას, რადგან ისინი ზიგიერთ შემთხვევაში თავად ერთმანეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან
🔸️ აქტორი 3 - ქურთული ძალები (SDF/YPG): - ქურთები აკონტროლებენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთს, სადაც აშშ-ის მხარდაჭერით შეძლეს ISIS-ის გავლენის შემცირება. მათი მთავარი მიზანია ავტონომიის მოპოვება, რასაც ეწინააღმდეგება თურქეთი.
🔸️ აქტორი 4 - ISIS-ი და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები: - მიუხედავად ტერიტორიული მარცხისა, ISIS-ი მაინც ინარჩუნებს გავლენას სირიის აღმოსავლეთ უდაბნოებში, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ უსაფრთხოებას. ანუ ისინი ყველას მოძულებული ყავს.
🔶️ გარე მოთამაშეები და მათი ინტერესები:
🇺🇸🇪🇺 1 - დასავლეთი (აშშ და ევროპა): - დასავლეთი მხარს უჭერს, მის მიერ სირიის დემოკრატიულად გამოცხადებულ ოპოზიციას, ქურთულ ძალებს და ასევე პერიოდულად ცდილობს ISIS-ის განადგურებას. ამავდროულად რაც ამერიკოთვის ყველაზე მთავარია ცდილობს გეოპოლიტიკური გავლენის შექმმას სიღიაში და აფერხებს ასადის დამცველი ირანის და რუსეთის გავლენის ზრდას.
🇷🇺 2 - რუსეთი:
რუსეთი მხარს უჭერს ასადის მავრობას, რათა შეამციროს დასავლეთის ჰეგემონია და შეინარჩუნოს თავისი სამხედრო ბაზები სირიაში რითიც თავად განიმტკიცებს გეოპოლიტიკურ გავლენას რეგიონში.
🇮🇷 3 - ირანი:
ასევე ირანი რუსეთის მსგავსად ცდილობს შეაჩეროს მის რეგიონში ამერიკული გავლენა და სირია „შიიტური ნახევარმთვარის“ სტრატეგიული რგოლის ნაწილად გამოიყენოს. ამიტომ ის მხარს უჭერს ასადის მთავრობას, რათა გააძლიეროს თავისი პოზიციები ისრაელის, დასავლეთისა და სუნიტური ქვეყნების წინააღმდეგ.
🇹🇷 4 - თურქეთი:
თურქეთი ერთის მხრივ ეწინაარმდეგება ბაშარ ასადის მთავრიბას და სირიის გაერთიანებას, ხოლო მეორეს მხრივ ეწინააღმდეგება ასადის მოწინააღმდეგე ქურთული ძალების გაძლიერებას და ცდილობს უსაფრთხოების ზონის შექმნას სირიის ჩრდილოეთში, სადაც შესაძლებელი გახდება, სირიიდაბ თურქეთში ომის გამო გაქცეული ლტოლვილების დაბრუნება. მათი რაოდენობა 3.6 მილიონი ადამიანია.
🇮🇱 5 - ისრაელი - ისრაელი აჯანყებული ოპოზიციის მხარდაჭერით მათ მთავრობაშიბმოყვანას და ამ გხით ირანული გავლენების შემცირებას და თუ კი მოახერხებს, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს შემდეგ მათ დაუჭერს მხარს ირანის წინააღმდეგ, რითიც შეეცდება სირია-ირანის ომი წაახალისოს და ასეთი, მისთვის იდეალური სცენარით დაასუსტოს ირანი.
🔶️ შეჯამება:
სირიის კონფლიქტი არის ბრძოლა არა მხოლოდ შიდა ძალებს შორის, არამედ რეგიონულ და გლობალურ მოთამაშეებს შორის, რამაც ერთი-ათად გაზარდა სირიის სახელმწიფოს და სირიელების ეგზისტენციური პრობლემები. სირიელების გამოსავალი დამოკიდებულია შიდა პოლიტიკური კომპრომისის მიღწევასა და გარე სახელმწიფოების გავლენის შემცირებაზე. თუმცა, გარე გეოპოლიტიკური აქტორების ინტერესების შეჯახება ამ მიწაზე, სირიის კრიზისის გადაჭრას კიდევ უფრო ართულებს, რადგან ყველა გარე მხარე ცდილობს თავისი ბერკეტის შენარჩუნებას და ეცდება მანამ სანამ ერთი მათგანი არ მოიგებს.
პ.ს. ქართველებს არაფერს გვაგონებს?
🥷🏻 არსენ ფოფხაძე ტელეგრამზე
https://t.me/Arsen_blog_channel