ანრი კურტანიძე @kurtanidze1 Channel on Telegram

ანრი კურტანიძე

@kurtanidze1


ანრი კურტანიძე (Georgian)

ანრი კურტანიძე თვითმშვიდობის ხელმძღვანელია, რომლის სამუდამო იდეები გამოიყვანს საკურიეზო საჯარო და პროფესიულ სფეროებში. თავის ტელეგრამ არქივში ანრი გთავაზობთ სიღრმესა და სიტყვების შესალთხებლად, რომლებიც მას განსაზღვრული პოპულარულობით შეიცვლება. თქვენ შეგიძლიათ უფასოდ შემოგვევედრდოთ და გამოიყენოთ ანრი კურტანიძის ტელეგრამ ანრი კურტანიძე სითამამიდების და შემთხვევების მინეცს. გაიგეთ პირდაპირ საუკეთესო ახალიანები, სიარულები და კონსულტაციები ანრი კურტანიძეს მიერ.

ანრი კურტანიძე

10 Feb, 17:43


რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ. დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, დაკავებულებს შორის არის “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი

ანრი კურტანიძე

10 Feb, 13:16


“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, დეპუტატი ლევან მაჭავარიანი:

“რა უცნაური დამთხვევაა! - ძალიან უცნაურად, ერთი დღის სხვაობით მოხდა, როცა ჩვენ ამერიკული FARA-ს გადმოღება დავაანონსეთ და მეორე დღეს გავიგეთ, რომ აშშ-ში, FARA-ს კანონმდებლობაში რაღაცა ტიპის ცვლილებების შეტანას აპირებენ - არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა არ არის.

ბატონი ტრამპი DEEP STATE-ს ღიად და დეკლარირებულად ებრძვის, რომელსაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით. DEEP STATE-ს თავისი გავლენა აქვს არა მხოლოდ USAID-სა და NEED-ში, არამედ აშშ-ს ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ სტრუქტურაში. ტრამპმა პირველივე დღეებში უამრავ დადგენილებას მოაწერა ხელი, რითაც ბიუროკრატიის თანამშრომლებისგან წმენდაც დაიწყო.

ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რომელ უწყებაში არიან კიდევ DEEP STATE-ის თანამშრომლები და რომელში - არა, თუმცა ეჭვი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა, ნამდვილად საფუძვლიანია. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ვერ მთავრდება და ყველაფერს დრო სჭირდება”.

ანრი კურტანიძე

10 Feb, 05:39


ილონ მასკი ამჯერად “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” დახურვის შესახებ საუბრობს. შესაბამისი პოსტი მან X-ზე გამოაქვეყნა.

“ისინი რადიკალური მემარცხენე გიჟები არიან, რომლებიც საკუთარ თავს ელაპარაკებიან და წელიწადში 1 მილიარდ დოლარს ხარჯავენ - ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულს. დიახ, დახურეთ... აღარავინ უსმენს მათ“, - ამბობს მასკი

ანრი კურტანიძე

09 Feb, 08:13


ამ კვლევებს თვითონ ოპოზიცია ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფი ატარებს, მაგრამ მერე ოპოზიცია იმ მესიჯებს ირჩევს, რომლებსაც ხალხში დაბალი ინტერესი აქვს.

ამდენი ხანია ვამბობ, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს არ ადარდებს ქვეყნის საგარეო კურსი, როცა ცხვირ წინ, ყოველდღიურობაში აქვს ბევრად რთული და სერიოზული პრობლემები. აი, თუნდაც პრობლემა უმუშევრობა. ოპოზიციას აქვს აბსტრაქტული მიდგომა: "იქ შევალთ და უმუშევრობაც არ იქნება". როგორ? რამდენ ხანში? ადამიანს დღეს რომ სჭირდება სამსახური, იმას წლების პერსპექტივით ვერ დააინტერესებს.

მე რეგიონში ხშირად მიწევს ყოფნა და ვიცი რასაც ვამბობ. საქართველო თბილისი არ არის. თბილისში, რომ უმეტესობა ოპოზიციურად განწყობილია, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონშიც მასე იქნება. პირიქით არის სინამდვილეში. ოპოზიციას თავის კამპანიაში ყველაზე ხმამაღალი მესიჯები რაც ჰქონდა, რეგიონის ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ეგ ადარდებდა.

რატომ ხდება ისე, რომ თუ გამოკითხულთა 4%-ს ადარდებს დასავლეთთან ცუდი ურთიერთობა, მაინც ყველაზე ხშირად ეს რატომ გვესმის?

ერთ უხეშ მაგალითს მოვიყვან, იმიტომ რომ ეს არის "ბაბლის ლიდერების" ეფექტი. ბაბლიდან რომელიმე, ვისაც დიდი აუდიტორია ჰყავს, როცა მსგავს რამეს დაპოსტავს სოც.ქსელში, მისი მიმდევრები, კომენტარებში ჩართულობა, ვიღაცებისთვის ქმნის განცდას, რომ მართლა ყველას ეს პრობლემა აქვს. მერე ერთმანეთის ეჯერებათ.

არადა საერთოდ არ არის რეალობასთან ეს ახლოს. ოპოზიცია ისევ ჯიუტად იგივე შეცდომებს უშვებს და ელექტორატს იმდენად არასწორად ემუშავება, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

თუმცა ხო, "ამის დრო ხომ ახლა არ არის" 🤡

ანრი კურტანიძე

09 Feb, 05:19


ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. წლების შემდეგ, ეს არის პირველი კონტაქტი ლიდერებს შორის. მთავარი თეზისები:

ტრამპს აქვს ომის დასრულების კონკრეტული გეგმა: "იმედი მაქვს, ეს სწრაფად მოხდება. ყოველ დღე ხალხი კვდება. ეს ომი უკრაინისთვის ძალიან საშინელებაა. მინდა ეს ომი დავასრულო."

"უმჯობესია თუ ჩუმად ვიქნები", - თქვა ტრამპმა კითხვაზე, რამდენი ხანი ისაუბრა პუტინთან.


ვლადიმირ პუტინს სურს, უკრაინის კონფლიქტში ხალხი აღარ იხოცებოდეს. მან ასევე მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, განსხვავებით ბაიდენისგან.

მორიგ ჯერზე წაკბინა ბაიდენს: "ბაიდენი ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იყო, სრული სირცხვილი."

ასევე მორიგ ჯერზე ხაზი გაუსვა: "სამ წლიანი ომი არასდროს იქნებოდა, მე რომ ვყოფილიყავი 2022 წელს პრეზიდენტი"

ანრი კურტანიძე

09 Feb, 05:05


როგორ მოგეწონათ დებიუტი?

ანრი კურტანიძე

08 Feb, 17:53


სად უნდათ პალესტინელების გადასახლება და რამდენად რეალურია ეს იდეა?

დონალდ ტრამპის იდეა, რომ პალესტინელები სხვა ტერიტორიაზე გადაასახლონ, შესაძლოა უცნაურად და ცოტა გიჟურადაც ჟღერს, მაგრამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, სხვათაშორის, არც ისე უშანსო ინიციატივაა. ისრაელური მედიის მიხედვით, ამჯერად პალესტინელების გადასახლებას არიკაში აპირებენ.

გადასახლების მთავარი კანდიდატები არიან მაროკო და სომალის ორი ავტონომიური რეგიონი პუნტლენდი და სომალილენდი. ორივე შემთხვევაში მთავრობა არის პროამერიკული და მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტები არიან, რაც პოტენციურ ინტეგრაციას ამარტივებს.

მაროკო შესაძლოა დიდად არც არის დაინტერესებული რამდენიმე მილიონი ადამიანი მიიღოს, რადგან სანაცვლოდ განსაკუთრებულს არაფერს იღებს, რასაც ვერ ვიტყვით სომალის რეგიონებზე.

სომალილენდი ეს არის სომალის რეგიონი, რომელიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. გასულ წელს მათ ეთიოპიისა და ამერიკაში რესპუბლიკელებს შორის მხარდაჭერა მოიპოვეს. აშშ-ი ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, სომალილენდის ლიდერებმა მათთან კონტაქტები დაამყარეს და თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსებაც კი შესთავაზეს.

სომალილენდის დამოუკიდებლობის აღიარება დღის წესრიგში არის და სავარაუდოდ, პალესტინელების გადასახლების ყველაზე მთავარი სავაჭრო თემა გახდება. ანალოგიური სიტუაციია პუნტლენდის შემთხვევაშიც.

სხვათაშორის ამერიკელებმა პუნტლენდის ტერიტორიაზე ტერორისტულ პოზიციებზე ავიაიერიში გასულ კვირას მიიტანეს.

მეტსაც გეტყვით, ამ ავტონომიურ მხარეებს მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ არა მხოლოდ ამერიკასთან, არამედ ისრაელთანაც, შესაბამისად ამ გარიგებით ყველაზე კარგ პოზიციაში აღმოჩნდება ისრაელი. ისინი არამხოლოდ გადაასახლებენ პალესტინელებს მათგან მოშორებით, არამედ გადაასახლებენ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მათი კონტროლიც შეეძლებათ.

რამდენად რეალური არის ეს გეგმა, ამას დრო გვიჩვენებს.

ანრი კურტანიძე

07 Feb, 13:41


სოხუმის აეროპორტმა მოსკოვიდან სატესტო რეისი მიიღო. პირველი რეისის ერთ-ერთი მგზავრი პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრ გუნბა იყო.

ანრი კურტანიძე

07 Feb, 13:19


მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

ანრი კურტანიძე

07 Feb, 08:27


დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აუქმებს სამუშაო ჯგუფს, რომლის სამიზნეც რუსი ოლიგარქები იყვნენ.

ჯგუფი, რომელიც რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჩართული იყო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებასა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევაში.

აშშ-ის გენერალური პროკურორის პემ ბონდის მემორანდუმში ნათქვამია, რომ Task Force KleptoCapture-ის მუშაობა აღარ გაგრძელდება, რაც იმ გეგმის ნაწილია, რომელიც დაფინანსების ნარკოკარტელებისა და საერთაშორისო ბანდების წინააღმდეგ საბრძოლველად გადამისამართებას ითვალისწინებს.

https://www.reuters.com/world/us/trump-administration-disbands-task-force-targeting-russian-oligarchs-2025-02-06/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR2kajuuc1XBN3jyl4MQ6Pi83_ULysJwsAmQmw8XFM-2u8wnfwQDOId0lNI_aem_ElOgc-SdS99_BEpqpX-QPw

ანრი კურტანიძე

06 Feb, 20:17


ტრამპი დღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებს დაუწესებს, - ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

განკარგულება გულისხმობს სასამართლოს იმ მაღალჩინოსნების სავიზო და ფინანსური შეზღუდვების დაწესებას, რომელთა გამოძიებები დაკავშირებულია ამერიკისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ.

წარმატებულად მოიარა ბიბიმ ამერიკა, როგორც ჩანს 😀

ანრი კურტანიძე

06 Feb, 17:35


https://youtu.be/Wvez4XhOBF0

რა ხდება მოვიდა

ანრი კურტანიძე

06 Feb, 16:37


დღევანდელი "რა ხდებას" თემები იქნება:

EMAAR-ის ინვესტიცია - რამდენად სანდოა;
ტრამპი უკრაინულ ბუნებრივ რესურსებზე ნადირობს;
ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის წინააღმდეგ
ცვლილებები კანონებში

ანრი კურტანიძე

06 Feb, 09:56


“600 ათასი დოლარი აქვს მოსატანი. მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ. ფული მოიტანე, ბიჭო!”, - ასე მიმართავს ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს.

“რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ის ყოველთვის იყო ის ვინც დღეს არის - ემსახურებოდა უცხოელ პატრონებს და პოლიტიკაშიც მოვიდა უცხოური ინტერესების გამტარებლად. უცხო ქვეყანას ეუბნება, რომ საქართველო დაისაჯოს. რატომ? - იმიტომ, რომ მისი არაადეკვატურ და გიჟურ იდეებს არ დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი. მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი, რომ ჩვენი საუკუნის პროექტი - ანაკლიის პორტი აეშენებინა. საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მილიარდობით დოლარს სთხოვდა ქართველი ხალხის და ბიუჯეტისგან. იცით, რომ საერთაშორისო სასამართლომ ის დაადანაშაულა და პირიქით, 600 ათასი დოლარი აქვს მოსატანი. მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ. ფული მოიტანე, ბიჭო!” - ამბობს ზარქუა.

ანრი კურტანიძე

06 Feb, 08:41


ამერიკელი “დემოკრატი” კომგრესმენი, ალ გრინი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებს.

“ღაზაში ეთნიკური წმენდა არ არის ხუმრობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მოდის. ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტისკენ სვლა დაიწყო. ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებს წარვადგენ შემოთავაზებული და განხორციელებული ვერაგი საქმეების გამო”, - აღნიშნა კონგრესმენმა.

https://www.axios.com/2025/02/05/donald-trump-house-democrat-impeachment-articles?fbclid=IwY2xjawIRNhpleHRuA2FlbQIxMAABHWV2pSAfKog3pqAFI-JBhFPr0uFbB4i5k0_UQkSPRaC25LZ_9CQHXOwOpg_aem_gopNrpfsUJF7hYvmoPgVjA

ანრი კურტანიძე

05 Feb, 21:27


ტრამპი მოაწერს ხელს განკარგულებას, რომლის მიხედვით, ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აეკრძალებათ.


“რამდენიმე წუთში ხელს მოვაწერ ისტორიულ განკარგულებას, რომლის მიხედვით, კაცებს ქალების სპორტში მონაწილეობა აეკრძალებათ. დღეიდან ქალთა სპორტი იქნება მხოლოდ ქალების”, - ციტირებს CNN ტრამპს.

ანრი კურტანიძე

05 Feb, 21:06


თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი წყვეტს პოლიტიკოს და სხვა მედიების დაფინანსებას, რომლებიც დახმარებას იუესეიდისგან იღებდნენ.

ისე, აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც აფინანსებდა ზოგიერთ ონლაინ მედიას USAID და სავარაუდოდ, მათი დაფინანსებაც შეწყდა.

ანრი კურტანიძე

05 Feb, 19:01


https://harici.com.tr/abhazyanin-yeni-lideri-turkiye-ile-daha-yakin-isbirligine-giden-yolu-acabilir/?amp=1

თურქულ მედიაში ღიად იწერება უკვე, რომ პროთურქი პოლიტიკოსი იყრის კენჭს აფხაზეთის "საპრეზიდენტო" არჩევნებში.

არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი საქართველოზე.

ანრი კურტანიძე

05 Feb, 18:10


„თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს, სასამართლომ გირაო შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.

გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ანრი კურტანიძე

05 Feb, 14:11


როგორც იქნა, ძლიერი ოპოზიცია გვეღირსა, გილოცავთ!

ანრი კურტანიძე

27 Jan, 19:40


სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. ესაა ჩვენი პოლიტიკური კულტურის დონე. ელემენტარული საუბარიც შეუძლებელია იმათ შორის, ვისაც საერთო პოლიტიკური მოწინააღმდეგე ჰყავს. რამდენჯერაც ამათ დებატებზე დავწერე, ვამბობდი, რომ იმედია მელია ქაოსს არ შექმნის და დემაგოგიაში და ქეიფში არ გადაიყვანს საუბარს. გირჩი კი შეძლებს იყოს თანმიმდევრული. არც/ვერც გირჩს გამოუვიდა ეს.

და სამწუხაროდ წამყვანმაც ვერ დაარეგულირა სიტუაცია. არც ეს 4 ვს 1 კაცის იდეა მომწონდა და გამოჩნდა რატომაც იყო არალოგიკური.

ასეთი საუბრით/დებატით ყველაზე მეტად ზარალდება ამ ორი პარტიის ამომრჩეველი, რომელიც ამ ეთერის მერე კიდევ უფრო დისტანცირდება ერთმანეთს. ამ ეთერებით “ქართული ოცნების” ამომრჩეველი ნამდვილად ხეირობს, ისევე როგორც პარტია. მორიგ ჯერზრ ყველა მოგებული დარჩა გარდა ოპოზიციის.

ანრი კურტანიძე

27 Jan, 19:16


გირჩი: დაფინანსება საიდან აქვს კოალიციას?
მელია:

ანრი კურტანიძე

27 Jan, 18:31


“მაგთის” ინტერნეტი რომ შეფერხებით მუშაობს, აქაც წერდით. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპ­ზე მათ­თვის ისაა ცნო­ბი­ლი, რომ და­ზი­ა­ნე­ბა გლო­ბა­ლუ­რია და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ანრი კურტანიძე

27 Jan, 18:20


“ვიხუმრე და მართლა 4-ივე მოვიდნენ” - მელია

ანრი კურტანიძე

27 Jan, 18:07


დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, ნიკოლოზ ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ანრი კურტანიძე

27 Jan, 17:32


‘მთავარი არხის“ განცხადებით, არხი გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც სიგნალს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა.

როგორც განცხადებაშია აღნშნული, ზაზა ოქუაშვილის მცდელობით, უკვე ერთი თვეა ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, რადგანაც გაყიდვების სახლთან კონტრაქტი ამოიწურა, მისი განახლების საშუალებას კი, ისევ ოქუაშვილის მითითებით, მისი დირექტორი, გოგი ქურდაძე არ იძლევა.

„მთავარი არხი" უკვე გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც ჩვენს სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა. მიზეზი მარტივია - ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის იმ თანხის გადარიცხვაზე, რომელიც უკვე თვეების განმავლობაშია დაგროვილი გაყიდვების სახლის ანგარიშზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანრი კურტანიძე

27 Jan, 17:25


ვიქტორ ორბანი - დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ - საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე

ანრი კურტანიძე

27 Jan, 13:00


ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხებათ:

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.

საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას“, - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2025/01/27/georgia-council-suspends-visa-free-travel-for-diplomats-and-officials/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR0UXlz1JwKkSKvSwmh3ZMigjHJ60PyRbenG5jbAXUbJq6MEfkhvOEu9naI_aem_jTUU0kQpX4TCN2HbOoGrsw

ანრი კურტანიძე

27 Jan, 12:20


უნგრეთმა დაბლოკა ბელარუსის არჩევნების შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება.

ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიურო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, დაბლოკილ განცხადებაში ეწერა, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური ქვეყანაში არსებული სასტიკი რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის გამო.

ანრი კურტანიძე

27 Jan, 11:23


ირაკლი კობახიძის თქმით, აბუ-დაბიში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში.

“ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია, ეს არის ცნობილი EMAAR ჯგუფი.

განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც ჩვენს ქვეყანაში”, - ამბობს კობახიძე.

ანრი კურტანიძე

27 Jan, 09:11


(თუ არაფერი შეიცვალა) დღეს 22:00 საათზე იქნება გირჩის ოთხეულისა და ნიკა მელიას დებატები

ანრი კურტანიძე

27 Jan, 09:08


პროკურატურამ გახარია დაზარალებულად ცნო

ანრი კურტანიძე

27 Jan, 09:00


ბუდანოვმა რადაში განაცხადა, რომ თუ ზაფხულამდე არ იქნება სერიოზული მოლაპარაკებები, მაშინ შესაძლოა დაიწყოს "უკრაინის არსებობისთვის ძალიან საშიში პროცესები", წერს "Украинская правда"

ანრი კურტანიძე

27 Jan, 08:21


exit poll არ შეცდა, ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მორიგ ჯერზე გახდა

ანრი კურტანიძე

27 Jan, 07:39


დონალდ ტრამპმა წარადგინა 500 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, რომელიც არაერთი მიმართულებით გეგმავს მუშაობას. მათ შორის, პროექტის მიხედვით იგეგმება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა.

პროექტს განახორციელებენ OpenAI, SoftBank და Oracle და მისი სახელი იქნება Stargate.

”ეს მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიების გიგანტები აცხადებენ Stargate-ის ჩამოყალიბების შესახებ. ასე რომ, ჩაინიშნეთ ეს სახელი, რადგან ვფიქრობ, რომ მომავალში ბევრს მოისმენთ მასზე”, - ამბობს დონალდ ტრამპი.

ანრი კურტანიძე

26 Jan, 18:12


ევროპარლამენტარის ინიციატივა: რუსული სიმღერის Sigma Boy-ს აკრძალვაა. მათი თქმით, სიმღერა ევროპაშიც ვირუსული გახდადა შეიცავს პრო-რუსულ ნარატივებს.

WTF? 😀

ანრი კურტანიძე

26 Jan, 17:20


გამოქვეყნდა პირველი exit poll-ის შედეგი: ლუკაშენკო 87.6%-ით ლიდერობს.

ანრი კურტანიძე

26 Jan, 09:15


მოტივაცია მივეცით მთელ მსოფლიოს

ანრი კურტანიძე

26 Jan, 08:55


ილონ მასკი "ალტერნატივა გერმანიისთვის" საარჩევნო ღონისძიებაზე ჩაერთო და გერმანელებს მოუწოდა, რომ 23 თებერვალს აღნიშნულ პარტიას მისცენ ხმა, რადგან ამ არჩევნებმა შესაძლოა, არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ბედი შეცვალოს.

მასკმა ასევე განაცხადა, რომ შვილები და შვილიშვილები მათი წინაპრების ცოდვების გამო სირცხვილს არ უნდა გრძნობდნენ.

ანრი კურტანიძე

26 Jan, 08:50


ლუკაშენკო არჩევნებზე თავის ძაღლთან ერთად გამოცხადდა

ანრი კურტანიძე

26 Jan, 08:45


კამერუნის 91 წლის პრეზიდენტი (ორ კვირაში 92 წლის გახდება), პოლ ბიია, აცხადებს, რომ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. ის ქვეყანას 1982 წლიდან მართავს.

ანრი კურტანიძე

26 Jan, 08:28


“სამხრეთ ოსეთი” ინარჩუნებს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლის სურვილს - აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა "მინისტრი"

ეს საკითხი არაერთხელ განვიხილეთ. კერძოდ, "სამხრეთ ოსეთის" "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლა რესპუბლიკის ინტერესებშია. კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენ ვეცდებით, რომ სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლის შესაძლებლობა გავაფართოვოთ", - განაცხადა ახსარ ჯიოევმა.

მისივე თქმით, უკვე არსებობს კონკრეტული მონახაზები და ახლა საჭიროა მათი გაძლიერება.

ბოდიშებზე რა ხდება, მოუხადეს უკვე?

ანრი კურტანიძე

26 Jan, 08:04


ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მინდინარეობს.

სხვათაშორის, ლუკაშენკომ ამ
კვირაში თქვა, რომ დიდად არ არის დაინტერესებული საარჩევნო პროცესით, რადგან დრო არ აქვს.

“მე არ ვაკვირდები საარჩევნო კამპანიას, დრო არ მაქვს”, - თქვა მან საავტომობილო ქარხნის მუშებთან შეხვედრისას. ლუკაშენკომ მათგან საჩუქრად შეშის საჭრელად ნაჯახი მიიღო.

ანრი კურტანიძე

26 Jan, 07:24


CIA-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, მკვლევრები COVID-ის წარმომავლობასთან დაკავშირებით იხრებიან მოსაზრებისკენ, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსი გავრცელდა ვუჰანის ლაბორატორიიდან.

ამ საკითხზე აქამდე ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში ინარჩუნებდნენ ნეიტრალურ პოზიციას და ამბობდნენ, რომ არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები იმის სათქმელად თუ როგორ გავრცელდა ვირუსი - ლაბორატორიიდან თუ ვუჰანის ბაზრიდან.

საინტერესოა, რომ ანგარიში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც CIA-ის ხელმძღვანელად ჯონ რეტკლიფი დაინიშნა, რომელიც თავიდანვე ემხრობოდა ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიას.

ანრი კურტანიძე

25 Jan, 18:30


https://www.youtube.com/watch?v=u4VKxfkr0c4

ვერავინ გამოიცნო იმ დღეს

ანრი კურტანიძე

25 Jan, 12:36


საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა. ამის შესახებ ინფორმაციას Cybernews და კიბერუსაფრთხოების თემაზე მომუშავე სხვა ვებ-გვერდები ავრცელებენ.

სტატიაში ნათქვამია, რომ მონაცემთა ბაზა, რომელიც მთელ ამ პერსონალურ ინფორმაცის მოიცავდა, გერმანულ ღრუბლოვან სერვერზე გამოჩნდა და შემდეგ გაქრა.

კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა და Cybernews-ის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ასეთი ბაზა თითქმის 5 მლნ ადამიანის პერსონალურ ინფორმაციას მოიცავდა, მეორე კი 7 მლნ-ზე მეტ სატელეფონო ჩანაწერს, რომელსაც ასევე მიბმული ჰქონდა პერსონალური მონაცემები.

უკეთ რომ აღვიქვათ, გამოცემამ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას გაუსვა ხაზი - მათი თქმით, ვინაიდან, ქვეყანაში დაახლოებით 4 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ბაზა შესაძლოა დუბლირებულ მონაცემებს მოიცავდეს, ისევე, როგორც ჩანაწერებს გარდაცვლილ ადამიანებზე.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა, მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
• პირადი ნომერი
• სახელი/გვარი
• დაბადების თარიღი
• გენდერი
• სერთიფიკატის მსგავი ნომრები (სავარაუდოდ, დაზღვევა)
• ტელეფონის ნომერი (მფლობლის აღწერილობასთან ერთად)

Cybernews-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით მონაცემით დატვირთული სერვერი მალევე გაქრა, მავნე აქტორებმა შეიძლება, ეს ინფორმაცია მაინც გამოიყენონ როგორც პოლიტიკური, ასევე კრიმინალური საქმიანობისთვის.

"სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ჰაკერებმა, ეს ინფორმაცია შესაძლოა გამოიყენონ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ან მიზანმიმართული შევიწროებისთვის" - ამბობს კიბერუსაფრთხოების მკვლევარი, ბობ დიაჩენკო

ანრი კურტანიძე

24 Jan, 22:32


უკრაინელი ჟურნალისტი ოსტაპ იარიში წერს, რომ დახმარების შეჩერება უკრაინას არ შეეხება.

პოლიტიკო და როიტერსი საპირისპიროს წერენ

ანრი კურტანიძე

24 Jan, 21:47


ამერიკამ მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე ოფიციალურად დაარქვა

ანრი კურტანიძე

24 Jan, 21:38


როიტერსის ინფორმაციით, USAID-იც აჩერებს უკრაინაში დახმარებას. ეს კი პირველ რიგში აჩერებს სკოლებისა და სამედიცინო სექტორის დაფინანსებას.

ანრი კურტანიძე

24 Jan, 21:32


პოლიტიკომ სკანდალური მასალა გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, მარკო რუბიომ ყველა უცხოური დახმარების შეჩერების განკარგულება გასცა. ეს ეხება ასევე სავარაუდოდ უკრაინას. მხოლოდ ორ ქვეყანას არ შეეხება: ისრაელსა და ეგვიპტეს.

შეზღუდვა 90 დღით იმოქმედებს და ძალაში დაუყონებლივ შევა.

https://www.politico.com/news/2025/01/24/state-department-foreign-aid-pause-00200510

ანრი კურტანიძე

24 Jan, 20:43


ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული და თურქული გავლენები ერთმანეთს ამჯერად “საპრეზიდენტო” რბოლაში უპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში იქ რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არის ორი ძირითადი კანდიდატი - ბადრი გუნბა და ადგურ არძინბა. არძინბას აქტიურად უჭერს მხარს თურქული ბიზნეს სექტორი. მეტიც, სკანდალურ ინვესტიციების შესახებ ჩაგდებულ კანონში, როგორც რუსული რესურსები წერენ, ზუსტად რომ თურქეთის ხელი ურევია. გუნბას ზურგში თურქული კვალი არ ჩანს, შესაბამისად კრემლი შეეცდება მასთან ურთიერთობას. მითუმეტეს, რომ გუნბას რუსული ქალაქის - სარატოვოს ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება აქვს.


ასევე, მოსკოვს აფიქრებს არძინბას განათლება - მას გავლილი აქვს კურსები ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტ მეცნიერების სკოლაში. შესაბამისად უცნობია, ლონდონური კავშირების გავლენებიც, რომლებიც როგორც წესი თურქულ მხარეს სასარგებლოდ დგება.

სამხრეთ კავკასია, სირია და ახლა შესაძლოა აფხაზეთიც. თურქეთი ნელ-ნელა რუსულ გავლენებს ასუსტებს ან დევნის.

ანრი კურტანიძე

24 Jan, 11:07


ანა დოლიძე აცხადებს, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ხელს ვერ უწყობს ქართული პოლიტიკური ველის განახლებას. ამიტომ საჭიროა მისი დაწევა.

თქვენ რას ფიქრობთ, ბარიერი 5%-ზე ნაკლები უნდა იყოს?

ანრი კურტანიძე

24 Jan, 10:20


რამდენჯერმე მოგიყევით, რომ აშშ-სთვის ჰიპერბგერითი რაკეტის შექმნა ნამდვილ გამოწვევად იქცა. მაშინ როდესაც ამერიკა ჯერ ისევ ტესტირების ეტაპზეა, რუსეთი და ჩინეთი ამ ტიპის რაკეტას აწარმოებენ, ხოლო რუსეთი რეგულარულად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. ტრამპმა სენსაციური განცხადება გააკეთა და რუსეთი ჰიპერბგერითი რაკეტის პროექტის მოპარვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ობამას მმართველობის დროს, "ერთმა ძალიან ცუდმა ადამიანმა რუსებს ნახაზები გადასცა". ახლა ამერიკა ტრამპის ხელმძღვანელობით არა ჰიპერბგერითს, არამედ ტურბოჰიპერბგერით რაკეტის შექმნაზე იმუშავებს.

https://www.washingtontimes.com/news/2025/jan/23/trump-says-russia-stole-u-hypersonic-missile-plans/

ანრი კურტანიძე

24 Jan, 06:30


"მას [ზელენსკის] არ უნდა დაეშვა ეს. იცით, თუ ის არ არის ანგელოზი, მას არ უნდა დაეშვა ეს ომი", - ამბობს ტრამპი Fox News-თან ინტერვიუში.

"ზელენსკი ებრძოდა ბევრად მსხვილ სუბიექტს - ბევრად მსხვილს, ბევრად ძლიერს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა" - ამბობს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსეთისთვის ეკონომიკური წნეხის გაძლიერებაზე იფიქრებს.

https://www.foxnews.com/media/trump-calls-putin-make-deal-end-its-war-against-ukraine-face-more-economic-pressure

ანრი კურტანიძე

24 Jan, 05:43


სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო.

მოსამართლის თქმით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება არაკონსტიტუციურია.

https://edition.cnn.com/2025/01/23/politics/birthright-citizenship-lawsuit-hearing-seattle/index.html

ანრი კურტანიძე

14 Jan, 16:11


ფაბრიციო რომანოს თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი გაოფიციალურდა, წარმატებები ხვიჩას. ქართველი თავდამსხმელები ლიგა 1-ში ფეხს იკიდებენ

ანრი კურტანიძე

14 Jan, 12:02


ესეც ჩვენი ყველას ერთობლივი მუშაობის შედეგი.

მადლობა თითოეულ გამომწერს. დიდი გზა გავიარეთ ერთად და ეს მხოლოდ მცირედია, წინ დიდი გეგმებისკენ ❤️🔥

ანრი კურტანიძე

14 Jan, 10:48


"პოლიტიკური კლასი".

ქუჩა-ქუჩა ვდიოთ ერთმანეთს და ვიჩხუბოთ მაშინ

ანრი კურტანიძე

14 Jan, 10:22


ოკუპირებული ხერსონის ე.წ. გუბერნატორმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს დევნილები კალიფორნიიდან. მთავარი პირობა: არ ჰქონდეთ დაფინანსებული უკრაინის სამხედრო ძალები.

ანრი კურტანიძე

14 Jan, 09:46


ჩინელი მაღალჩინოსნები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ტიკ ტოკის ამერიკული დანაყოფი ილონ მასკს მიჰყიდონ. ამით შეძლებენ პლათფორმის აშშ-ის ტერიტორიაზე დაბლოკვისგან თავის არიდებას.

მასკის გავლენა მისი ქონების პირდაპირპროპორციულია - იზრდება და იზრდება.

ანრი კურტანიძე

13 Jan, 11:25


"ევროკავშირის პოზიცია, რომ "თუ თქვენ არ ფიქრობთ ისევე, როგორც მე, მაშინ თქვენ მტერი ხართ", ნიშნავს "მენტალურ ძალადობას" - ხორვატიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი.

ევროპაში მემარჯვენეობის ტალღა ისევ გრძელდება და ის სავარაუდოდ მზარდია.

დასაკვირვებლად საინტერესოა, რამ გამოიწვია მემარჯვენეობის ასეთი გაძლიერება, სხვადასხვა ვერსიებზე მიდის მსჯელობა, მათ შორის არსებული დღისწესრიგის არააქტუალურობა, დასავლეთის უკრაინაში წაბორძიკება და სათანადო ერთიანობის არ გამოვლენა და ასე შემდეგ.

თქვენი აზრი რა არის ამ საკითთან დაკავშირებით?

ანრი კურტანიძე

13 Jan, 11:21


ირაკლი ზარქუა და აბუ-დაბელი სამართალდამცველები

ანრი კურტანიძე

13 Jan, 08:25


ასე დაიწყო დღევანდელი ამბავი, ასეთი მივარდნით, ქუჩური და ისეთით, როგორც დეპუტატს არ შეეფერება.

თავშივე ვიტყვი იმას, რომ ზოგადად, მე არ მომწონს ტელეფონებით დადგომები და ადამიანების "შერცხვენა", რუსო-რუსოს ან მონა-მონას ძახილი და კი, გუშინ სანამ ეს ყველაფერი ფიზიკურში გადაიზრდებოდა, პროვოკაციას ჰქონდა მცდელობა, მაგრამ ახლა მაგას არ აქვს მნიშნველობა.

პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება. პოლიტიკოსი იმიტომ ჰქვია, ადამიანებმა მანდატი იმიტომ მიანიჭეს, რომ ის არ არის აქტივისტი, ქუჩის ბიჭი, ხულიგანი, ის არის სახელმწიფო ინსტიტუციის წარმომადგენელი და ამ მოცემულობიდან უნდა გამომდინარეობდეს.

მაგრამ ვიდეოშიც ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური კულტურა და კლასი. სახელმწიფო ამაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ სახელმწიფოს ახლა ეს ყველაზე მეტად არ ადარდებს.

განა იმიტომ მივარდა ასე ზარქუა, რომ ბრაზი ახრჩობდა და სამართალს ეძიებდა, არა, მან ზუსტად იცოდა, რომ გაუვიდოდა. ბოლო პერიოდში ყველანაირი ძალადობა გასდით და როცა სახელმწიფო არავის სჯის სისტემიდან, რა თქმა უნდა, გრძნობენ, რომ მფარველი ხელი მათ მხარეს არის.

არ გაუვიდათ ჟურნალისტების ცემა? ქუჩა-ქუჩა ნიღბიანები რომ ხალხს სცემდნენ არ გაუვიდათ? როცა მსგავსი ძალადობა ხდება, განა მარტო უშუალოდ ფაქტია საშინელი, არამედ ის, რომ ეს ძალადობა ვიღაცებისთვის ნიშნავს, "ვაა, ნახე ასე შეიძლება თურმე და არც არავინ არაფერს გვეტყვის". იმ აქციებზე ძალადობას, რომელიც არ აღმოიფხვა, ვიწვნევთ აწი და აწი.

პოლიტიკურ კლასს რომ დავუბრუნდეთ... სახელმწიფო, რომელიც თავის ბენეფიტების, ამომრჩევლის მიზიდვის გზით, მზად არის მსოფლიო დონის სპორტსმენები გარიოს და გასვაროს პოლიტიკურად, იმას სულ ფეხზე ჰკიდია პოლიტიკური კლასის გაძლიერება. გასვაროს იმიტომ, რომ ახლა ვიქტორ სანიკიძე ნამდვილად არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, შეურაცხყოფილი, დამცირებული, მთელი ერი ამ ვიდეოებს დააფრიალებს და იქაც კი სადაც ეს ფაქტი მოხდა, რავიცი, რამდენად მისაღებია, ჩემი კომენტარის გარეშეც იცით.

იმათ ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას, ვინც მთელი თავის ცხოვრება ბურთს დასდევდა, ძელს წევდა ან ტატამზე იზრდებოდა. როგორც პოლიტიკოსს ვერ მოსთხოვ ოლიმპიურ დონეზე გადი და იჭიდავეო, ისე ვერ მოსთხოვ სპორტსმენებს. მე არ ვამბობ, რომ სპორტსმენების ადგილი არ არის პოლიტიკაში, მაგრამ სპორტსმენი უნდა ხვდებოდეს, რომ ახალ ცხოვრებას იწყებს, სადაც აგრესიის კონტროლი უწევს, სადაც გაჩუმება უწევს, მოთმენა და ასე შემდეგ. მაგრამ რა გინდა, რომ გააკეთო, სახელმწიფო თვითონ ახალისებს ამ ფაქტებს.

ყველაფერი ეს იმის პასუხისმგებლობაა, ვინც არა თუ ავითარებს პოლიტიკურ კლასს და კულტურას, არამედ კიდევ უფრო ანადგურებს და თელავს. პოლიტიკა ქუჩა არ არის და არც სპორტული მოედანი.

სამწუხაროდ, დღეს ბევრია თავში ავარდნილი, არაპროფესიონალი "პოლიტიკოსი", რომელიც თან ფიქრობს, რომ ყველაფერი გაუვა, იმიტომ რომ სახელმწიფო ამის მაგალითს აძლევს.

და ასევე, გუშინდელი დღე, დღევანდელი დღე, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ადამიანები მიხვდნენ, ეს არის სამოქალაქო კრიზისი, უფრო მთავარი, როდის უნდა მიხვდეს მთავრობა, რომ ეს არის კრიზისი და სიტუაცია არის სასწრაფოდ განსამუხტი. ეს კრიზისები კი ყველაზე ძვირფასს გვართმევს - დროს.

ანრი კურტანიძე

13 Jan, 07:21


დღეს კი დეპუტატები მივიდნენ ლაშა გაბიტაშვილთან და სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურში.

ვფიქრობ, იფიქრეს რო მივადგებით ამდენი, შეეშინდებაო, მაგრამ...

ანრი კურტანიძე

13 Jan, 07:19


თავს დაგ­ვად­გა სა­უზ­მის დროს, მო­ბი­ლურ მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი (ასეთ ვი­დე­ო­ებ­ში ფულს იღე­ბენ მერე ეს გა­დედ­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი) და სა­ნამ პრო­ვო­კა­ცი­ას მო­ა­წყობ­და მა­ნამ­დე მი­სა­ღე­ბი მი­ი­ღო ჩემ­გან და შემ­დეგ პო­ლი­ცია პო­ლი­ცი­ის ყვი­რი­ლით გა­ვარ­და მი­სა­ღებ­ში და ამით ამო­ი­წუ­რა დი­ლის ინ­ცი­დენ­ტი", - ასე გამოეხმაურა ამბავს ირაკლი ზარქუა.

ანრი კურტანიძე

13 Jan, 07:18


აბუ-დაბის ამბებს ვდებ ქრონოლოგიურად.

12 იანვრის ამბავი:
აბუ დაბიში მწამებელი და რეპრესიული რეჟიმის შემოქმედები შემხვდნენ კონცერტზე არიან ჩამოსულები. წყნარად მივუახლოვდი რომ მეთქვა მათმა რეჟიმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცყოფა მომაყენა! არადა მინდოდა მეთქვა რომ ისინი ესე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, რომ ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხეებიდან, მაგრამ არ მაცალა. ესე ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას, არც საგმიროა ეს საქმე არც საამაყო, უბრალოდ მათ ხელშია სიტუაციის განმუხვტა! ციხეში ხალხი ჩემი თავისუფლების გამო ზის მათ ვერ მივატოვებ და დასაკარგიც არაფერია, რადგან აღკვეთილი მაქვს თავისუფლება. არც დაჭერიას არც რეპრესიების არ მეშინია, ჩვენ ბევრნი ვართ ! ახალი არჩევნები და ხალხის ციხითან გამოშვებაა მთავარი - წერს ლაშა გაბიტაშვილი

ანრი კურტანიძე

12 Jan, 19:18


"გარდიანი" წერს, რომ 2024 წელს ევროპამ რუსეთისგან გათხევადებული ბუნებრივი აირის რეკორდული რაოდენობა შეიძინა.

ეს კარგი სტატიაა, რადგან ჩვენი მომავალი თემის "არქტიკის" ამბავს პირდაპირ ეხმაურება.

ვიდეოში გაიგებთ, რატომ მოხდა ისე, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები არ მოქმედებს (სულ მცირე ბუნ.რესურსების მხრივ) და როგორ თანამშრომლობენ მსხვილი ევროპული ქვეყნები რუსეთთან ზუსტად ამ სანქციების პერიოდში.

ანრი კურტანიძე

12 Jan, 17:13


აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა

ანრი კურტანიძე

12 Jan, 16:48


ვატიკანი ღიად გეებს მღვდლებად გახდომის უფლებას მისცემს.

იტალიელი ეპისკოპოსების ახალი რეკომენდაციით, ჰომოსექსუალობა აღარ არის მღვდლად გახდომის წინაღობა.

აღნიშნულ რეკომენდაციას მწვავე რეაქცია მოჰყვა ქრისტიანულ სამყაროში. ქრისტიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები უშუალოდ რელიგიასაც ასუსტებს, ხოლო მკაცრ რელიგიებს უპირატესობას აძლევს.

ანრი კურტანიძე

12 Jan, 16:13


რესტორან “ბაბილოდან” გამოსულ მოსამართლეს აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს

ანრი კურტანიძე

12 Jan, 14:55


მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ანრი კურტანიძე

11 Jan, 19:00


https://www.youtube.com/watch?v=zBw94-ztZl4

რა ხდება-ც მოვიდა

ანრი კურტანიძე

30 Dec, 09:51


წლის ბოლო ვიდეოსთვის, რომელიც ცოტა განსხვავებული იქნება იდეით, მე ეს მოვლენები გამოვყავი.
გარე დონეზე:
1. ტრამპის ქამბექი
2. ასადების რეჟიმის დასრულება
3. სამყარო ხდება მრავალპოლუსიანი, ახალი მოთამაშეები ერთი ძალის, ან ძალთა გაერთიანების ჰეგემონიას უპირისპირდებიან, სამყარო იცვლება.

შიდა:
1. საოცრად წარმატებული წელი სპორტში
2. ბოლო პერიოდის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კრიზისები

ანრი კურტანიძე

29 Dec, 21:14


100 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი.

ის ქვეყნის პრეზიდენტი 1977-1981 წლებში იყო.

ანრი კურტანიძე

29 Dec, 12:58


რას გამოარჩევდით 2024 წლის მთავარი მოვლენებიდან (შიდა და გარე არენიდან)

ანრი კურტანიძე

29 Dec, 12:31


ალიევის განცხადების შემდეგ, პუტინსა და ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებისთვის კომპენსაციას და ტრაგედიაში დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ანრი კურტანიძე

29 Dec, 11:28


როგორც აზერბაიჯანული პორტალი, რეპორტ.აზ წერს, ალიევმა ისაუბრა, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან, იმ ვერსიის განვითარება, რომ ბუნევრივი აირის ბალონი აფეთქდა თვითმფრინავში და ეს გახდა კატასტროფის მიზეზი, საწყენი იყო. მისი თქმით, ამ ვერსიით რუსული მხარე კატასტროფის მიჩქმალვას აპირებდა.

ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ რა თქმა უნდა, თვითმფრინავი განზრახ არავის ჩამოუგდია. პუტინისგან მიღებული ბოდიში და აზერბაიჯანელი ხალხის სწორი ინფორმირება ის იყო, რასაც რუსეთისგან თავიდანვე ელოდნენ, მაგრამ პირველი სამი დღის განმავლობაში, რუსეთი ყველანაირად ცდილობდა, რომ სულელური ვერსიები გაევრცელებინა, განაცხადა ალიევმა.

ამ შემთხვევაში საკმაოდ პრინციპული პოზიცია დაიჭირა აზერბაიჯანმა და რუსული ტყუილები არ შეჭამა.

ანრი კურტანიძე

29 Dec, 07:30


ინაუგურაცია დასრულდა

ანრი კურტანიძე

29 Dec, 07:20


უნდა დამეწერა, როდის გვეყოლება ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ტექსტს კი არ წაიკითხავენ ხელოვნურად, არამედ მოყვებიან ბუნებრივად... გამახსენდა, რომ სპორტსმენია

ანრი კურტანიძე

29 Dec, 07:14


სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებს

ანრი კურტანიძე

29 Dec, 07:13


ყაველაშვილმა ფიცი დადო

ანრი კურტანიძე

29 Dec, 06:27


უმძიმესი კატასტროფა სამხრეთ კორეაში - სამგზავრო “ბოინგმა” ვერ შეძლო ბორბლებით დაფრენა, პილოტი შეეცადა ფიუზილაჟით დაესვა, თუმცა მაღალი სისწრაფის გამო, დამუხრუჭება ვერ შეძლო, რის გამოც წინაღობას შეასკდა.

გარდაიცვალა 179 მგზავრი, სავარაუდოდ 2 გადარჩა.

ანრი კურტანიძე

29 Dec, 06:15


აზიის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება ბოლო 30 წელში.

წყარომ გეოგრაფიული განაწილებით ამ რეგიონში მოგვახვედრა, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ ანტირეკორდი გვეკუთვნის, ჩვენ შემდეგ მოდის სომხეთი. ჩვენი დემოგრაფია 30%-ით შემცირდა, აზერბაიჯანის 41%-ით გაიზარდა.

მთლიანობაში რეკორდსმენი არის კატარი 537%-იანი ზრდით. ანტირეკორდამენი საქართველო -30%-ით.

ანრი კურტანიძე

28 Dec, 14:12


პუტინმა ალიევს დაურეკა და ბაქო-გროზნოს რეისის ტრაგედიაზე ბოდიში მოუხადა.

ალიევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი “გარე დაზიანების” შემდეგ გახდა უმართავი, ამიტომ გამოძიება გაგრძელდება. გარდა ამისა, თურქული მხარეც ჩაერთვება გამოძიებაში.

პუტინმა ალიევს აუხსნა, რომ თვითმფრინავის პილოტმა გროზნოს აეროპორტში დაჯდომა ითხოვა, თუმცა უარი მიიღო, რადგან უკრაინული დრონების შეტების გამო, აეროპორტი რეისებს ვერ მიიღებდა.

უნდა ითქვას, რომ ნამდვილად რუსული ჰაერსაწინააღმდეგოს ბრალია რაც მოხდა.

ასევე პილოტები ნამდვილი გმირები არიან, რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს, რომ თვიგმფრინავი დასახლებული პუნქტიდან შორს, მაქსიმალურად რბილად ჩამოვარდნილიყო. ეს ყველაფერი კი სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.

ანრი კურტანიძე

28 Dec, 14:00


თალიბები პაკისტანის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მათ კონტროლის ქვეშ რამდენიმე პაკისტანური დასახლება აღმოჩნდა.

საპასუხოდ პაკისტანმა ავღანეთის ტერიტორიაზე ავიაიერიშები განახორციელა.

ანრი კურტანიძე

28 Dec, 13:55


ქართველმა პოლიტიკოსმა, პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერმა მამუკა ფიფიამ რუსეთში, კურსკის ოლქში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.

“ჩვენ ჩამოვედით საქართველოდან, რომ მხარი დავუჭიროთ პატარა ბავშვებს და დიდებს. ჩამოვიტანეთ საჩუქრები ჩვენი ქართველი ბავშვებისგან, რომ კურსკის ოლქის ბავშვებს ვაჩუქოთ” - ამბობს მამუკა ფიფია.

დახმარების ფარგლებში ყველაზე მეტი იყო მანდარინი.

ანრი კურტანიძე

28 Dec, 08:50


დუბაი-მოსკოვის რეისი იძულებით დაჯდა ბაქოში. მიზეზი: რუსეთის მოქალაქემ ჩუმად აიტანა ალკოჰოლი, დალია და ილუმინატორის ჩამტვრევა უნდოდა. მგაზვრება ის სავარძელზე მიაბეს, როცა გაიღვიძა არაფერი ახსოვდა.

ანრი კურტანიძე

27 Dec, 18:33


სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟეს

ანრი კურტანიძე

27 Dec, 17:00


პირველი კომენტარი მთავრობიდან

ანრი კურტანიძე

27 Dec, 16:30


გავიხსენოთ უილსონის მაისის განცხადება

ანრი კურტანიძე

27 Dec, 16:23


ჯო უილსონი ახლა 😀

ანრი კურტანიძე

27 Dec, 16:05


ოფიციალურად: ბიძინა ივანიშვილი აშშ-მა დაასანქიცრა;

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - წერს სახაზინო დეპარტამენტი

ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“

ანრი კურტანიძე

27 Dec, 10:14


ალიევი 2020 წელს ჩაკეტილ სახმელეთო საზღვარს ისევ არ ხსნის. ამჯერად შეზღუდვა აპრილამდე იმოქმედებს.

ანრი კურტანიძე

27 Dec, 09:30


მეგობრებო, ამ არხის საზოგადოების თხოვნა არის, რომ ჩატს დაუწესდეს კონკრეტული წესები, რისი დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს ან დროებითი, ან სამუდამო ბანი დაედება. ამ ადამიანების სურვილის მესმის და ვეთანხმები.

არავის მოსწონს, როცა პოსტს ხსნი და იქ პირადი შეურაცხყოფა, ოჯახის გინება, ან სხვა უხამსი კომენტარი გხვდება, არავის მოსწონს, როცა ადამიანები კონკრეტულ თემაზე სერიოზულად მსჯელობენ და ამ დროს ვიღაც ჩათის გასპამვას იწყებს.

მჯერა, რომ შეგვიძლია აზრი სხვების შეურაცხყოფის გარეშე გამოვხატოთ. ამ სივრცეში ამის კონტროლი მარტივი არ არის, რადგან ადამიანები ნიკნეიმებს არიან ამოფარებული და თავს უფრო მარტივად აძლევენ უფლებას, რომ სხვებს შეურაცხყოფა მიაყენონ.

თითქმის ყველა არხს დაწესებული აქვს ზოგადად იდეოლოგიური ფილტრი და ასეთ არხებზე გამორიცხულია განსხვავებული აზრი დაიწეროს და მომხმარებელი უბრალოდ განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო არ დაიბლოკოს. ზოგ არხს კომენტარები აქვს გამორთული, ზოგს კი ემოჯები აქვს პოსტზე შეზღუდული. პირველი დღიდან აქ ნებისმიერს შეეძლო განსხვავებული აზრის დაწერა და არავინ იზღუდებოდა, ეს ასეც გაგრძელდება, მაგრამ იმოქმედებს ბანი:

📌 პირად შეურაცხყოფაზე;
📌 ჩატის დასპამვაზე;
📌 კომენტარებში 18+ კონტენტის დადებაზე (თუ არ იქნება შეთანხმებული ჩემთან);
📌 ნებისმიერი ადამიანი, ვინც აუდიტორიას მიაყენებს შეურაცხყოფას, სამუდამო ბანს მიიღებს;

ანრი კურტანიძე

27 Dec, 09:17


პირველი ჩრდ.კორეელი სამხედრო, რომელიც ტყვედ ჩავარდა, გარდაიცვალა

ანრი კურტანიძე

27 Dec, 09:14


მამა არჩილ ხაჩიძე ვანდალიზმის ფაქტზე საუბრობს

ანრი კურტანიძე

27 Dec, 09:06


თემურ ჭყონიას კომენტარი კოკა-კოლის რუსეთში გაყიდვაზე

ანრი კურტანიძე

27 Dec, 08:41


თქვენი აზრით, შეძლებს?

ანრი კურტანიძე

27 Dec, 07:35


“ძალიან ცუდი სურათი იქნება ჩვენ რომ მოგვიწიოს სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციიდან ძალით გამოყვანა და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში” - ირაკლი კობახიძე

ანრი კურტანიძე

27 Dec, 07:29


ირაკლი კობახიძე ჯო უილსონის განცხადებებს ასე პასუხობს:

“იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე - ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაწვდილი და ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას”

ანრი კურტანიძე

27 Dec, 06:19


ISW-ს ანგარიშის მიხედვით, პუტინმა დონალდ ტრამპის გუნდის წარდგენილი სამშვიდობო გეგმა უარყო.

ამ ეტაპზე ისევ არ ჩანს კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობა.

ანრი კურტანიძე

07 Dec, 19:40


კობა ხაბაზის ცემის კადრები

ანრი კურტანიძე

07 Dec, 19:26


მოქალაქეები და ამ შემთხვევაში მსახიობები პოლიციას უმოქმედობაში სდებენ ბრალს. სულ მცირე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია უყურებდა, როგორ სცემდნენ ადამიანებს და რეაგირება არ მოახდინა

ანრი კურტანიძე

07 Dec, 19:13


მამუკა მდინარაძემ ცემის ფაქტებზე კომენტარი გააკეტა

ანრი კურტანიძე

07 Dec, 19:12


ხვალ გამოვა და იტყვის ყველაფერი კანონიერების ფარგლებში ხდებაო და მადლობასაც მოუხდის

ანრი კურტანიძე

07 Dec, 19:06


ტიტუშკები აგრძელებენ ადამიანების ცემას

ანრი კურტანიძე

07 Dec, 18:31


ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს სცმეს

ანრი კურტანიძე

07 Dec, 18:21


ავადმყოფი მთავრობა!!!

ანრი კურტანიძე

07 Dec, 17:34


"დეილი მეილის" ინფორმაციით, შესაძლებელია, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს შეხვდეს. ზოგადად დეილი მეილი დიდად სანდო წყარო არ არის, მაგრამ გამორიცხულიც არაფერია. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ახლა საფრანგეთში იმყოფებიან, სადაც ნოტრ-დამის ეკლესია ხანგრძლივი რემონტის შემდეგ გაიხსნა. მათ შორის არიან: დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ზურაბიშვილი ზელენსკის შეხვდა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაკრონი ზურაბიშვილის მხარდამჭერია და საკმაოდ ხშირად მართავენ ვიზიტებს, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის შეხვედრა დააორგანიზოს.

ანრი კურტანიძე

07 Dec, 16:01


https://youtu.be/xIWOVuH2W_8?si=02ffsGRqTjeV_ROH

მოულოდნელი ეპიზოდი და სად წავიდა ანრი?

ანრი კურტანიძე

07 Dec, 14:42


ამბოხებულები უკვე დამასკოს უახლოვდებიან, ამ ტემპით თუ გაგრძელდა ბაშარ ასადის რეჟიმი უახლოეს პერიოდში დაეცემა.

ანრი კურტანიძე

07 Dec, 10:51


გოგონამ განაცხადა, რომ მას არავინ სცემდა და აქციაზე მშობელი მოდიოდა მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად

ანრი კურტანიძე

07 Dec, 10:44


გარდაცვლილის ბოლო პოსტი

ანრი კურტანიძე

07 Dec, 09:57


მეგობრებო, სამწუხაროდ, დადასტურდა ეს ინფორმაცია. გარდაცვლილი ქალ­ბა­ტო­ნი ელზა მე­ბუ­რიშ­ვი­ლია. ამბები.გე გაესაუბრა ოჯახის ახლობელს:
"ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, თა­ვა­დაც ხში­რად და­დი­ო­და აქ­ცი­ებ­ზე, რო­გორც გა­ვი­გეთ შვი­ლის წა­მო­საყ­ვა­ნად მი­დი­ო­და წუ­ხელ რუს­თა­ველ­ზე და გზა­ში ეს ტრა­გე­დია შე­ემ­თხვა, ავ­ტო­ბუ­სი და­ე­ჯა­ხა და მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მით კლი­ნი­კა­ში მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა" - უყ­ვე­ბი­ან AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

ანრი კურტანიძე

07 Dec, 09:42


კატასტროფული ამბავია

ანრი კურტანიძე

07 Dec, 08:58


კოლუმბიაში დაიჭერეს თოჯინა - 23 წლის გოგო კილერი, რომელსაც ბრალი სერიულ მკვლელობებში ედება.

კარენ ხულიეტა ოხედა როდრიგესი, რომელიც ცნობილია, როგორც თოჯინა, 5 დეკემბერს დააკავეს. მას ადანაშაულებენ ბარანკაბერმეხის მუნიციპალიტეტში შეკვეთილ მკვლელობებში. ადგილობრივი მედიის განცხადებით, კარენი კრიმინალში 18 წლიდან გაერია და დაჯგუფება Los de la M-ს მიეკედლა. ჟურნალისტების თქმით “რკინის ხასიათისა და ნებისყოფის წყალობით, ის მალე დაწინაურდა”.

როდრიგესს უკავშირდება რამდენიმე ადამიანის მკვლელობა, მაგრამ ის ყოფილი შეყვარებულის მკვლელობის შემდეგ დააკავეს. ბიჭმა “თოჯინასგან” ფული ისესხა და ვეღარ აბრუნებდა. გოგომა სხვა მკვლელთან ერთად მის მოსაკლავად გაემართა, თუმცა ყოფილის მოკვლა ვერ შეძლო. გასროლა განახორციელა მეორემ. ახლა ორივე დაკავებული.

ანრი კურტანიძე

07 Dec, 07:29


მოკლედ, დროა დავიწყო მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე რთულ, ჩახლართულ და კომპლექსურ თემაზე - სირიაზე.

ამას დასჭირდება დიდი დრო, როგორც მომზადების, ისე მონტაჟის მხრივ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეპიზოდი გამოვა.

Let’s go 🔥

პ.ს. ასევე ერთი სიახლე გელოდებათ წინ 🤫

ანრი კურტანიძე

07 Dec, 07:05


პრეს-კონფერენციის შემდეგ, მერაბსა და უმარს სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდათ.

ისინი დარეკვაზე და საქმის გარკვევაზე შეთანხმდნენ

ანრი კურტანიძე

28 Nov, 14:16


საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან საუბარს 2028 წლამდე აჩერებს - განაცხადა კობახიძემ

ანრი კურტანიძე

28 Nov, 12:12


განცხადებები იქნება როგორც ჩანს. კობახიძის მიმართვა 18:00-ზე ჩაინიშნა.

ანრი კურტანიძე

28 Nov, 12:02


ასევე რეზოლუციის მიხედვით:
ამასთან, ევროპარლამენტარები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ მოწოდებას კიდევ ერთხელ იმეორებენ.

ანრი კურტანიძე

28 Nov, 11:41


ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს

ანრი კურტანიძე

28 Nov, 11:37


444 მომხრე, 72 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ვკითხულობთ:

“ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს კახა კალაძე; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს.

ასევე, მოსამართლეებს.

სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და გაიყინოს მთელი მისი აქტივები ევროკავშირის ფარგლებში საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისა და ქვეყნის კონსტიტუციურად გამოცხადებული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების, მათ შორის, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ აღდგენის მცდელობების გამო".

ანრი კურტანიძე

28 Nov, 10:50


დუგინი ირაკლი კობახიძეს ულოცავს:
"ვულოცავთ ირაკლი კობახიძეს. ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს";

ანრი კურტანიძე

28 Nov, 10:28


პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი "ორეშნიკის" ახალ სამიზნეებზე მუშაობენ. მან განაცხადა, რომ ეს შეიძლება კიევში არსებული გადაწყვეტილების მიმღები ცენტრებიც იყოს.

ანრი კურტანიძე

28 Nov, 10:23


ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს პროგრამა გააკრიტიკა

ანრი კურტანიძე

28 Nov, 08:10


ძველი ვიდეოა. სტიმავდა და ვიღაცამ დაუწერა შაითანი ხარო. მერე იპოვეს ეგ ვიღაც და ბავშვი აღმოჩნდა. ბოდიშები ახდევინეს მამამისთან ერთად.

იმედია ასეთ მეთოდებამდე არ დაეცემიან ისინი, ვინც გუშინ მთელი დღე მუქარებით და გინებით გამოირჩეოდნენ.

ანრი კურტანიძე

28 Nov, 06:01


უკრაინაში დილიდან მასიური სარაკეტო იერიში მიმდინარეობს

ანრი კურტანიძე

27 Nov, 17:47


ვისაც ერთხელ მაინც ჩაუვლია სპორტთან, კარგად ეცოდინება რას ნიშნავს ჩემპიონატის მოგება. ვინც კარგად ერკვევა სპორტში იცის, რომ ოლიმპიადის მოგება არანორმალურ შრომასთან, თავდადებაბასთან, აბსოლუტურად სხვა, უმტკიცეს ფსიქოლოგიასთან და რწმენასთან არის დაკავშირებული. თუმცა ლაშას ამ ყველაფერთან ერთად ბუნებისგან დაჯილდოვებული ფიზიკური მონაცემებიც აქვს. აი, მართლა, გულწრფელად ვამბობ, რომ ფენომენალური სპორტსმენია, თუ ვინმეს შეიძლება მოვლენა ვუწოდოთ, ლაშა ერთ-ერთია.

თუმცა ლაშა არის სპორტსმენი და არა პოლიტიკოსი. ძალიან მეზარება, იმაზე წერა და საუბარი, რომ არ იყო კარგი გადაწყვეტილება, როცა პოლიტიკაში მოსვლა აირჩია. იმ ვიდეოშიც, როცა გენოზე და ლაშაზე ვისაუბრე, არაფერი ცუდი არ მითქვამს, გარდა იმისა, რომ თუ არ მოემზადებიან შესაბამისად, თუ კარგად არ გაიაზრებენ, რომ უკვე პოლიტიკოსები არიან და არა სპორტსმენები, მათი ავტორიტეტი აუცილებლად დაღმასვლას განიცდის. მე მაგალითად, არ მინდა ასე მოხდეს. მაგრამ არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბიჭები პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებიან. დრო გვაჩვენებს, თუმცა სტარტი არა სახარბიელო იყო, ამას ემატება ისიც, რომ მედიები ამათზე განსაკუთრებულად გადაკიდებული იქნებიან და გამოჭერას შეეცდებიან ნებისმიერ სისულელეზე და მერე ამის ტირაჟირებას. უღირთ ამ ყველაფრად? გამოჩნდება.

პ.ს არც იმ გოგოს მიწერილია მოსაწონი ან ნორმალური.

ანრი კურტანიძე

27 Nov, 17:40


ლაშა ტალახაძის მეორე დღე პარლამენტში

ანრი კურტანიძე

27 Nov, 16:50


მადლობა შეხსენებისთვის, დროული იყო 🤝

ანრი კურტანიძე

27 Nov, 09:18


ახლა ცოტა ცივად შევხედოთ საკითხს. მე პირადად ხშირ შემთხვევაში არ მომწონდა სალომე ზურაბიშვილი. არც მისი მესიჯები, არც მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება და არც განცხადებები. ბოლო პერიოდში, ჩემი აზრით, უფრო აქტივისტურ და ძალიან ტენდენციურ პოლიტიკაში გადაიყვანა პროცესი. ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი რაღაცნაირად ახერხებდა ისედაც უკიდურესად პოლარიზებული სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალების შუაში ყოფილიყო. რა თქმა უნდა, უფრო ჩამოშორდა ხელისუფლებას, მაგრამ მაინც რჩებოდა ერთადერთი ადამიანი, ვინც სუსტად, მაგრამ ორივე მხარესთან საქმით იყო დაკავშირებული.

ბუნებრივია, ყაველაშვილის შემთხვევაში ასეც აღარ იქნება, რაც ამძიმებს და აღრმავებს დაპირისპირებებსა და პოლარიზაციას. ანუ ის ერთი სუსტი ფიგურაც კი მიილია საბოლოოდ. ადამიანების ნაწილი არჩევნებზე წავედით არა იმიტომ რომ მაინც და მაინც რომელიმე პოლიტიკური პარტია მოგვწონდა, არამედ იმიტომ რომ თითქმის ერთ პარტიულ პარლამენტში მეტი ძალა გაჩენილიყო. არა ერთი გამოკვეთილი პოლიტიკური პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი, არამედ რაც შეიძლება ბევრი. მერე აბსოლუტურად სხვა სახეს მივიღებდით და სულ სხვა პროცესებს ვიხილავდით. ეს იქნებოდა ჩვენი დემოკრატიისთვის ერთგვარი სკოლის პირველი დონე.

არამც თუ ასე არ მოხდა, არამედ კიდევ უფრო განიმტკიცა "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება. ახლა კი ძალის მონოპოლისტი გახდა. ვინმე ელის ყაველაშვილისგან შიდა პროცესების დაბალანსებას? მე პირადად ამის გარდა ალბათ, ყველაფრის მოლოდინი მაქვს. სამწუხარო არა მაინც და მაინც ის არის, რომ ყაველაშვილია პრეზიდენტი (ესეც დასანანია ცალკე), არამედ სამწუხარო ის არის, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკაში ერთი ადამიანის ნებით ინიშნება ყველა. მოსწონს დღეს ერთი ირაკლი? ოკ, გააპრემიერებს. აღარ მოსწონს ხვალ? ოკ, მოხსნის და ახალს დასვამს. ასეა ახლაც. ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ძალის მონოპოლიზაციის ერთ-ერთი ნაწილია. პირდაპირ გვეუბნება ადამიანი, რომ აარჩია ჰაბიტუსის გამო. ანუ ხაზი არც მის განათლებას გაუსვა, არც მის პოლიტ მოღვაწეობას, არც მის ამბიციებს. აარჩია ადამიანი, რომელიც მთელი გასული წელი ალაპარაკა ათას სისულელეზე. ყაველაშვილის პარტია იყო, რომელიც ამბობდა ევროპაში უნდა დავასრულოთ მარიონეტული მთავრობებიო (კარგი ირონია გამოვიდა ახლა ეს).

დასანანია ეს ყველაფერი.

ანრი კურტანიძე

27 Nov, 07:53


პრეზიდენტის კანდიდატობის ახალი კრიტერიუმები. ჩამოთვლილიდან თქვენ რომელს აკმაყოფილებთ?

ანრი კურტანიძე

26 Nov, 17:15


ალბათ ერთი ვიდეოს გაკეთება მაინც მომიწევს ამათზე

ანრი კურტანიძე

26 Nov, 15:27


ეს პარტიები ოფიციალურად ჩაეხსნენ. ვნახოთ, რას იზამს გახარია

ანრი კურტანიძე

26 Nov, 12:42


https://www.facebook.com/share/p/1AipFUepmG/?mibextid=WC7FNe

სამინისტროს კომენტარი

ანრი კურტანიძე

26 Nov, 08:12


ამასობაში აქეთ ფლანგზე ვნებების მოზღვავებაა, ადიდეთ, ადიდეთ 😀

ანრი კურტანიძე

26 Nov, 07:03


“რა დროს ეგაა, მერაბ, რუსეთს გვაფორმებენ” 😀
“დავაი რა”

ანრი კურტანიძე

25 Nov, 17:06


https://youtu.be/Fh3iEyaz8mY

აბა, მოვიდა ახალი

ანრი კურტანიძე

25 Nov, 15:08


ჯო როგანმა ზელენსკის აგინა და განაცხადა, რომ უკარინა მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს. ამერიკელებმა ხმა მისცეს ტრამპს, რომ ეს ყველაფერი დაასრულოს.

ჯოს ლეგენდარულმა ვლადიმირ კლიჩკომ მიმართა და უთხრა, რომ პუტინის პროპაგანდას აჰყვა. პუტინის ომი 3 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მისი ერის გმირობის წყალობით, დღემდე მიმდინარეობს.

ანრი კურტანიძე

25 Nov, 13:49


ასეთი დაფა შევმატე გადასაღებ სივრცეს. პერიოდულად ეპიზოდიდან გამომდინარე შეიცვლება ხოლმე. ნუ აქ პირველი ეპიზოდის ქავერი დევს, ლიბანის მოგზაურობიდან რამდენიმე კადრი და მიმდინარე პოლიტიკური ან რეგიონალური ლიდერები.

ე.წ ბოროტების ღერძს ვინ დავამატო?

საინტერესო იდეებს მივიღებ, გამოუშვით.

პ.ს ვიცი რომ დვალიშვილი აკლია და შემდეგში ეგეც იქნება.

ანრი კურტანიძე

25 Nov, 13:43


კიდევ ერთი ინდიკატორი და ეს ყველაფერი რაც ხდება, არის მხოლოდ მათი ბრალი, ვიზეც ზედა პოსტში იყო საუბარი.

ანრი კურტანიძე

25 Nov, 10:48


გუშინ მთელი დღე, ოპოზიცია და მათ შორის ოპოზიციური ლიდერები იუწყებოდნენ, რომ რეგიონებიდან უზარმაზარი კოლონა დაიძრაო. რაღაც სულელურ სურათებს დებდნენ და თან "ვარდების რევოლუციასთან" მოჰყავდათ პარალელები.

სად არის ან იყო ეს რეგიონებიდან დაძრული კოლონები? არსად.

მართალია, აქციაზე რეგიონებიდანაც ჩამოდიან ადამიანები. მაგრამ კოლონები და კილომეტრიანი რიგები?

იმის გამო, რომ თავიდანვე ვამბობდი, ეს ოპოზიცია თვითონ კლავს პროტესტის მუხტს, თვითონ ანადგურებს ადამიანების სურვილს, რომ რუსთაველზე გავიდნენ, რამდენს დაუწერია "ქოცების" საქმეს აკეთებო, ან "ქოცი" ხარო. მე ისეთ სფეროში ვარ ჩემი თემატიკიდან გამომდინარე, ზოგადად, სულ იქნება იარლიყების მიკრობის მცდელობა და ამას შეგუებული ვარ. მაგრამ მუდამ ერთი და იგივე შეცდომები, მუდამ ერთი და იგივე სისულელეები, ტყუილები, ფუჭი იმედები - ამას როგორ აფასებთ? ოღონდ ეს კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი.

ჩემი ვიდეოების მიზანი არა ვინმეს დამცირება იყო და არის, არამედ, ვინმე ერთი ოპოზიციონერის ტვინში, მოიხარშოს იდეა, რომ მოდი, დავსხდეთ, გავაანალიზოთ ყველაფერი, რაც 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლის არჩევნებამდე იყო. გავიაროთ ყველა მესიჯი, ვნახოთ რომელ რეგიონებში გვჭირდება მუშაობა, იქნებ უკეთესად შევისწავლოთ ადამიანების პრობლემები, იქნებ ჩვენ მიერ შეთავაზებული პრობლემების აღმოფხვრის გზა, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. იქნებ სხვა მიდგომაა საჭირო, იქნებ ისე არ გვაკეთოთ, როგორც ბოლო 12 წელიწადი ვაკეთებთ. იქნებ "რუსი-რუსის" ყვირილის გარდა, სხვა რამე გავაკეთოთ, იქნებ ამომრჩეველს ასე ვერ ვიზიდავთ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ უნდათ, იმიტომ რომ ეს შრომას მოითხოვს, სერიოზულ მუშაობას, რეგიონებში სიარულს, ადამიანებთან არა სურათების გამო შეხვედრებს, არამედ საათობით საუბარს და ასე შემდეგ...

ანრი კურტანიძე

25 Nov, 07:47


დონალდ ტრამპი აპირებს, რომ ტრანსგენდერები აშშ-ის არმიიდან დაითხოვოს. საუბარია 15 000 ადამიანზე

ანრი კურტანიძე

24 Nov, 18:35


ხვალ დიდი ეპიზოდის დღეა 🤔🛢

ანრი კურტანიძე

23 Nov, 19:38


სხვა რაკურსით 😀 ჩვენი წინა თავდაცვის მინისტრი გამახსენდა

ანრი კურტანიძე

23 Nov, 19:32


ჰონდურასის სპეცრაზმი ეფექტური შოუსთვის სტადიონზე პარაშუტით უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა…

ანრი კურტანიძე

23 Nov, 11:22


მოლდოვა რუსეთთან ეკონომიკურ დაახლოვებას იწყებს. მოლდოვის პრემიერმა დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების შესაძლებლობების განახლებაზე მუშაობს. აღნიშნულის აკრძალვით, რამდენიმე ასეულ ათასი მოლდოველი მიგრანტი, რომელიც რუსეთში მუშაობს დაზარალდა.

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი 25 ნოემბერს რუსეთში მიემგზავრება, რათა ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი დაარეგულირონ.

"მესმის, რომ პეტერბურგში ვიზიტი, იმ ქვეყანაში, რომელიც აგრესორია, მგრძნობიარე მომენტია, მაგრამ ასეთია ჩვენი ვარიანტები. ან მიდიხართ და განიხილავთ, ან არ მიდიხარტ და არ განიხილავთ. თუ არ მიდიხართ და არ განიხილავთ, მაშინ ხელიდან უშვებთ პრობლების მოგვარების შესაძლებლობას", - განაცხადა პარლიკოვმა.

ანრი კურტანიძე

23 Nov, 07:17


"დეილი მეილი" აქვეყნებს ილუსტრაციას თუ რა დრო სჭირდება "ორეშნიკს" ევროპის დიდ ქალაქებამდე მისაფრენად.

ანრი კურტანიძე

23 Nov, 06:36


კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ნეტანიაჰუ კანადაში ჩავა, მას დაუყონებლივ დააკავებენ.

ანრი კურტანიძე

22 Nov, 12:32


სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც წერენ, რომ მალიში "ვაგნერელები" მეორედ დახოცეს მასიურად.

გადაღების დრო და თარიღი უცნობია.

ანრი კურტანიძე

22 Nov, 12:08


როგორც ჩანს, პუტინის მუქარა ადრესატებამდე მივიდა:

შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი რაკეტის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ესკალაცია თავიდან უნდა იქნას არიდებული.

"ის, რომ პუტინმა ახლა უკრაინის ტერიტორიაზე საშუალო რადიუსზე მოქმედ რაკეტა გამოიყენა, - ეს საშინელი ესკალაციაა. ეს აჩვენებს, რამდენად "საშიშია ეს ომი" და გერმანიამ უნდა იმუშავოს მოკავშირეებთან, რომ ნატო-სა და რუსეთის ომი თავიდან აირიდოს" - ციტირებს AFP კანცლერს.

ანრი კურტანიძე

22 Nov, 07:21


😀😀

ანრი კურტანიძე

22 Nov, 06:57


ამ ვიდეოში თამარ ჩერგოლეიშვილს სრულად ვეთანხმები. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ნაწილი, არ ეშვება სხვა ადამიამების, მათ შორის ცნობილების “შერცხვენას”, რომ იმ იდეებს და მოსაზრებებს დაუჭირონ მხარი, რასაც ოპო განწყობილ ადამიანებს სურთ.

რეალურად ასეთი მიდგომა არ ამართლებს და ბევრად გამაღიზიანებელი ხდება. რა აზრი აქვს იმ პროტესტს, როცა ვალის მოსახდელად ამბობ შენ აზრს, ან საერთოდ ვინმე გაიძულებს ამაზე საუბარს?

ასე იყოს მარტის აქციებზე, მაშინ ძირითადად ხვიჩაზე მოდიოდა წნეხი, ხმას რატომ არ იღებო. არჩევნების ვიდეოშიც ვთქვი, ახლაც ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი: ოპოზიციამ სერიოზულად უნდა იმიშავოს თავის შეცდომებზე, ერთი და იმავე შეცდომებს უშვებენ მუდმივად და ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გადიან. ასე ახალ
ადამიანებს ვერც პროტესტს შემატებენ და ვერც ამომრჩეველს გაზრდიან.

ადამიანი როცა რაიმე საკითხის მიმართ ხმას არ იღებს ან კომენტარს არ აკეთებს, ესეც მისი გამოხატვის უფლებაა.

ნაცვლად იმისა, რომ თავის შეცდომები გაანალიზონ და სერიოზულად იმუშავონ, საკუთარ წარუმატებლობას აბრალებენ აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა საკუთარი თავისა, რაც გარანტიაა, რომ მომავალში ისევ წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

ანრი კურტანიძე

21 Nov, 20:43


შესაძლო სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინის პარლამენტმა ხვალინდელი სხდომა გადადო. შემდეგი დეკემბერში გაიმართება.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საელჩოები ჩვეულებრივად მუშაობენ და განსაკუთრებული საფრხთის მოლოდინი არ არსებობს.

ანრი კურტანიძე

21 Nov, 19:29


თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-მა რამდენიმე დღით ადრე გააგებინა უკრაინას და მოკავშირეებს, რომ რუსეთი საშუალო მანძილის რაკეტის გაშვებას აპირებდა. ასევე დაამატეს, რომ რაკეტის გაშვება ამერიკის პოლიტიკაზე უკრაინასთან დაკავშირებით არ იქონიებს შემაკავებელ გავლენას.

ანრი კურტანიძე

21 Nov, 17:24


მისი თქმით, კონფლიქტმა რეგიონალური მასშტაბიდან გლობალური მასშტაბი მიიღო. რუსეთი უფლებას იტოვებს, გამოიყენოს იარაღი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც თავის იარაღის გამოყენებენ რუსეთის წინააღმდეგ. შემდეგში, როდესაც "ორეშნიკის" მსგავს სისტემას რუსეთი გამოიყენებს, ის უკრაინის მოსახლეობას წინასწარ გააგებინებს.

ანრი კურტანიძე

21 Nov, 17:19


დასავლური შორსმოქმედი რაკეტების გამოყენების საპასუხოდ, რუსეთმა გამოიყენა უახლესი სბრ «Орешник», რომელიც ჰიპერბგერითია.

ანრი კურტანიძე

21 Nov, 17:14


განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენა Storm Shadow, თუმცა სამიზნეს რაკეტებმა ვერ მიაღწია. არადა ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც აშკარად იყო მოხვედრები

ანრი კურტანიძე

21 Nov, 17:13


პუტინის საგანგებო გამოსვლა დაიწყო, თუ რამე მნიშვნელოვანი აქცენტი იქნება დასმული, დავწერ

ანრი კურტანიძე

21 Nov, 17:11


ვიპოვე. მოკლეს ეს არის ბევრად თანამედროვე ტიპის, თუმცა მუშაობის პრინციპი +- ჰგავს.

აქ ნახავთ გაშვებიდან ავტოკორექციას, დამიზნებას, სატყუარების გასროლას და ზოგადად, მთელ პროცესს.

ანრი კურტანიძე

21 Nov, 17:05


მესამე დღეა რუსეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული განადგურებით არის დაკავებული. ენერგოობიექტებზე დღევანდელი სარაკეტო იერიშის შემდეგ, მათ შეტევა განახორციელეს დნეპროპეტროვსკის ოლქის სტრატეგიული ქრხანაზე „იუჟმაშზე“. თავის მხრივ „იუჟმაში“ უზარმაზარი კომპლექსია და არა ერთი კონკრეტული შენობა ან შენობები. ამ ეტაპზე იქ რემონტდება „ლეოპარდები“ და „ბრედლები“.

სოციალურ ქსელებში თქვენ უკვე ნახავდით საკონტინენტშორისო რაკეტის „რუბეჟის“ მოქმედების კადრებს, რომლის დანიშნულება ზოგადად, ბირთვული მუხტის გადატანაა. ჰაერში ის 6 ნაწილად იყოფა და ასე ეცემა ხმელეთი სამიზნეს. ვიდეოში ეს 6 მოხვედრა ჩანს.

ზუსტი მახასიათებლები უცნობია, ასეთი იარაღის სპეციფიკას მწარმოებლები საიდუმლოდ ტოვებენ. ცნობილია, რომ შეუძლია 6000კმ-ზე ფრენა, ხოლო მისი მასა არ აღემატება 50 ტონას. ამასთან, ამ რაკეტას სწრაფი მანევრების კეთება შეუძლია.

„იუჟმაშის“ დაბომბვისას გამოყენებული იყო, სავარაუდოდ, ეს რაკეტაც.

ზოგიერთი დასავლური გამოცემა წერს, რომ „რუბეჟი“ საბრძოლო თავაკებით სულ არ იყო აღჭურვილი და მისი გამოყენება, უბრალოდ დასავლელი სპონსორებისთვის განკუთვნილი სიგნალი იყო.

ადრე ერთ-ერთ თემაზე, როცა ვმუშაობდი, მანდ ვნახე თანამედროვე რუსული რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინები გადააქვს როგორ მუშაობს და იქ კარგად ჩანს რამდენიმე ნაწილად დაყოფის პროცესი, თუ ვიპოვე აქაც დავდებ და უფრო კარგად მიხვდებით.

ანრი კურტანიძე

21 Nov, 14:40


უკრაინა გახდა პირველი ქვეყანა, ვის წინააღმდეგაც კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს

ანრი კურტანიძე

08 Nov, 09:25


გუშინდელი ეპიზოდი და ეს ამბავი, რა სიმბოლურია. FBI-მ ტრამპის ერთ-ერთ წამყვან ადვოკატს ტოდ ბლანშს 3 კვირის წინ აცნობა, რომ მისი ტელეფონი ჩინელი ჰაკერების მიერ ისმინებოდა.

ბლანშმა ნომერი გამოცვალა.

ანრი კურტანიძე

08 Nov, 09:09


ამსტერდამში "აიაქსი" - "მაკაბი თელ-ავივის" მატჩის შემდეგ, არაბმა და პროარაბულმა მხარდამჭერებმა ებრაელი ფანები სასტიკად სცემეს;

ისრაელმა წუხელვე სწრაფად მოახდინა რეაგირება და ამსტერდამში ევაკუაციისთვის განკუთვნილი თვითმფრინავები, ასევე მედ პერსონალი გაგზავნა.

ანრი კურტანიძე

08 Nov, 06:53


მაგა ანკალაევი უდავოდ ელიტარული მებრძოლია. აქვს პოტენციალი, რომ ჩემპიონი გახდეს.

მაგრამ

სანამ შარა ბულეტი მერაბს და დანარჩენ ქართველებს აკრიტიკებს სკოლაში არ დადიოდნენ და არ სწავლობდნენ გაკვეთილებსო, იქნებ ჯერ თავისიანების აკადემიური მოსწრება მოიკითხოს

ანრი კურტანიძე

07 Nov, 16:08


https://youtu.be/pe2davxwQpE?si=amm8vqEsZ9la1QSa

მოვიდაა

ანრი კურტანიძე

07 Nov, 11:51


დღეს იქნება ეპიზოდი ჩინეთზე, კვირის ბოლოს აშშ-ის არჩევნებზე

ანრი კურტანიძე

07 Nov, 07:57


თავის მხრივ, მიშამ რაც თქვა, ხო კომიკურია, მაგრამ იმედი ტვ არის ან შეგნებულად მაყურებელს ყველანაირი აბსურდი რომ დააჯეროს, ან უბრალოდ ძალიან სუსტი თანამშრომლები ჰყავთ.

რა მოხდა?
გუშინ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა სცადა ჰაიპს გამოკიდებულიყო და სტატუსად დაწერა, რომ 2013 წელს ამერიკაში ყოფნის დროს, ტრამპი დაელაპარაკა და კითხა, რომ მეორედ რომ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე, რა აზრის იყო. სააკაშვილმა უთხრა, რომ მჯერა შენიო, რაზეც ტრამპს უთქვამს, სხვებს არ სჯერათო (მიშამ უფრო კომიკურად დაწერა და ნახეთ მერე).

ტვ იმედმა კი ეს ქარდი დადო. არადა ტრამპმა სულ პირველად 2000 წლის არჩევნებზე მიიღო მონაწილეობა რეფორმერთა პარტიიდან. ყველაფერი ჰქონდა, საარჩევნო კამპანია, წარდგენილი ჰქონდა ის ადამიანები, ვისაც მთავრობაში მოიყვანდა. საბოლოოდ არჩევნებამდე ცოტახნით ადრე, კანდიდატურა ჩახსნა.

2016 წელს ისევ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.

ანრი კურტანიძე

06 Nov, 10:53


ახლა უკვე ოფიციალურად

ანრი კურტანიძე

06 Nov, 09:02


უკრაინულ ტელეგრამებში იწერება, რომ სირსკი აპირებს კურსკიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანას.

ეს ინფორმაცია სირსკის ფბ გვერდის პოსტის შემდეგ გავრცელდა. სირსკიმ თითქოს კურსკის ოლქის ოკუპაცია შეაჯამა და მე როგორც, ვხვდები, ამიტომ იფიქრეს, რომ ეს ჯარების გამოყვანის წინამდებარე განცხადება უნდა იყოს.

თუმცა სირსკის განცხადებაში გამოყვანის შესახებ ეს პირდაპირ არ იკითხება. ამიტომ ჯობია დაველოდოთ ოფიციალურ კომენტარს.

ანრი კურტანიძე

06 Nov, 08:08


ერთ საკითხთან მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. ზოგადად მე მგონია, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებით, საქართველოს შემთხვევაში დიდად არაფერი შეიცვლება, შენარჩუნდება ის რაც იყო. ახლა ბევრად მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევები აქვს ამერიკას, ვიდრე საქართველოა. ჯერ შიდა ამბები და მერე მსოფლიოში არსებული ომები + ჩინეთის მზარდი გავლენები. ყველა შემთხვევაში ჯერ ამას უნდა მიხედოს. ისედაც მთელი მსოფლიო ამ დღეს ელოდა და ტრამპზეც დიდი ავანსებია გაცემული.

თუმცა, რაზე მინდა კომენტარის გაკეთება. "ოცნებასთან" დაკავშირებული მედია რესურსები და არა მარტო, აუცილებლად გამოდებენ იმ ვიდეოებს, სადაც ოპოზიცია 2020 წელს, როდესაც ტრამპმა არჩევნები წააგო, ლანძღავდნენ ტრამპს. "კლოუნს" ეძახდნენ, რუსეთის კაცს ამერიკაში და ასე შემდეგ. ჯერ რა ბრიყვი უნდა იყო, რომ იფიქრო, მსოფლიოს ნ1 ქვეყანაში, ზესახელმწიფოში რუსეთი ან ჩინეთი შეძლებს თავის "კაცის" დასმას. უბრალოდ რუსეთისა და აშშ-ის ინტერესები იკვეთებოდა და რაღაც მხრივ ერთმანეთის საქმე გააკეთეს. ეს იყო და ეს.

ვინმეს თუ აქვს დიდი პოლიტიკური ამბიციები და სხვა ქვეყნის ლიდერებს ლანძღავს, ეს არა მხოლოდ დიპლომატიურ დონეზეა მისი სისუსტე, არამედ, მის დაბალ პოლიტიკურ დონესაც ხაზს უსვამს. ზოგადადაც, ცხოვრება ისეთი რამეა, არასდროს ვიცით, ხვალ და ზეგ რა მოხდება და ვისთან შეიძლება მოგვიწიოს თანამშრომლობა. მეგობრობაზე არაა საუბარი, თანამშრომლობა, იქ სადაც, ურთიერთ ინტერესი არსებობს და არა გრძნობები ან სენტიმენტები. ეს ჩვენმა საზოგადოებამაც უნდა გაითვალისწინოს, რომელიც სუპერ-პოლარიზებულია. დღეს მოდაშია ერთი ბაბლი, როცა მეორეს (ყ)ლიბერალს ან რუსეთუმეებს უწოდებენ. ჯერ საერთოდ, ლიბერალი ვინმესთვის როგორ უნდა იყოს სალანძღავი სიტყვა, ეს ხო წარმოუდგენელია. ახლა რამდენს მოუწევს ოპოზიციიდან, ბოდიშით და "თავის გადაფურთხებულის ალოკვა", იმიტომ რომ დაბალი დონის პოლიტიკოსები არიან. ზუსტად იგივენაირად პერიოდულად "ოცნების" წევრებსაც უწევთ, ერთი კანონი ცუდი, რომ არის და მერე დღეს უცებ კარგი რომ ხდება და ასე შემდეგ...

მე არ მინდა ვიდეოები დავდო, ვინ რას და როგორ ეძახდა ტრამპს, ამას ისედაც ნახავთ ამ დღეებში, მაგრამ იგივენაირად იყო, როცა პრეზიდენტს აგინებდნენ და ახლა კოცნიან და როცა ფიქრობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საჭიროა დასავლური მხარდაჭერა და ამ დროს დასავლეთის პოლიტიკის ყველაზე დიდი ლიდერი 4 წლის წინ "კლოუნი" და "პუტინის კაცი იყო", ბევრად რთული იქნება შენი საქმის "დალაგება".

ამიტომ, არასდროს აქვს აზრი შეურაცხყოფებს და ლანძღვას და ხშირად, უკანვე ბრუნდება. ჭკუას არავის ვარიგებ, უბრალოდ, მინდა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ, თორემ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, პირადად ჩემთვის რამდენჯერ დაუწერიათ უხამსი კომენტარი და რამდენჯერ მქონია სურვილი, მეც ან იგივე ტონით მეპასუხა, ან... მაგრამ მაინც ვხვდები, რომ აზრი არ აქვს ვინმეზე გაბოროტებულ მდგომარეობაში ყოფნას. ხოდა იმას ვამბობ, რომ თანამშრომლობა და პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, მათ შორის პირველ რიგში, ერთმანეთში, არასდროს ვიცით, ხვალ რა მოხდება.

ანრი კურტანიძე

06 Nov, 07:47


დანა უაითი ვენსის შემდეგ იყო მეორე ადამიანი, ვისაც ტრამპმა მიკროფონთან დაუძახა. რეალურად უაითი, ძალიან გავლენიანი ადამიანია.

ანრი კურტანიძე

06 Nov, 07:39


ასევე, ჩემ გამომწერებს მინდა ვუთხრა, რომ თვალი მიადევნეთ ვენსის პოლიტიკურ კარიერას აწი. ის ტრამპის ხელისუფლებაში ვიცე პრეზიდენტი იქნება, მომავალში კი არ არის გამორიცხული, რომ თავადაც გახდეს პრეზიდენტი.

ანრი კურტანიძე

06 Nov, 07:31


https://www.youtube.com/watch?v=7Vn6dYEX2_s

დონალდ ტრამპის გამოსვლა დაიწყო

ანრი კურტანიძე

06 Nov, 07:29


ოფიციალურ გამარჯვებამდე 3 ხმაა დარჩენილი

ანრი კურტანიძე

06 Nov, 07:17


ვიკა ბედნიერია 😀

ანრი კურტანიძე

06 Nov, 07:11


ჯო ბაიდენზე...

შეიძლება ბევრს ჰგონია, რომ ამერიკის პრეზიდენტი (იანვრამდე) ჯო ბაიდენი სუსტი ლიდერი იყო. ერთი შეხედვით, შეიძლება გვქონდეს ასე ფიქრის საფუძველი, რადგან ჯოს დროს მსოფლიომ ორი დიდი კონფლიქტი მიიღო: რუსეთ-უკრაინა, ირსაელი-ჰამასი და ასევე ისრაელისა და ირანის სარაკეტო დუელები.

თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით, რეალურად ბაიდენი სუსტი იყო თუ პირიქით, საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი ამ გამოწვევებს. ჩვენ არ გვაქვს მსგავსი პრეცედენტი, როდესაც 21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი ომი მიმდინარეობდა და მოხდა მისი სწორად მართვა. ანუ როგორც პრეცედენტი მსგავსი არ ყოფილა. ახლა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, სავარაუდოდ ტრამპი, ბაიდენისგან რადიკალურად განსხვავებულ კურსის აღებას გეგმავს (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა), ხოდა მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება რეალურად ბაიდენმა რამდენად შედეგიანად მართა ეს კონფლიქტები - უარესად შეიძლებოდა განვითარებულიყო დაძაბულობები, თუ განმუხტვაც შეიძლებოდა.

ანრი კურტანიძე

06 Nov, 07:02


Financial Times-ის საგარეო ურთიერთობების მთავარი რედაქტორი წერს, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, რომლებიც რუსეთში გადაისროლეს და ახლა ინტერნეტთან ცხოვრებაში პირველად წვდომა აქვთ, პორნოგრაფიულ კონტენტს გახშირებულად უყურებენ

ანრი კურტანიძე

06 Nov, 06:41


დონალდ ტრამპი, დანა უაითი და ილონ მასკი ტრამპის საარჩევნო წვეულებაზე

ანრი კურტანიძე

06 Nov, 06:24


214:247
ამასობაში პენსილვანიაში მალე დათვლა დასრულდება