ალფა სიხშირე @alphafrequency1 Channel on Telegram

ალფა სიხშირე

@alphafrequency1


Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.

ალფა სიხშირე (Georgian)

მხოლოდ თქვენ რომ ჩვენ გამოვიდეთ ალფა სიხშირე ტელეგრამ არხზე, თქვენ შესწორებული არით სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა. ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხმის ამოხნად და არასოდეს ნაკადიში არავითარი ინფორმაციის გამოსაულობას. გახადეთ ბოლო ამბივის მიმდინარე მოღვაწე. შევინახეთ არქივში და მიიღეთ შესაბეჭდი ინფორმაცია თქვენს სახლში. დაგვიცემთ თქვენ სამსახურში გადასვლა და თქვენი ცხოვრების საუკეთესო მიზნების მისაღებად. გამოწვევის დროს ნუ დაგთრგვათ ჩვენს ტელეგრამ გუნდს და გადამომავლება ჩვენს გადმოიწერებს. ჩვენ გელოდებით თქვენ ვინაიდან თქვენ ხვდებით სხვა უცხო თავისუფლებას და ინფორმაციას. უკვე დააჭირეთ ჩვენს ალფა სიხშირე ტელეგრამ არხს და გამოწვევის გზას იყმით ჩვენს გუნდს და შეგვიცადეთ გვაქ ჩვენი მიზნები და შეგვიცადეთ გავნით ის ჩვენი ადგილი. მოგეს ჩვენ თქვენს ახალ მარტივს და გავლიან უკანონო სიზმარს საჟურებას. გუნდი ალფა სიხშირე ლაყმინს ცხოვრების განვითარებას!

ალფა სიხშირე

23 Nov, 21:44


🇺🇸 აშშ-ში B-21 Raider-ის ტიპის ახალი Stealth სტრატეგიული ბომბდამშენის მორიგი სატესტო ფრენა შედგა...

🟠 შეგახსენებთ, რომ 2040 წლამდე აღნიშნული თვითმფრინავი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ამერიკის საჰაერო ძალებში არსებულ B-1 Lancer-ისა და B-2 Spirit-ის ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს.

🔴 B-21 Raider-ი განკუთვნილი იქნება შორ მანძილებზე- 10-13 000 კმ მანძილზე საფრენად, რომლის დროსაც საჰაერო თავდაცვის ზონაში შეუმჩნევლად შეფრენას და კონვენციური , თუ თერმობირთვული შეიარაღების გამოყენებას შეძლებს.


🟠 B-21 Raider-ის ტექნიკური მახასიათებლები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

ალფა სიხშირე

23 Nov, 21:24


🇫🇷🇺🇦 „უკრაინას აქვს უფლება, გამოიყენოს ფრანგული შორს მსროლელი ფრთოსანი რაკეტები ( SCALP-EG) რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განასხორციელებლად. დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყოფნ უკრაინის უპირობო მხარდაჭერა რუსეთთან დაპირისპირებაში, შეზღუდვებისა და წითელი ხაზების დაწესების გარეშე“ - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო.

ალფა სიხშირე

23 Nov, 21:00


The hill-ის ინფორმციით, ბაიდენის ადმინისტრაციაში არ შიშობენ და დარწმუნებულნი არიან, რომ პუტინის მიერ გაცემული ბირთვული მუქარები მხოლოდ ფიქციაა და ითვალისწინებს ფსიქოლოგიური ტერორის ხასიათს.

🔴 სწორედ ამ მიზეზით იქნა ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის უფლების მინიჭება იმასთნ დაკავშირებით, რომ გამოიყენონ დასავლური შორსმსროლელი ბალისტიკური/ფრთოსანი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების დასაბომბად.

ალფა სიხშირე

23 Nov, 20:53


🔴 „ჩვენ იანვარში მივიღებთ ტრამპის წინადადებას სამშვიდობო შეთანხმებაზე, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს ომის დასრულებაზე. უკრაინას აქვს ყველანაირი შანსი, დაასრულოს ომი მოამვალ წელს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებები კი იანვარში იქნება შემოთავაზებული. პუტინმა თავის ჯარებს დაავალა, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე, 2025 წლის 20 იანვრამდე უკრაინული ჯარები განდევნოს კურსკის ოლქიდან, ჩვენ ამის შესახებ ყველაფერი ვიცით“ - ზელენსკი.

ალფა სიხშირე

23 Nov, 20:44


💣🔥 რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთის წინ რუსეთის ტერიტორია, კერძოდ კი კურსკის ოლქი ( ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ქალაქი კურსკიც) დაიბომბა უკრაინელთა M142 Himars/M270 MLRS-იდან გასროლილი MGM-140 ATACMS-ის ტიპის 300კმ-ზე მფრენი ბალისტიკური რაკეტებით...დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი....

ალფა სიხშირე

23 Nov, 20:20


არ ვიძინებთ ამაღამ - კურსკი გუგუნებს 🔥

ალფა სიხშირე

23 Nov, 13:34


🔥 დონეცკის ოლქში, დაბა ველიკაია ნოვოსელოვკასთან, უკრაინის არმიის საპრეზიდენტო ბრიგადის დრონების ოპერატორებმა FPV კამიკაძე და ბომბერი დრონების საშუალებით რუსების 4 ერთეული МТЛБ-ს ტიპის ჯავშნიანი გამწევი გაანადგურეს. ასევე დაზიანებული იქნა გაურკვეველი ტიპის საბძელიანი ტანკი, რომელიც რუსულმა ეკიპაჟმა მიატოვა.

🔺️რაც ყველაზე საინტერესოა კადრებში ვხედავთ, თუ როგორ ცხრილავს რუსების ჩამოქვეითებულ დესანტს უკრაინული FPV დრონი, რომელზეც ავტომატური იარაღია დაყენებული.

ალფა სიხშირე

23 Nov, 13:32


🔴 ნატოს გენერალური მდივანი , მარკ რუტე აშშ-ში დონალდ ტრამპს ეწვია, რა დროსაც გლობალურ კონფლიქტებზე , მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს, თუმცა დეტალები უცნობია…

🔺 როგორც ცნობილია, მარკ რუტე შეხვდა ტრამპის გუნდის წევრებსაც.

ალფა სიხშირე

23 Nov, 12:31


🔥 აემოსავლეთის ფრონტზე უკრაინელთა FPV კამიკაძე დრონები ადუღებენ რუსების საბრძოლო ტეანიკასა და ცოცხალ ძალას.

ალფა სიხშირე

23 Nov, 11:34


ძალიან დიდი ამბავია თუ დადასტურდა ---- 👇

🔥💣 Global Defence Corp-ის ინფორმაციით, კურსკის ოლქში, დასახლება მარინოში რუსეთის არმიის მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტზე 20 ნოემბერს უკრაინელთა ავიაციის მიერ STORM SHADOW-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით განხორციელებული ზუსტი იერიშის შედეგად --- 👇

განადგურდა რუსეთის შეიარაღებული ძალების 36-ე არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი, ვალერი სოლდოჩუკი, 500 ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი და სხვა მაღალი რანგის 18 რუსი სამხედრო ოფიცერი, 33 ოკუპანტი ჯარისკაცი კი დაიჭრა...

ალფა სიხშირე

23 Nov, 08:27


🇺🇸 ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, 10 000 ჩრდილო კორეელი უკვე იმყოფება კურსკის ოლქში.

🔴 მისი თქმით, უკვე განხორციელდა მათი გადამზადება და რუსულ სამხედრო ქვედანაყოფებსა და შენაერთებში ინტეგრაცია, რომლის ფონზეც სავარაუდოდა, რომ მალე ჩაერთონო ბრძოლაში…

ალფა სიხშირე

23 Nov, 07:07


🇺🇸 აშშ-ის არჩეული 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელად ეროვნული დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, რიჩარდ გრენელის დანიშვნას გეგმავს.

🔸 სწორედ გრენელი ემხრობოდა უკრაინის ტერიტორიაზე ავტონომიური ზონების შექმნას სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში და ეწინააღმდეგებოდა უახლოეს მომავალში უკრაინის ნატოში გაწევრიანებას….

ალფა სიხშირე

23 Nov, 07:00


უკრაინელთა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გასროლილი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა რუსების ფრთოსან რაკეტას ანადგურებს...

ალფა სიხშირე

23 Nov, 06:52


🇨🇦🇮🇱 “კანადა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში დააპატიმრებს”,- - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

🔹 შეგახსენებთ, რომ გუშინ სისხლის სამართლის ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა ღაზას სექტორში მიმდინარე ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის....

🇪🇺 ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული დაპატიმრების ორდერი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიმართ.

ალფა სიხშირე

23 Nov, 06:47


🔴 „დონალდ ტრამპს შეუძლია ომის დარეგულირებისა და შეჩერების მიღწევა, რადგან ამერიკას ამისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს“ - რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.