World Military • ანალიტიკა @worldmilitary12345 Channel on Telegram

World Military • ანალიტიკა

@worldmilitary12345


სამხედრო სიახლეები და ინფორმაციული ანალიზი

World Military • ანალიტიკა (Georgian)

თქვენ გეგმებთ მახედროვან სამხედრო სიახლეებს და სიმხედრო ინფორმაციის ანალიზს? თქვენ გჭირდებათ მიღწეული და კონკრეტული მონაცემები სამხედრო სფეროში? თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ თქვენს საყვარელ ტელეგრამ ანალიტიკურ არხზე World Military • ანალიტიკა! ეს არხი შემდეგი რამეს გთავაზობთ: მსგავსის სამხედრო აღმოჩენები, უპირატესბეჲელი ინფორმაცია და სამონტაჟო ანალიზი. მიიღეთ პერსონალური ინფორმაცია და ჩაინახეთ სამხედრო სფეროს შესახებ რეალური და მიმოწოდებით სამხედრო სიახლეებზე ჩვენი ტელეგრამ ანალიტიკური არხის World Military • ანალიტიკა მეშვეობას შორის!

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 10:06


Wall Street Journal-ის ამ სტატიას რაც შეეხება, როგორც აღმოჩნდა მისი სათაური არასწორად იქნა გაგებული და გამოცემა წერს არა ნებართვაზე ამერიკის მხრიდან, არამედ ალბათობაზე, რომ უკრაინა განახორციელებს შეტევას როსტოვის ოლქზე.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 10:04


ეგრეა

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 10:03


Путин 200 😃

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 10:00


"რუსეთმა ომის დასაწყისში ოდესის და მიკოლაივის ოკუპაცია მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო, რომ თურქეთმა დროულად ჩაკეტა ბოსფორის და დარდანელის სრუტეები. იმ მომენტში ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა Москва-ს ტყუპისცალი 2 სარაკეტო კრეისერი, რასაც მოუსწრო თურქეთის ნაბიჯმა, ჩაეკეტა სრუტეები" - უკრაინის ელჩი თურქეთში, ვასილი ბოდნარი.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 09:58


CNN-ი წერს, რომ უკრაინელებმა ჩრდილოეთ კორეის წარმოების, KN-23-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებში იპოვეს დასავლური, მათ შორის ამერიკული კონცერნების წარმოებული მაკომპლექტებლები.

კორეული ამ რაკეტებში არ არის სრულიად არაფერი, გარდა მეტალისა.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 09:55


კურსკის ოლქში გუშინ, უკრაინელების მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად განადგურდა/დაზიანდა С-400-ის ტიპის საზენიტო სისტემის რადიოლოკაციური სადგური.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 08:05


🇯🇵სამურაი ძალზე დიდი ხნის შემდეგ დიდ თამაშში ბრუნდება - ტოკიო მუშაობს თავდაცვითი მრეწველობის გლობალურ დონეზე განვითარების და ექსპორტის სტრატეგიაზე.

იაპონია ერთერთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელიც ყველა სპექტრის შეიარაღებას აწარმოებს (გარდა ბირთვულის), და რომელთა ექსპორტიც შესაძლებელია - ასეთია ჯავშანტექნიკა, სარაკეტო ტექნოლოგიები, ცეცხლსასროლი იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, სამხედრო ხომალდები და ავიაცია.

სამხედრო ექსპერტის გლობალურ ბაზარზე შესვლა არამარტო დამატებით ფინანსებს შეიტანს იაპონიაში, არამედ დაეხმარება იაპონურ სამხედრო კონცერნებს ახალი პარტნიორების მოძებნაში და აღარ იქნება ჩაკეტილი შიდა გასაღების ბაზრით.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 07:19


განადგურებულია 50 რუსული დრონი გაშვებული 73-დან.
19 დასვეს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გამოყენებით, 4 მათგანი კვლავ ჰაერშია.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 07:18


"როსტოვის ოლქი შემდეგია" - Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში თვლიან, რომ კურსკის შემდეგ უკრაინამ შეიძლება როსტოვის ოლქზე გამოიყენოს MGM-140 ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 06:43


რაშიკებმა წინ წაიწიეს გორდიივკის, პუშკინოს, იურიივკის, პეტრივკის, რომანივკის, ნოვოსილკის და ილიინკის რაიონებში - დონეცკის ფრონტი.

ქალაქ ტორეცკში კატასტროფული დანაკარგების მიუხედავად, რუსებმა მოახერხეს ქალაქის სიღრმეში შეჟონვა.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 05:27


მაგომედ ბუჩაევის შემდეგ კობზონის კონცერტზე Russia Today-ს კიდევ ერთი პროპაგანდისტი, სკოტ ბენეტი გაისტუმრეს.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 04:01


🇰🇷სამხრეთ კორეელებმა შეძლეს ამერიკული Javelin-ის საკუთარი ანალოგის შექმნა.

Hanwha-მ წარმოადგინა AT-1K Raybolt-ი, რომლის მუშაობის პროცესი დაფუძნებულია "გაისროლე-დაივიწყეს" პრინციპზე, სამიზნეების განადგურება უსაფრთხო დისტანციიდან მაქსიმუმ 8 კილომეტრის სიშორეზე შეუძლია.

შეუძლია გახვრიტოს არამარტო ჰომოგენური, ასევე რეაქტიული ჯავშანიც.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

24 Nov, 03:57


❗️20-მდე შაჰიდი შეფრინდა უკრაინაში სუმის ოლქის გავლით.

სუმი, ჩერნიგოვი, პოლტავა, კიევი, კიევი, ჩერკასი - საზენიტოები ამ დრომდე მუშაობენ, მათ შორის კიევის ოლქში.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

23 Nov, 22:45


🔥აფეთქებები როსტოვში და კურჩატოვში.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

23 Nov, 22:22


ამერიკული B-21 Raider-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის მორიგი სატესტო ფრენა.

B-21-მა ამერიკის საჰაერო ძალებში ზედიზედ 2 სტრატეგიული ბომბდამშენი - B-2 Spirit-ი და B-1B Lancer-ი უნდა ჩაანაცვლოს.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

23 Nov, 22:15


კურსკი, ბელგოროდი, ვორონეჟი, ლიპეცკი, ბრიანსკი, ორიოლი, კალუგა - უკრაინიდან გაშვებულია Лютий-ს ტიპის კამიკაძე დრონები.

#Kramer

World Military • ანალიტიკა

23 Nov, 22:08


Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკა ძალიან ახლოსაა AGM-158B JASSM-ის ტიპის საავიაციო ფრთოსანი რაკეტების გაგზავნასთან უკრაინაში.

JASSM-ის ამ მოდიფიკაციას 900 კილომეტრის მანძილზე შეუძლია ფრენა და ფარავს რუსეთის თითქმის 50 რეგიონის, მოსკოვის ოლქის და ქალაქ მოსკოვის ჩათვლით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება დიდი ალბათობით შემდეგ სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში იქნება მიღებული.

#Kramer