„ძალადობის ესკალაცია არა — სიძლიერის, არამედ იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია. ისინი პანიკაში არიან, რადგან სათანადოდ ვერ შეაფასეს ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის ძალა. მათ ეგონათ, რომ შეეძლოთ არჩევნების გაყალბება და დეზინფორმაციითა და დაშინებით რუსული სახელმძღვანელოთი თამაში თავიანთი ძალაუფლების გასამტკიცებლად. მაგრამ ახლა ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ ეს იყო შეთანხმება ეშმაკთან. პუტინი არ ეძებს პარტნიორებს ან მოკავშირეებს, არამედ ვასალებს და კოლონიებს. ჩვენ ვნახეთ ეს სირიაში. პუტინზე დაყრდნობა არსად მიგიყვანთ, გარდა რუსული დევნილობისა“, — განაცხადა ტობიას კრემერმა