Coiners - კრიპტო კლუბი @coinersge Channel on Telegram

Coiners - კრიპტო კლუბი

@coinersge


Crypto News | სიახლეები კრიპტო სამყაროდან

💬Chat: https://t.me/+YI6z7dY5TiNmY2Uy

📨Contact: @arnoge

Coiners - კრიპტო კლუბი (Georgian)

კოინერები - კრიპტო კლუბი არის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევა კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ. ეს ჭამიკების ანალიზი, სიტყვების შესაფერლებლად და გიდის ტექნიკის მიერ სხვადასხვა ბრენდების შესახებ ინფორმაცია განიცადია. ამ თელეგრამ ჩანაწერში მოცემული ინფორმაციები ზუსტად დაესაჯდება და ხელს ცემს ყოველ დამაჯერებას, რომელსაც მოწერისა სად სიახლეების შესაბამისი ჯგუფების შემოსავლის შესახებ. გადიდები, თექნიკური ანალიზი, მარკეტინგი და სტრატეგიები - ყველა ეს სათემი შესახებ მძიმე ინფორმაცია შეითქვამს Coiners - კრიპტო კლუბში!

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 20:56


ხვალ გვაქვს CPI - ის შედეგები.

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 17:09


პაუელის თქმიტ სანამ ის თანამდებობაზეა ამერიკაში CBDC არ იქნება

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 15:37


მორიგი დარტყმა დიფ სტეიტის (როგორც მასკი და ტრამპი იხსენიებს) კაცს!

რუმინეთის პრეზიდენტი იოჰანისი აცხადებს, რომ თანამდებობას 12 თებერვალს დატოვებს

რუმინეთის ოპოზიციური პარტიები მისი იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტში დარეგისტრირებას დღეს აპირებდნენ. იოჰანისის პრეზიდენტის მანდატი 21 დეკემბერს არჩევნების გაუქმების ფონზე დასრულდა.

მას შემდეგ აგრძელებს მუშაობას სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს არის დაგეგმილი.
იოჰანისმა მანამდე განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ეს არის პირდაპირი დარტყმა დიფ სტეიტზე და მეორე რიგში საფრანგეთზე, რომელიც ლობირებს რუმინეთს. აფრიკიდან გამოსვლის შემდეგ, საიდანაც საფრანგეთს ბირთვული საწვავი მოქონდა, ახალ პროექტს ამზადებდა, რის თანახმადაც საფრანგეთს უზბეკეთიდან უნდა წამოეღო ბირთვული საწვავი რუმინეთის პორტებამდე.

საფრანგეთის ენერგეტიკის 70 % დგას ბირთვულ საწვავზე. ანუ ბირთვული საწვავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საფრანგეთის ეკონომიკისთვის.

გერმანიას ჩრდილოეთის ნაკადი აუფეთქეს, საფრანგეთს ბირთვულ საწვავს უკეტავენ. ტრამპმა ტარიფები გაუზარდა ევროპელებს. აშკარაა, რომ ევროპის 2 უმსხვილეს ეკონომიკაზე უსერიოზულესი დარტყმაა. ევროპა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება თუ ვერ მონახა გამოსავალი.

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 15:18


შეერთებული შტატები წყვეტს პენის მონეტის მინთინგს.

ლეგენდარული კალათბურთელი სკოტი პიპენი ამას "ეპოქის დასასრულს" უწოდებს.

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 14:15


იაპონური მობილური თამაშების შემქმნელი Gumi Inc - მა, გამოაცხადა 1 მილიარდი იაპონური იენის (დაახლოებით 6,58 მილიონი დოლარი) ღირებულების ბიტკოინების შეძენის გეგმები, როგორც სტრატეგიული გაფართოების ნაწილი ბლოკჩეინში და Web3-ში.

იაპონური ვინც იცით პოსტი თქვენთვისაა 🤩😎

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 13:59


ონდო და ტრამპის კომპანია დაპარტნიორდნენ

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 08:04


ილონ მასკის ხელმძღვანელობით ჯგუფს სურს შეიძინოს OpenAI-ის საკონტროლო პაკეტი 97,4 მილიარდ დოლარად.

სემ ალტმანმა მასკს უპასუხა: „არა, გმადლობთ, თუ გინდათ ჩვენ ვიყიდით Twitter-ს 9,74 მილიარდ დოლარად“.

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 08:02


21 მილიონი ბიტკოინების მაქსიმალური შესაძლო მიწოდებიდან 14,6 მილიონზე მეტი (69,4%) კერძო მფლობელების ხელშია.

კიდევ 1,6 მილიონი (7,5%) ითვლება სამუდამოდ დაკარგულად, სატოში ნაკამოტოს საფულეში არსებული 1 მილიონი მონეტის გარეშე.

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 07:58


Grayscale - მა შეავსო ფორმა კარდანოს ETF-ის გაშვების შესახებ.

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 07:57


Binance-მა და SEC-მა გამოაცხადეს ერთობლივი შუამდგომლობის შესახებ ბირჟის წინააღმდეგ 60 დღის განმავლობაში.

დასაბუთება: SEC-ის სრულიად განახლებულმა კრიპტო სამუშაო ჯგუფმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საქმეზე

60-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მხარეებმა უნდა გამოაქვეყნონ ერთობლივი ანგარიში იმის შესახებ, გამართლებულია თუ არა ამგვარი შეჩერება.

შემდეგი მსგავსი მიდგომები შეიძლება იყოს Ripple, Coinbase, Kraken - ის ქეისებში.

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 06:18


კომპანია “Grayscale”-ს შეაქ განაცხადა კარდანო(ადა) ETF ზე

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2025-02-11

BTC 📈 $98507
ETH 📈 $2715.7
BNB 📈 $638.93
SOL 📈 $205.19
XRP 📈 $2.51
USDC 📈 $0.999965
STETH 📈 $2709.54
DOGE 📈 $0.266039
TON 📈 $3.86
ADA 📈 $0.808169

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

11 Feb, 05:07


💬შემოურთდი ჩვენს ჩატს.

📣განიხილე კრიპტო სამყარო ჯგუფის წევრებთან.

💡მიიღე და გაიზიარე ცოდნა.

Coiners - კრიპტო კლუბი

10 Feb, 19:57


დიდი ალბათობით წელს მიიღებენ ამ
ალტკოინებზე “ETF” ს

Coiners - კრიპტო კლუბი

10 Feb, 18:11


XRP - ის ონჩეინ მეტრიკა.

ეს სქემა გვაჩვენებს XRP - ის მფლობელთა რაოდენობის სტაბილურ ზრდას 2025 წლის განმავლობაში, რაც დადებითი ნიშანია.

აქტიური მისამართები, რომლებიც ფლობენ XRP ტოკენებს, რჩება 2024 წლის საშუალოზე მაღალი.

როგორც დღეს გაუწყეთ გარდა ამისა, ბირჟა NASDAQ - მა შეიტანა ახალი განაცხადი SEC-ში სპოტ ETF XRP - ის გაშვების შესახებ.

Coiners - კრიპტო კლუბი

10 Feb, 18:07


Trust Wallet - ი ამატებს XRP Ledger - ის მხარდაჭერას თავის პლატფორმაზე.

შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი XRP ტოკენები თრასთზე გადაიტანოთ 😎

Coiners - კრიპტო კლუბი

10 Feb, 18:02


Coinshares - მა შეიტანა განაცხადი Litecoin ETF-ის გაშვების შესახებ.

Coiners - კრიპტო კლუბი

10 Feb, 17:59


შიშისა და სიხარბის ინდექსი 43 პუნქტზეა.

Coiners - კრიპტო კლუბი

10 Feb, 17:10


ტოკენების განბლოკვა ამ კვირაში

Coiners - კრიპტო კლუბი

10 Feb, 16:13


ტრამპის კომპანია “World Liberty Financial” მა დაიმატა 156000$ ის MOVE კოინი

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Feb, 20:58


⚡️LayerEdge არის DePIN პროექტი, რომელიც აფართოებს ბიტკოინის ფუნქციონალს ZK ტექნოლოგიების გამოყენებით.

💰ინვესტიცია დადასტურებულია - წყარო;
🫴დროპზე გამოყენებული იქნება 9%.

➡️ გადადით საიტზე;
➡️ დააერთე საფულე;
➡️ შეიყვანეთ კოდი d5t8MXSA ;
➡️ დააჭირე "Run a light node";
🪙 ყოველდღიურად აგროვებთ ქულებს;

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Feb, 16:40


მასიური წმენდა აშშ - FBI - ში.

ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა გაათავისუფლეს FBI-ის ექვსივე ყველაზე მაღალი რანგის ლიდერი და FBI-ის სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, განუცხადეს FBI-ის მოქმედმა და ყოფილმა ჩინოვნიკებმა NBC News-ს.

მათ შორის იყო ვაშინგტონის განყოფილების უფროსი, რომელიც მონაწილეობდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დევნაში.

ამჟამად FBI უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Feb, 16:35


ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი უფროსი მრჩეველი ჯონ როჯერსი დააკავეს ჩინეთში სავაჭრო საიდუმლოების გაჟონვისთვის.

Fed-ის ყოფილ თანამშრომელს ჰაროლდ როჯერსს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Feb, 16:33


BlackRock-მა ცოტა ხნის წინ 17,261 ცალი ეთერიუმი - 56,65 მილიონ დოლარად შეიძინა.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Feb, 16:30


ისტორიულად ალტსეზონი ყოველთვის თებერვალში იწყებოდა. 😎🚀

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Feb, 12:43


21Shares - მა Polkadot ETF-ის გაშვების შესახებ აშშ-ში მოთხოვნა დაარეგისტრირა.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Feb, 12:40


მისურის შტატმა სტრატეგიული ბიტკოინის რეზერვის შესახებ კანონპროექტი - 614 მიიღო.

კანონი საშუალებას იძლევა სახელმწიფოს მიერ განახორციელოს სახსრების 10%-მდე ინვესტიცია BTC-ში, ასევე ექნებათ შენახვის საშუალება.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Feb, 09:54


კომპანია Tether - ის ერთ თანამშრომელზე მოდის უზარმაზარი, 85.6 მილიონი დოლარი.

ეს შესაძლოა იყოს ყველაზე მომგებიანი კომპანია მსოფლიოში ერთ დაქირავებულ თანამშრომელზე. შედარებისთვის, მოგება თითო თანამშრომელზე სხვა კომპანიებში:

Goldman Sachs - $288,172
Meta — $455,586
Apple — $571,341
NVIDIA - $1,006,757

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Feb, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2025-02-01

BTC 📈 $102468
ETH 📈 $3299.01
BNB 📈 $677.69
SOL 📈 $232.62
XRP 📈 $3.05
USDC 📈 $0.999988
STETH 📈 $3296.85
DOGE 📈 $0.328978
TON 📈 $4.91
ADA 📈 $0.952424

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 21:26


საცალო ვაჭრობა საგრძნობლად შემცირდა.

დიაგრამა გვიჩვენებს, რომ საცალო ვაჭრობის აქტივობა პიკურ ფასებში განსხვავდება წინა ციკლების ტენდენციებისგან.

ჰოლდერების ვაჭრობის მოცულობა, რომელთა საფულეები მოიცავს 0,1 ბიტკოინზე ნაკლებს, 48%-ით შემცირდა 2024 წლის ნოემბრის შემდეგ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიტის ფასმა 100 000 დოლარს გადააჭარბა, საცალო მოვაჭრეების ინტერესმა სამწლიან მინიმუმს მიაღწია.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 21:22


ევროპის ჯერიც დადგა 🤷‍♂️

ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ევროკავშირსაც ტარიფებს დაუწესებს.

საინტერესოა რა ბედი ეწევა ევროპის ბაზარს?

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 19:31


ხვალიდან აშშ ოფიციალურად დააწესებს 25 პროცენტიან ტარიფებს მექსიკისა და კანადის საქონელზე, ასევე 10 პროცენტიან ტარიფს საქონელზე ჩინეთიდან.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 19:29


ტრამპი აგრძელებს ეთერიუმის შეძენას.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 15:54


საბანკო გიგანტი UBS - ი, რომელიც მართავს 5,7 ტრილიონი დოლარის აქტივებს, ტესტავს ZKSync-ის Layer-2 ტექნოლოგიას.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 14:57


Grayscale - ი გაუშვებს Dogecoin - ის Trust-ს, რომელიც არ არის ETF - ი. საკომისიო არის 2,5%.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 14:50


აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანიამ, კიდევ 10 მილიონი დოლარის ეთერიუმი შეიძინა.

კომპანია ამჟამად 220 მილოონ დოლარზე მეტ ეთერიუმს ფლობს.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 14:42


ეთერიუმი იღვიძებს, ფაზა ნომერი 2 იწყება? 👀

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 13:37


კომპანია Purpose Investments - მა , Spot Ripple ETF-ის გაშვების შესახებ განაცხადი გააკეთა კანადაში.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 10:28


Grayscale-მა დაარეგისტრურა XRP ETF - ი NYSE-ზე

Wall Street - ი მიესალმება XRP - ს.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Jan, 10:27


SEC - ი დაამტკიცებს Ripple ETF - ს 2025 წელს 82% ალბათობით პოლიმარკეტის განაკვეთებზე დაყრდნობით.

https://polymarket.com/event/ripple-etf-approved-in-2025)

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 20:04


ორშაბათს როგორც იცით ტრმპის ინაუგურაციის დღეა, რომელიც ძალიან მნიშნველოვანი იქნება ბაზრებისთვის. ჩვენი ბალანსი ან საგრძნობლად გაიზრდება, ან პირიქით.... ამიტომ ყურადღებით იყავით.

ამჟამად ბაზარი გარკვეულწილად დგას. ორშაბათს დიდი ალბათობით ვიხილავთ ძლიერ მოძრაობას. იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი პრო კრიპტო ლიდერია, გენსლერის წასვლა გარდაუვალია, რეზრვების შექმნის აჟიოტაჟი და სხვა პოზიტიური გარემო, დიდი ალბათობით ვიხილავთ ახალ ყველა დროის მაქსიმუმს და ალტსეზონს. თუმცა ამ დინამიკამ შესაძლოა ბოროტი ხუმრობის სიტუაცია შეგვიქმნას და ბაზარი ღრმა კორექციაში წავიდეს, რადგან ტრამპის მოსვლა ძალიან დატვირთულია მოლოდინებით.

წარმატებები ყველას. 🚀

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 17:55


ვიტალიკ ბუტერინმა განაცხადა, რომ Ethereum Foundation - ში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ეთერიუმის გარშემოც Fud - ს ავრცელებენ?

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 17:51


არიზონას შტატმა ასევე წარადგინა საკუთარი კანონპროექტი „ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის“ შესახებ, რითაც გახდა მეათე შტატი აშშ-ში, რომელიც შეუერთდა ინიციატივას.

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 17:10


ძმები უინკლევოსები, სპიკერი ჯონსონი, მაიკ სეილორი, ბრედ გარლინგჰაუსი და სხვები, ტრამპის კრიპტო წვეულებაზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 17:07


ტრამპის კრიპტო საღამო.

სივრცე გადავსებულია. 😎🚀

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 09:30


2 დღეც და გენსლერი იალა 😂

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 09:28


Blockchain․com-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ სმიტი შეხვდა დონალდ ტრამპს და გამოაცხადა, რომ ის იმუშავებს პრეზიდენტთან და ახალ ადმინისტრაციასთან ეროვნული კრიპტოვალუტის ქარტიის წინსვლისთვის, ასევე მონაწილეობას მიიღებს სპეციალიზებული სააგენტოებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმაში.

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 09:26


დენის პორტერი სატოშის სამოქმედო ფონდიდან:

”მე შემიძლია დავადასტურო, რომ სხვა კრიპტოვალუტები ცდილობენ დაარწმუნონ კანონმდებლები, რომ ისინი ასევე უნდა შევიდნენ სტრატეგიულ რეზერვში.”

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 09:25


დონალდ ტრამპის მემეკოინმა TRUMP-მა 100x დადო DEX-ზე 24 საათში.

კაპიტალიზაციაში აქტივმა SHIB-ს აჯობა.

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 09:22


ტრამპმა დაადანაშაულა შვილი ბარონი მისი ტელეფონის მოპარვაში და TRUMP memecoin-ის გაშვებაში.

Coiners - კრიპტო კლუბი

18 Jan, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2025-01-18

BTC 📈 $102760
ETH 📈 $3291.14
BNB 📈 $696.19
SOL 📈 $227.23
XRP 📈 $3.1
USDC 📈 $0.999998
STETH 📈 $3282.3
DOGE 📈 $0.39063
TON 📈 $5.32
ADA 📈 $1.062

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

17 Jan, 06:02


შვეიცარიის სახელმწიფო ბანკმა PostFinance-მა თავისი კლიენტებისთვის ეთერიუმის სტეიკინგი პროგრამა გაუშვა.

Coiners - კრიპტო კლუბი

17 Jan, 06:01


სენატორი სინტია ლუმისი აშშ-ის მარშალების სამსახურს ახსნა - განმარტებას სთხოვს 70,000 ბიტკოინის გაყიდვის შესახებ.

„აშშ-ს მთავრობამ აღარ უნდა გააგრძელოს ბიტკოინისა და ციფრული აქტივების ღირებულების უარყოფა; ეს გადასახადის გადამხდელებს მილიარდობით დოლარი უჯდება“.

Coiners - კრიპტო კლუბი

17 Jan, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2025-01-17

BTC 📈 $101372
ETH 📈 $3364.26
BNB 📈 $716.3
SOL 📈 $212.34
XRP 📈 $3.32
USDC 📈 $0.999903
STETH 📈 $3357.84
DOGE 📈 $0.387146
TON 📈 $5.5
ADA 📈 $1.13

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

17 Jan, 05:57


ბლუმბერგი: დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტას შეერთებული შტატების ეროვნულ პრიორიტეტად აქცევს!

ახალმა პრეზიდენტმა შესაძლოა გამოსცეს შესაბამისი განკარგულება, რომელიც დაავალებს სამთავრობო უწყებებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ კრიპტო ინდუსტრიასთან მუშაობას.

აშშ სავარაუდოდ შეაჩერებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართალწარმოებას.

როგორც იცით აქტიურად განიხილება ბიტის, რიპლის, და სოლანას, როგორც სტრატეგიული სარეზერვო აქტივის შეძენის საკითხი.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 21:14


ვეშაპებმა შეიძინეს 1,430,000,000 XRP ტოკენი (3,8 მილიარდი დოლარი) ბოლო 2 თვეში!

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 19:21


ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტი ვენსი:

დანიას არ შეუძლია გრენლანდიის მართვა, ამიტომ აშშ ამას თავის თავზე აიღებს: "ჩვენ არც კი გვჭირდება სამხედრო ძალის გამოყენება. ჩვენი ჯარები უკვე იქ არიან. გრენლანდია მართლაც მნიშვნელოვანია ამერიკისთვის სტრატეგიულად. მას აქვს ბევრი ბუნებრივი რესურსები".

აი ესე ინაწილებენ იმპერიები მიწებს და რესურსებს. რა, ვინმე რამეს ეტყვის? 🤷‍♂️😂

ილუზიაში მყოფი ხალხი ისევ იქ დარჩება. 😎 აღარაა უფლების ძალა, ეხლა არის ძალის უფლება!

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 19:14


სრულად ავტონომიური ავტობუსი ჩინეთიდან, რომელიც AI - ზეა დაფუძნებული.

ავტობუსს არ აქვს საჭე და მძღოლის სალონი

ავტობუსი სისწრაფეს 40 კმ/სთ-მდე ანვითარებს და მუშაობს 24/7 ქალაქის გზებზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 19:11


ტრამპმა გამოაცხადა საგარეო შემოსავლების სამსახურის შექმნა, რომელიც 20 იანვარს უნდა გაეშვას.

ახალი სააგენტო იქნება პასუხისმგებელი უცხოური წყაროებიდან მთელი შემოსავლის შეგროვებაზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 19:08


სუსტმა ინვესტორებმა თითქმის მთლიანად დატოვეს ბაზარი.

პრაქტიკიდან გამომდინაერე ნათელია რაც უნდა მოხდეს. 🚀🤷‍♂️😎

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 18:57


Ripple-ის GM - ი, ბრედ გარლინგჰაუსი აკრიტიკებს SEC-ის თავმჯდომარეს გარი გენსლერს.

„გენსლერი, რომელიც ძალიან ცნობისმოყვარეა - მთლიანად უარყოფს 2024 წლის არჩევნებს და ამერიკელ საზოგადოებას - სრულად ემორჩილება თავისი წარუმატებელი რეგულირების დღის წესრიგს მის მწარე დასასრულამდე.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 18:43


ბიტკოინის საფულეები ბალანსით 10-დან 100 მონეტამდე 1 წელიწადში გაიყიდეს 370,000 ბიტკოინი.

ამავდროულად, უფრო დიდმა საფულეებმა (ბალანსით 100-დან 1000 BTC-მდე) გაზარდეს მათი მთლიანი ბალანსი 610,000 BTC-ით იმავე პერიოდში.

ჩვენ ვხედავთ სიმდიდრის გადაცემას, სხვა სუბიექტების ხელში.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 18:41


დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მოაწყობენ "კრიპტო წვეულებას", სადაც ინდუსტრიის ლიდერები პატივს მიაგებენ პრეზიდენტ ტრამპს, როგორც "პირველ კრიპტო პრეზიდენტს".

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 18:38


Documenting Bitcoin-ის დოკუმენტატორებმა დაადგინეა, რომ ბიტკოინის ქსელის გამოთვლითი ძალა ამჟამად 610,929-ჯერ აღემატება მსოფლიოს 500 საუკეთესო სუპერკომპიუტერის სიმძლავრეს.

Bitcoin Power 😎

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 18:37


ბიტკოინის კომპანია Relai გახდა შვეიცარიის ბიტკოინის ასოციაციის წევრი.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 18:36


Base - მა 115 მილიარდ დოლარს მიაღწია კუმულაციური სვოპის მოცულობაში Uniswap-ზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 18:34


TON Foundation - მა წარმოგიდგინა ახალი პრეზიდენტი მანუელ სტოცი.

მანუელი არის საინვესტიციო ფონდის Kingsway Capital-ის ყოფილი თანადამფუძნებელი.

ასევე გაცნობებთ, რომ დუროვის კომპანია ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლას ელოდება. ისინი გეგმავენ ამერიკის ბაზარზე შესვლას.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 12:57


JPMorgan-ის ახალი კრიპტო ETF-ების გაშვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალტსეზონის დაწყება. Solana - სა და Ripple - ის ETF - ებში მილიარდობით დოლარი შემოვა!

ანალიტიკოსები პროგნოზირებენ კაპიტალის შემოდინებას Solana ETF-ში - 3-6 მილიარდი დოლარი და Ripple ETF-ში - 4-8 მილიარდი დოლარი.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 09:37


იაპონურმა კომპანია Remixpoint-მა შეიძინა 33.4 BTC, რითაც გაზარდა ბიტკოინის აქტივები $32 მილიონამდე.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 09:36


ტოპ ხუთეული ბირჟა (Binance, Bybit, Crypto․com, OKX და Coinbase) აკონტროლებს სპოტზე ვაჭრობის მთლიანი მოცულობის 81.24%-ს.

ამავე დროს, Binance - ი ფლობს მთლიანი ბაზრის წილის 46,59%-ს.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 09:35


ბიტკოინმა ბოლო 6 თვის განმავლობაში 20%-ზე მეტით აჯობა BlackRock-ის IBIT Bitcoin ETF-ს.

BTC: +68.02%
IBIT: +48.7%

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 09:23


ელ სალვადორის პრეზიდენტის ბიტკოინის მრჩეველი მაქს კეიზერი დაჟინებით პროგნოზირებს 2,2 მილიონ დოლარს ბიტის ღირებულებას.

Coiners - კრიპტო კლუბი

14 Jan, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2025-01-14

BTC 📈 $94859
ETH 📈 $3159.58
BNB 📈 $687.35
SOL 📈 $184.91
XRP 📈 $2.52
USDC 📈 $0.999917
STETH 📈 $3158.54
DOGE 📈 $0.34239
TON 📈 $5.24
ADA 📈 $0.94776

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

13 Jan, 17:52


USDT - ის ემიტენტს Tether - ს, სათაო ოფისი ელ სალვადორში გადააქვს.

Coiners - კრიპტო კლუბი

03 Jan, 08:39


ერიკ ტრამპი მაიკლ სეილორს თავის მეგობარს უწოდებს, ხოლო ბიტკოინს – თავის ვნებას.

სეილორმა დაწერა, რომ ბიტკოინი მარ-ა-ლაგოს მენიუში იყო (ტრამპის რეზიდენცია, სადაც შეხვედრა გაიმართა).

Coiners - კრიპტო კლუბი

03 Jan, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2025-01-03

BTC 📈 $96683
ETH 📈 $3451.9
BNB 📈 $704.67
SOL 📈 $208.69
XRP 📈 $2.43
USDC 📈 $0.999755
STETH 📈 $3449.37
DOGE 📈 $0.339155
TON 📈 $5.64
ADA 📈 $1.019

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 20:31


სტაბილური ქოინების რეზერვები პარაბოლურად იზრდება ბირჟებზე.

დიდი ფამფი იტვირთება?

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 18:07


Binance-მა მიიღო თანხმობა ბრაზილიის ცენტრალური ბანკისგან, შეიძინოს ადგილობრივი ლიცენზირებული ბროკერ-დილერი Sim;paul - ი.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 18:00


კრიპტოვალუტა XRP-მა კიდევ ერთხელ გადაუსწრო USDT-ს კაპიტალიზაციით და შევიდა მსოფლიოს TOP-3 კრიპტოვალუტაში.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 17:55


$500,000 თითო BTC - ზე, თუ აშშ-ის სტრატეგიულ ბიტკოინის რეზერვს მიიღებენ.

ეს არის შეფასება Bitwise-ის მეტ ჰუგანისგან.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 17:49


ბუტანის სამეფო, დოლარში დენომინირებული ბიტკოინის ბალანსით 1 მილიარდ დოლარზე მეტი (11,688 BTC), მოულოდნელად ხდება ყველაზე მეტი ბიტკოინის მქონე ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე.

უახლესი მონაცემებით, სამეფოს ჰყავს 787,424 სუბიექტი, ამიტომ თითოეულ მათგანს დღეს აქვს 0,01484 BTC.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 17:48


ცნობილმა ბლოკჩეინის ენთუზიასტების ჯგუფმა (მათ შორის სეიფდინ ამუსი) სირიის ახალ მთავრობას წარუდგინა წინადადება ქვეყანაში ბიტკოინის პოლიტიკის შესახებ, რომელიც მოიცავს ჩარჩოს შექმნას, ბირჟების ლეგალიზაციას, სირიული ფუნტის დიგიტალიზაციას, სახელმწიფო ენერგიის წყაროების გამოყენებას ბიტკოინის მაინინგისთვის და სხვა ინოვაციების დანერგვის შესახებ.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 17:46


ეთერიუმისთვის გადამწყვეტი მეოთხედი ? 🤔

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 17:43


Morgan Stanley - ის შვილობილი კომპანია E-Trade - ი, იკვლევს ბიტკოინისა და კრიპტოვალუტით ვაჭრობის დამატების შესაძლებლობას.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 17:40


XRP - ის მიწოდება Binance-ზე 2,97 მილიარდიდან 2,90 მილიარდამდე დაეცა გასულ კვირას მკვეთრი ზრდის შემდეგ.

რაც მიუთითებს იმაზე, რომ სპოტზე მყიდველები ნელ-ნელა იწყებენ კვლავ აქტიურობას, რაც დადებითად ისახება XRP-ის ფასზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 17:37


შვეიცარიის ცენტრალურ ბანკს მოუწოდეს ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის მიღების შესახებ.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Jan, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2025-01-02

BTC 📈 $95401
ETH 📈 $3403.78
BNB 📈 $704.83
SOL 📈 $204.16
XRP 📈 $2.37
USDC 📈 $0.999523
STETH 📈 $3402.82
DOGE 📈 $0.331561
TON 📈 $5.62
ADA 📈 $0.93212

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Jan, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2025-01-01

BTC 📈 $93577
ETH 📈 $3338.1
BNB 📈 $703.6
SOL 📈 $189.74
XRP 📈 $2.13
USDC 📈 $0.999944
STETH 📈 $3337.07
DOGE 📈 $0.31708
TON 📈 $5.48
ADA 📈 $0.854436

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Dec, 20:36


მეგობრებო გილოცავთ 2025 ის დადგომას მრავალს დაესწარით, წარმეტებებს გისურვებთ ყველას, ახალ წელს მოეტანოს მეგა ალტსეზონი🚀🚀🚀💸💸💸💵💵💵

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Dec, 18:49


გილოცავთ დამდეგ ახალ 2025 წელს. გისურვებთ მშვიდობას ოჯახში და ქვეყანაში. ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგაკლოთ უფალმა!

2024 წელი იყო ძალიან პროდუქტიული კრიპტო ინდუსტრიაში. ეს წელი იყო ბიტკოინის მასიური აღმავალი ტენდენციის წელი. 16 000 $ დან 108 000 $ მდე ზრდა არის ძალიან კარგი შედეგი, თან ჯერ ტრენდი დიდი ალბათობით არ დასრულებულა. 2024 წელი ჩაითვალა ბიტკოინის წლად! 2025 წელი კი ალტქოინების წელია!

გისურვევთ უამრავ სიხარულს და პროდუქტიულ ვაჭრობას. წინ გველის მწვანე ბაზარი, ამიტომ პროფიტების დაფიქსირების წელია.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ცივი გონება.

ყველაფერი კარგად იქნება. 🚀🤝🎆💞

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Dec, 09:56


ფრანკლინ ტემპლტონის 2025 წლის პროგნოზები:

ბიტკოინი გააძლიერებს თავის პოზიციონირებას, როგორც გლობალური ფინანსური აქტივის.

გაიზრდება კრიპტოვალუტის ETF-ების და ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების რიცხვი - RWA.

აშშ კვლავ გახდება კრიპტოვალუტების ინოვაციების მსოფლიო ცენტრი.

აშშ დანერგავს მარეგულირებელ ბაზას სტაბილკოინებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს დიდ ფინანსურ ინსტიტუტებს გამოუშვან საკუთარი სტაბილკოინები.

გაგრძელდება რეალური აქტივების და მასობრივი სტაბილკოინების ტოკენიზაციის დანერგვა. ეს გახდება DeFi-ის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მთელ მსოფლიოში. გაიზრდება მოთხოვნა DePIN- მიმართულებაზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Dec, 09:51


ინდოელი მომხმარებლები აცხადებენ, რომ დაბლოკილია წვდომა pump․fun - ზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Dec, 09:50


საჯარო AI კომპანია Genius Group-მა შეიძინა 10 მილიონი დოლარის ბიტკოინები, რითაც მისი ბიტკოინის ბალანსი 30 მილიონ დოლარამდე მიიყვანა.

კომპანიის სტრატეგიული მიზანია 120 მილიონი დოლარის ფლობა BTC-ში.

Coiners - კრიპტო კლუბი

05 Dec, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2024-12-05

BTC 📈 $102469
ETH 📈 $3844.46
BNB 📈 $723.37
SOL 📈 $234.79
XRP 📈 $2.29
USDC 📈 $0.998965
STETH 📈 $3846.48
DOGE 📈 $0.446744
TON 📈 $6.81
ADA 📈 $1.19

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

05 Dec, 05:47


Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ბიტკოინი ოქროს კონკურენტია და არა აშშ დოლარის.

Coiners - კრიპტო კლუბი

05 Dec, 05:45


TRON - ის ქსელში არანულოვანი ბალანსის მქონე მისამართების საერთო რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა!

Coiners - კრიპტო კლუბი

05 Dec, 05:41


ტოპ 15 ბლოკჩეინი ნოემბერში ყოველდღიური აქტიური მისამართების რაოდენობის მიხედვით:

Solana  - 6,7 მლნ
NEAR- 3,3 მლნ
Tron  - 2,2 მლნ
Base  - 1,1 მლნ
BNB Chain - 920 000
Sui  - 836 000
Aptos  - 743 000
Celo  - 619 000
TON - 610 000
Polygon  - 599 000
Bitcoin - 525 000
Arbitrum  - 435 000
Ethereum - 399 000
Sei  - 116 000
Linea  - 71 000

Coiners - კრიპტო კლუბი

05 Dec, 05:38


საჯარო კომპანია Hut 8-მა გამოაცხადა, რომ აპირებს 500 მილიონ დოლარამდე მოზიდვას ბიტის, როგორც სტრატეგიული სარეზერვო აქტივის შესაძენად!

Coiners - კრიპტო კლუბი

05 Dec, 05:36


გახსოვთ პიტერ შიფის ეს პოსტი?

ვიოცნებეთ და აგვიხდა კიდევაც! 😎

Coiners - კრიპტო კლუბი

05 Dec, 05:35


ალტქოინები ბიტკოინთან შედარებით.

ყველაფერი წინაა მეგობრებო

Coiners - კრიპტო კლუბი

05 Dec, 05:34


ბიტკოინმა მორიგი ისტორია დაწერა!

100 $ დოლარის ბარიერი დაძლეულია!

Coiners - კრიპტო კლუბი

04 Dec, 18:36


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბიტკოინზე:

ვის შეუძლია აკრძალოს ბიტკოინი? არავის!

https://x.com/BitcoinMagazine/status/1864311299766714608?t=XPM0M1BW8rtelVBhMbhhbg&s=19

Coiners - კრიპტო კლუბი

04 Dec, 17:56


დონალდ ტრამპი: „მოხარული ვარ გამოვაცხადო პოლ ატკინსის დანიშვნა SEC-ის მომავალ ხელმძღვანელად.

Coiners - კრიპტო კლუბი

04 Dec, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2024-12-04

BTC 📈 $96551
ETH 📈 $3683.31
BNB 📈 $759.86
SOL 📈 $238.48
XRP 📈 $2.62
USDC 📈 $1
STETH 📈 $3681.06
DOGE 📈 $0.418376
TON 📈 $7.08
ADA 📈 $1.24

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

04 Dec, 05:43


კრიპტო - ინტერნეტ სივრცის ნახვები.

აშკარაა, ჯერ არც კი მიუახლოვდით 2021 და 2017 წლების პიკებს.

Coiners - კრიპტო კლუბი

04 Dec, 05:41


გენსლერის ბობოქრობა სრულდება!

დონალდ ტრამპმა დაასახელა კრიპტო მომხრე კანდიდატურა პოლ ატკინსი, გარი გენსლერი შემცვლელად SEC-ის თავმჯდომარედ.

Coiners - კრიპტო კლუბი

04 Dec, 05:38


ყველა ETF - ები, რომლებიც განხილვას ელოდება.

Coiners - კრიპტო კლუბი

04 Dec, 05:37


Grayscale - მა შეავსო აპლიკაცია Solana Spot ETF-ის გასაშვებად.

Coiners - კრიპტო კლუბი

03 Dec, 15:15


სეულში ვითარება იძაბება...

Coiners - კრიპტო კლუბი

03 Dec, 15:01


UPBIT-ზე, ყველაზე დიდ კორეულ ბირჟაზე
ბიტკოინი რამდენიმე წუთში 27%-ით დაეცა
95800-დან 71800 აშშ დოლარამდე.

მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

როგორც ცნობები ვრცელდება, ქვეყანაში ოპოზიციურ პარტიებს, მთავრობასა და ხელისუფლების შორის პოლიტიკური შეტაკებებია.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 12:52


მაროკო 2017 წელს აკრძალვის შემდეგ კრიპტოვალუტების ოფიციალურად ლეგალიზებას იწყებს.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 08:18


SEC-მა 2024 ფისკალურ წელს შეიტანა 583 სააღსრულებო სარჩელი, შეაგროვა 8,2 მილიარდი დოლარის ჯარიმა.

ეს არის ყველაზე დიდი შესული თანხა SEC-ის ისტორიაში.

Ripple-ის იურისტი სტიუარტ ალდეროტი ამ მონაცემებს ასე პასუხობს:

„ეს არ არის წარმატების საზომი. ეს არის ბრალდება საშინლად არასწორი მეთვალყურეობის შესახებ, რომელიც გამოწვეულია გაუკუღმართებული სტიმულით“.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 08:13


ბაინანსის ოფიციალურ საინფორმაციო პლატფორმაზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელონ მასკი და კომპანია Ripple - ი გარკვეულ კოლაბორაციას გეგმავენ.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 08:11


კომპანიები Ripple, Archax და Aberdeen - ი გეგმავენ ასობით მილიონი აშშ დოლარის აქტივების ტოკენიზაციას!

გამოცხადდა პირველი ტოკენიზებული ფონდის გაშვება XRP Ledger - ის ბლოკჩეინზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 08:08


გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი განიხილავს Ripple-ის gენერალურ დირექტორს, ბრედ გარლინგჰაუსს, კრიპტო მეფედ.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 08:02


ETF - ის პროვაიდერმა WisdomTree-მა (100 მილიარდი დოლარი მენეჯმენტის ქვეშ) დაარეგისტრირა განაცხადი XRP ETF - ის გაშვების შესახებ შტატ დელავერში.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 06:59


სთრიმინგ კომპანია Rumble-მა (YouTube-ის მსგავსი) გადაწყვიტა ბიტკოინის რეზერვის დანერგვა.

დასაწყისისთვის, კომპანია ბიტკოინისთვის 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

(https://www.cnbc.com/2024/11/25/rumble-plans-to-buy-up-to-20-million-in-bitcoin-in-new-treasury-strategy.html)

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 06:55


პირველად 2 წლის განმავლობაში, ეთერიუმმა გადაუსწრო ტრონს და გახდა ყველაზე დიდი ბლოკჩეინი USDT - ის ემისიის გამოშვებაში.

ამ დროისთვის USDT - ის კაპიტალიზაცია $133 მილიარდია, რაც ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 06:53


Long Term ჰოლდერებმა გაყიდეს 128,000 ბიტკოინი

ინსტიტუციურმა მოთხოვნამ შთანთქა თითქმის მთელი ეს გაყიდვების ზეწოლა

ჩვენ შევედით ინსტიტუციურ ციკლში

ნუ მიყიდით თქვენს ბიტკოინებს უოლ სტრიტსა და კორპორაციებს.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 06:51


დიდ მოთამაშეები საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანები არიან ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. ფაქტიურად მათ იციან ჩვენი ფსიქოლოგია. განსაკუთრებით ახალი მოსულების, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებულები ემოციებზე. ისინი რთულად აკონტროლებენ ახალი მოსულების ემოციებს.

ამ ბაზრის შემქმნელებს მკაფიოდ ესმით 100 000 დოლარის ფსიქოლოგიური თარგეთის არსი. მათ იციან, რომ ბევრი ელოდება აღნიშნულ დიაპაზონს. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ გვაფიქრებინონ საპირისპირო, რომ ამ ციკლში ჩვენ ვეღარ მივაღწევთ აღნიშნულ დონეს.

ხოდა, იქნებ ამ მომენტში იმედგაცრუების (Disbilief) ფაზაში ვართ?

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Nov, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2024-11-26

BTC 📈 $94651
ETH 📈 $3430.88
BNB 📈 $644.28
SOL 📈 $238.59
XRP 📈 $1.45
USDC 📈 $1
STETH 📈 $3431.82
DOGE 📈 $0.406994
TON 📈 $6.26
ADA 📈 $0.98445

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

25 Nov, 15:16


არ შეშინდეთ! ბაზარი საჭიროებს ამოსუნთქვას. ბიტკოინის რალი არ არის მუდმივი. კორექციები საჭიროა. ბაზარზე ექსტრემალური სიმაძღრეა, რასაც გადატვირთვა სჭირდება. ბულ მარკეტის დროს, კორექციები რამდენიმე კვირა, 1 თვე, 2 თვე გრძელდება. ეს არის შესაძლებლობა ფასდაკლებით შევიძინოთ მონეტები. 10 - 25 % ით კორექცია ნორმალურია ბულ მარკეტის დროს.

ის ვინც მოითმენს - მოიგებს!

კრიპტო ინდუსტრიას წინ აქვს ყველაფერი. ადრეულ სტადიაზე მოვხვდით, შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილები.

მთავარია არ შევშინდეთ, გავუძლოთ წნეხს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ზარალი მოგვაყენონ, ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის უფლება!

🤝🙏

Coiners - კრიპტო კლუბი

25 Nov, 15:08


კომპანია MicroStrategy - მა შეიძინა კიდევ 55,500 BTC - 5,4 მილიარდ დოლარად.

Coiners - კრიპტო კლუბი

25 Nov, 15:04


დღიური ვაჭრობის მოცულობამ სამხრეთ კორეის კრიპტო ბირჟა Upbit - ზე მიაღწია 13.7 მილიარდ დოლარს.

ეს არის მთელი კორეის საფონდო ბაზრის ვაჭრობის მოცულობის ექვივალენტი.

Coiners - კრიპტო კლუბი

25 Nov, 15:01


ბიტკოინი 96 000 დოლარზე დაბლა დაეცა - მინიმუმი ერთი კვირის განმავლობაში.

Binance - ზე უცნობი ტრეიდერის ლონგ პოზიციის ლიკვიდაცია მოხდა, ადამიანმა 13.2 მილიონი დოლარი დაკარგა!

Coiners - კრიპტო კლუბი

25 Nov, 07:47


ჯანეტ იელენი, ამერიკის ფინანსთა მინისტრი, უეცრად გადადგა თანამდებობიდან

დიდი ცვლილებებია აშშ-ის პოლიტიკურ - ფინანსურ სისტემაში.

სწორედ ამიტომ ვრჩებით კრიპტოში. როდესაც სისტემისადმი ნდობა ქრება, დეცენტრალიზაცია იმარჯვებს.

Coiners - კრიპტო კლუბი

25 Nov, 06:14


ამ კვირაში იქნება მონეტების რამდენიმე მსხვილი ერთჯერადი განბლოკვა (36 მილიონი დოლარიდან 213 მილიონ დოლარამდე): SUI, OP, IMX, ZETA, 1INCH, ADA

ასევე, $5 მილიონზე მეტს განბლოკავს APEX, DYDX, YGG, TRIBL, ENA, AGI, AGIX, FET.

დიდი მოცულობის ხაზოვანი განბლოკვები ასევე მოუწევს მონეტებს: SOL, WLD, TIA, TAO, AVAX, DOGE, SEI, NEAR, DOT, SUI, FIL, ARKM

განბლოკვების საერთო ღირებულება 980 მილიონ დოლარს აჭარბებს.

Coiners - კრიპტო კლუბი

25 Nov, 06:12


Metaplanet-მა დაასრულა გარიგება Bitcoin Magazine - ის იაპონური ვერსიის გამოქვეყნების ექსკლუზიური ლიცენზიის შესაძენად.

Coiners - კრიპტო კლუბი

25 Nov, 06:07


Aptos-ის დეველოპერებმა დახარჯეს თითქმის 500 მილიონი დოლარი ქსელის ვალიდატორებზე, მაგრამ მხოლოდ $1.38 მილიონი გამოიმუშავეს საკომისიოების სახით.

Coiners - კრიპტო კლუბი

25 Nov, 06:04


ამერიკული კომპანია Cantor Fitzgerald - ი გეგმავს 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის დაკრედიტების პროგრამის გაშვებას Tether-ის საშუალებით.

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 09:10


სენატორი სინტია ლამისი:

პრობლემა: აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 36 ტრილიონს გადააჭარბა!

გამოსავალი: სტრატეგიული ბიტკოინის რეზერვი.

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 08:59


კომპანია Novatti - ის დოკუმენტში ნაჩვენებია Hedera (HBAR) - ის ქსელი, რომელიც გამოიყენება ტრანსსასაზღვრო გადახდების სერვისებში, როგორც სინგაპურის მონეტარული ორგანოს (ცენტრალური ბანკის) ნაწილი!

Novatti -ს ასევე აქვს ინტეგრაცია რიპლის, სტელარისა და ეთერიუმის ქსელებთან.

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2024-11-21

BTC 📈 $97250
ETH 📈 $3112.67
BNB 📈 $610.24
SOL 📈 $239.94
XRP 📈 $1.11
USDC 📈 $1
STETH 📈 $3113.12
DOGE 📈 $0.383646
TON 📈 $5.36
ADA 📈 $0.785715

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 05:47


კრიპტო ბირჟა Arkham-ი აშშ-ის ბაზარზე შედის.

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 05:45


თეთრ სახლმა შესაძლოა შექმნას პირველი „კრიპტოპოზიცია“ ისტორიაში.

ტრამპის გუნდი განიხილავს კანდიდატებს თანამდებობაზე, რომელიც მხოლოდ პასუხისმგებელი იქნება კრიპტოვალუტების პოლიტიკაზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 05:43


დეკემბრისთვის ბიტკოინის 100 000 დოლარს მიღწევის ალბათობა 48%-ია, იანვრისთვის კი 73% (ფსონების პლატფორმა Kalshi-ი).

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 05:41


Terher - ის 1 მილიარდიანი ბეჭდვის სერია გრძელდება.

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 05:31


შანხაის სასამართლო აღიარებს კრიპტოვალუტებს საკუთრებად.

შანხაის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კრიპტოვალუტებს აქვთ „საკუთრების ატრიბუტები“ ჩინეთის კანონმდებლობით, რაც ადასტურებს მათ ღირებულებას, როგორც ვირტუალურ საქონელს.

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 05:28


ბიტკოინს ბუშტს ეძახდნენ, როცა 2013 წელს 100 დოლარი ღირდა 1 მონეტა, ეხლა კი თითქმის 100 000 დოლარი ღირს.

არ ენდოთ მასმედიას! 😎

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 04:22


Bitwise-მა დაარეგისტრირა მოთხოვნა Solana ETF-ის გასაშვების შესახებ!

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 04:16


ბიტკოინის დომინაცია ასევე ციკლის მაქსიმუმს აღწევს.

ესაა მიზეზი ალტების ვარდნის. თუმცა პიკთან ახლოს ვართ, რაც ალტსეზონის დადგომას გვაახლოვებს.

ცოტაც მოითმინეთ, წინ მეგა ალტსეზონი გველის.

Coiners - კრიპტო კლუბი

21 Nov, 04:14


ბიტკოინის უკვე სერიული All Time High! 😎

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 16:08


გაშვებიდან ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ, აშშ-ს ბიტის სპოტ ETF-ებმა უკვე შეიძინეს 1,000,000 მონეტაზე მეტი.

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 14:03


მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კორპორაცია BlackRock - ი ამბობს, რომ ბიტკოინი არის „გლობალური მონეტარული ალტერნატივა“.

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 13:16


ბიტის მორიგი ყველა დროის მაქსიმუმი!

ბიტკოინს არ აქვს პიკი, ისევე, როგორც დოლარს არ აქვს ფსკერი!

😎

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 12:36


ბიტკოინის კიდევ ერთმა გმირმა გადაწყვიტა დამსახურებული მოგება დაეფიქსირებინა 12 წლიანი ჰოლდის შემდეგ!

50 BTC, რომლისთვისაც მან 2012 წელს დახარჯა $200, მას თითქმის $5 მილიონი მოუტანა!

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 12:33


VanEck - ი აფუძნებს საკუთარ სტრატეგიულ ბიტკოინის რეზერვს.

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 07:46


როთშილდების ჟურნალის The Economist - ის ახალი გარეკანი.

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 07:18


ელონ მასკისა და რიპლის ხელმძრვანელებთან შეხვედრის შემდეგ, კარდანოს დამფუძნებელი ჩარლზ ჰოსკინსონი სტელარის დამფუძნებელს შეხვდა.

ცნობისთვის ინდუსტრიაში ახალი მოსულებისთვის გეტყვით, რომ ჩარლზ ჰოსკინსონი კრიპტო სამყაროში ერთ -ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც ეთერიუმის თანადამფუძნებელია.

ჯედ მაკალებს რაც შეეხება: ჯედი რიპლისა და მსოფლიოს უმსხვილესი პირველი კრიპტო ბირჟის MT Gox - ის დამფუძნებელია, რომელიც წლების წინ გაკოტრდა. ამჟამად ჯედი მართავს კომპანია სტელარს (XLM), რომელიც ჩვენი აზრით ერთ -ერთი ჩრდილში მყოფი გიგანტი კომპანიაა კრიპტო ინდუსტრიაში, რომელიც მოქმედებს ფინანსური ოპერაციების მიმართულებით. ჯედი ასევე არის კოსმოსორი კომპანია VAST - ის დამფუძნებელი, რომელიც ელონ მასკის კომპანია SpaceX - ის სტრატეგიული პარტნიორია. ჯედი და ელონი არიან დიდი ხნის მეგობრები.

ამ პირებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ისინი კრიპტო ინდუსტრიაში ძალიან გავლენიანი პიროვნებები არიან, და სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. მათზე და სხვებზე კიდევ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ.

რაღაც გლობალური მზადდება აშკარად. 😎

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 06:00


ბაზრის მდგომარეობა
თარიღი 2024-11-20

BTC 📈 $92591
ETH 📈 $3111.52
BNB 📈 $613.48
SOL 📈 $234.96
XRP 📈 $1.085
USDC 📈 $0.999973
STETH 📈 $3109.25
DOGE 📈 $0.38975
TON 📈 $5.43
ADA 📈 $0.784938

Coiners - კრიპტო კლუბი

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 05:50


ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Kaixin - ი ყიდულობს მაინინგ კომპანიას ახლო აღმოსავლეთში.

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 05:48


დონალდ ტრამპმა ახალ ვაჭრობის მდივნად დანიშნა ჰოვარდ ლუტნიკი, Cantor Fitzgerald - ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც არის USDT - ის რეზერვების კასტოდიანი.

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 05:46


Bitwise - ზე Aptos - ის Staking ETP - ის ვაჭრობა გაუშვეს შვეიცარიის SIX ბირჟაზე.

ევროპელი ინვესტორებისადმი გაკეთებულ ნოხსენებაში Bitwise - მა აღნიშნა, რომ Aptos - ი არის სწრაფად მზარდი ბლოკჩეინი, რომელსაც ყოველთვიურად 8 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა MSFT, Coinbase და BlackRock - ი.

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 05:43


მაინინგ კომპანია Marathon Digital-მა გაიმარჯვა The Energy Council-ის წლის ენერგეტიკული ტექნოლოგიების ნომინაციაში.

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 05:42


ტოპ 100 კომპანიიდან (საბაზრო კაპიტალი $46 ტრილიონი), მხოლოდ ერთი ფლობს ბიტკოინს (11,509 BTC).

ტოპ 100 ქვეყნიდან (მთლიანი შიდა პროდუქტი $101 ტრილიონი), მხოლოდ 6 ფლობს ბიტკოინს (511,733 BTC).

ხვდებით რა ადრეულ ეტაპზე მოხვდით ინდუსრიაში?

Coiners - კრიპტო კლუბი

20 Nov, 05:39


მაიკ სეილორი წარუდგენს წინადადებას Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს მომავალ თვეში ბიტკოინის შესყიდვის შესახებ კომპანიის კორპორატიული ხაზინისთვის.

Coiners - კრიპტო კლუბი

19 Nov, 07:25


NFT გაყიდვები ეთერიუმის, ბიტკოინის და სოლანას ქსელებზე 59%-ზე მეტით გაიზარდა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში.

Coiners - კრიპტო კლუბი

19 Nov, 07:23


Cardano Midnight - ი შესაძლოა ინტეგრირებული იყოს XRP Ledger-ის ეკოსისტემაში.

Coiners - კრიპტო კლუბი

19 Nov, 07:06


აბა DOGE - ის ფანებო!😎

მონეტა კონსოლიდირდება აღმავალ სამკუთხედში. ტრენდის გათვალისწინებით 10 დან 7 შემთხვევაში მსგავსი ფორმაცია სრულდება გარღვევით ზედა მიმართულებით.

რათქმაუნდა არ არის ფინანსური რჩევა!

Coiners - კრიპტო კლუბი

19 Nov, 07:03


ანონიმური ვეშაპი აგრძელებს ბიტკოინების შეძენას მიმდინარე ფასებშიც კი = +2189 BTC ($200 მილიონი) 1 დღეში!

Coiners - კრიპტო კლუბი

19 Nov, 07:02


AXRP - მა (XRP ETP 21Shares-დან, რომელიც თვალყურს ადევნებს XRP-ის დინამიკას და სრულად არის მხარდაჭერილი XRP-ის შესაბამისი ოდენობით) 100 მილიონი დოლარის ზღვარი გადალახა.

Coiners - კრიპტო კლუბი

19 Nov, 07:00


უკვე 62 საჯარო კომპანიამ მიიღო ბიტკოინის სტრატეგია მათი ხაზინასთვის.

ხოლო ასეთი კერძო კომპანიების რაოდენობა, ათასობითაა შეფასებული.

Coiners - კრიპტო კლუბი

19 Nov, 06:58


Tron-ის გენ დირექტორმა ჯასტინ სანმა განაცხადა, რომ მას სურს შეუერთდეს ჯგუფურ სარჩელს აშშ-ის 18 შტატიდან SEC-ისა და მისი კომისრების წინააღმდეგ.

Coiners - კრიპტო კლუბი

04 Nov, 07:10


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.

ბევრი ადამიანი ფინანსურ ბაზრებზე ძლიერ მოძრაობებს არჩევნების მოვლენებს უკავშირებს.

ზოგიერთი თვლის, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ბიტკოინი სწრაფად გაიზრდება 100,000 დოლარამდე, ეს ხალხი ასევე ამბობს, რომ თუ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, ბიტკოინი სულაც დაეცემა 30,000 დოლარამდე.

ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვების მიუხედავად, ბევრი პროგნოზირებს გლობალურ ფინანსურ კრიზისს უახლოეს მომავალში.

თუმცა რალურად არავინ იცის რა იქნება. არ დაიბნეთ. პანიკას არ აყვეთ. ბაზარი მკაცრად არის მანიპულირებადი. ცივი გონება და დაკვირვება არის მთავარი. ასე რომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

Coiners - კრიპტო კლუბი

04 Nov, 07:02


ალი მარტინესი ეთერიუმს 6000 დოლარზე ელოდება.

მან გახსნა ლონგი სტოპ ლოსით 1,800 დოლარზე და მიიჩნია, რომ რისკი/პროფიტი თანაფარდობა ძალიან კარგია.

Coiners - კრიპტო კლუბი

04 Nov, 06:59


ბოლო თვეები, ივლისიდან დაწყებული, გაყიდვებით იქნა დაიწყებული

შემდეგ ზრდა ყოველთვის მოჰყვებოდა.

Coiners - კრიპტო კლუბი

03 Nov, 12:01


აშშ-ის უმუშევრობის დონე.

Coiners - კრიპტო კლუბი

03 Nov, 08:01


ბიტის მოძრაობა აშშ-ის არჩევნების შემდეგ.

Coiners - კრიპტო კლუბი

03 Nov, 07:55


სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2024 წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპის მხრივ მსოფლიოში მეექვსე ადგილს დაიკავებს.

ოქტომბრის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,55%-მდე გაზარდა (წინა პროგნოზი 5,74%).

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Nov, 14:26


ჩინურმა გიგანტმა Huawei-მ თავისი HarmonyOS NEXT ოპერაციულ სისტემაში ციფრული იუანი (CBDC) - ის ინტეგრაცია მოახდინა, რომელსაც 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Nov, 14:22


ამერიკულმა სასამართლომ შეუზღუდა SEC-ს რიპლის წინააღმდეგ საქმეში საჩივრის შეტანის თარიღი.

რაიონულმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ SEC - მა განცხადება უნდა შეიტანოს არაუგვიანეს 2025 წლის 15 იანვრისა.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Nov, 14:15


Metaplanet-ის აქციები, რომელმაც მიიღო ბიტკოინის სტრატეგია თავისი ხაზინასთვის, ლიდერობს იაპონიის საფონდო ბირჟის ტოპ 20-ეულში.

Coiners - კრიპტო კლუბი

02 Nov, 14:13


არგენტინის ცენტრალური ბანკის შენობაში ბიტკოინის მაინინგ აპარატების არტ-ინსტალაციის პრეზენტაცია გაიმართა.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Nov, 19:31


რატომღაც ბიტკოინის მოკლევადიანი მფლობელები პანიკურად ყიდიან მონეტებს.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Nov, 07:07


დღეს ამერიკის საფონდო ბირჟამ თითქმის 1 ტრილიონი დოლარი დაკარგა.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Nov, 07:06


ოქტომბრის თვეში ბიტკოინი 10%-ზე მეტით გაძვირდა.

ეთერიუმმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ღირებულების 3%-ზე მეტი დაკარგა.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Nov, 07:04


Los Angeles 😎

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Nov, 07:03


ფლორიდის შტატის ფინანსთა უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შტატი ფლობს 800 000 000 დოლარის ღირებულების ბიტკოინი თავის ბალანსზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Nov, 07:01


დონალდ ტრამპმა მიულოცა ბიტკოინის მხარდამჭერებს ტექნიკური დოკუმენტის გამოქვეყნების 16 წლისთავი, რომელიც აღწერს კრიპტოვალუტის კონცეფციას (ე.წ. თეთრი ქაღალდი), რომელიც 2008 წლის 31 ოქტომბერს წარადგინა ბიტკოინის ანონიმურმა შემქმნელმა ფსევდონიმით სატოში ნაკამოტო.

მან პირობა დადო, რომ „დაამთავრებდა კამალას ჰარისის ომს კრიპტოვალუტებზე“ და განაცხადა, რომ „ბიტკოინის მოპოვება მოხდება აშშ-ში“.

ტრამპმა ასევე მოუწოდა მისთვის ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნებში და პოსტს ახლდა ჰეშთეგი FreeRossDayOne, რაც გულისხმობდა არალეგალური ონლაინ პლატფორმის Silk Road-ის ადმინისტრატორის, როს ულბრიხტის მხარდაჭერას, რომელიც 2014 წლიდან იხდის სამუდამო პატიმრობას მისი შექმნისთვის. . კრიპტო საზოგადოების ბევრი წევრი მიიჩნევს, რომ განაჩენი უსამართლოა.

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Nov, 06:55


უოლ სტრიტი პროგნოზირებს, რომ მოხდება 10-დან 30 ტრილიონ აშშ დოლარამდე ტრადიციული აქტივების ტოკენიზირება მომდევნო 5-დან 10 წლის განმავლობაში, ხოლო ტოკენიზებული აქტივების (RWA) საბაზრო კაპიტალიზაცია 2030 წლისთვის 1,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება

Coiners - კრიპტო კლუბი

01 Nov, 06:52


დღევანდელი ვალუტის კურსები.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Oct, 06:40


კომპანია MicroStrategy - ი გეგმავს 42 მილიარდი დოლარის მოზიდვას 3 წლის განმავლობაში ბიტის შესაძენად.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Oct, 06:36


კენიის მთავარი საფონდო ბირჟა NSE PLC - ი უერთდება Hedera - ს მმართველ საბჭოს.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Oct, 06:35


ახალი სახლების საშუალო ფასმა აშშ-ში ბიტკოინის ეკვივალენტში რეკორდულ დაბალ ღირებულებას (6.09 BTC) მიაღწია.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Oct, 06:33


მაიკროსოფტის აქციონერებმა დაიწყეს კენჭისყრა, უნდა ჩადოს თუ არა კომპანიამ ინვესტიცია ბიტკოინში.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Oct, 06:32


ზუსტად 16 წლის წინ ამ დღეს (2008 წლის 31 ოქტომბერი) სატოში ნაკამოტომ გამოაქვეყნა ბიტკოინის თეთრი ქაღალდი.

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Oct, 06:30


Canary Capital-მა შეიტანა განაცხადი SEC-ში Solana ETF-ის გაშვების შესახებ!

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Oct, 06:28


საგადასახადო გზამკვლევი ბიტკოინების გაყიდვიდან მიღებული მოგების შესახებ ერთი წლის შემდეგ.

ყველაზე მაღალი გადასახადები:

იაპონია (45%), დანია (42%), ახალი ზელანდია (39%), კუბა (35%), ფილიპინები (35%), ირლანდია (33%), ფინეთი (30%-34%), საფრანგეთი. (30%, ინდოეთი (30%).

ყველაზე დაბალი გადასახადები:

ელ სალვადორი, მალტა, ხორვატია, კაიმანის კუნძულები, ბაჰამის კუნძულები, ბერმუდა, ანტიგუა და ბარბუდა, წმინდა ვინსენტი და გრენადინები, გერმანია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, სლოვენია, ტაივანი, ჰონგ კონგი, UAE, კვიპროსი, გიბრალტარი, პანამა (0 %).

Coiners - კრიპტო კლუბი

31 Oct, 06:24


კომპანია Consensys - ი, ეთერიუმისა და მეტამასკის წამყვანი დეველოპერი, 20%-ით შეამცირებს პერსონალს 160 ადამიანის გათავისუფლებით.

კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნილი ნაბიჯი ეკონომიკური სირთულეებითა და მარეგულირებელ ორგანოებთან სასამართლოში მზარდი სამართლებრივი ხარჯებით ახსნა.

Coiners - კრიპტო კლუბი

30 Oct, 14:05


ოქრომ განაახლა თავისი ყველა დროის მაქსიმუმი - 2800 დოლადი უნციაზე.

Coiners - კრიპტო კლუბი

30 Oct, 05:46


აქტიური სოლანად მისამართების ყოველთვიური რაოდენობა იზრდება.

სოლანაში აქტიური მისამართების ყოველთვიურმა რაოდენობამ მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 107,04 მილიონამდე გაიზარდა.

Coiners - კრიპტო კლუბი

30 Oct, 05:44


Blackrock-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი ფინკმა განაცხადა, რომ ყველა აქტივი იქნება ტოკენიზებული.

შოუ იწყება?

Coiners - კრიპტო კლუბი

30 Oct, 05:42


Coinbase-ის გენერალური დირექტორი ბრაიან არმსტრონგი მოუწოდებს "SEC-ის მომავალ თავმჯდომარეს, გააუქმოს ყველა არასერიოზული სარჩელი და ბოდიში მოუხადოს ამერიკელ ხალხს."

Coiners - კრიპტო კლუბი

30 Oct, 05:40


გუშინ Spot Bitcoin ETF-ებმა 11,820 ბიტკოინი შეიძინეს.

ნამდვილი სიგიჟე!

Coiners - კრიპტო კლუბი

30 Oct, 05:38


მოსაზრება:

გასულ ბულ ციკლებში, ბიტკოინმა პიკს მიაღწია 1.618 და 2.272 ფიბონაჩის დონეებს შორის.

თუ ეს ნიმუში განმეორდება, ბიტის შემდეგი პიკი შეიძლება მერყეობდეს $174,000-დან $462,000-მდე!

Coiners - კრიპტო კლუბი

29 Oct, 15:17


Spot Bitcoin ETF-ები აფიქსირებენ სახსრების ყველაზე ძლიერ შემოდინებას ბიტკოინის თვალსაზრისით 2024 წლის მარტიდან მოყოლებული.

Coiners - კრიპტო კლუბი

29 Oct, 15:16


შრომის ბაზარზე ღია ვაკანსიების რაოდენობამ (JOLTS Job Opening): მოსალოდნელზე ნაკლები ციფრი დააფიქსირა და შეადგინა 7,443 მილიონი სამუშაო ადგილი.

იმის ალბათობა, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი ისევ შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს ნოემბერში, ეს ესაა გაიზარდა.

Coiners - კრიპტო კლუბი

29 Oct, 10:59


ბიტკოინი მექსიკაში ახალ ATH-ს აღწევს.

Coiners - კრიპტო კლუბი

29 Oct, 06:21


ბიტკოინის ენერგეტიკულმა ღირებულებამ ისტორიაში პირველად 100 000 დოლარს მიაღწია.

ენერგეტიკული ღირებულება არის მეტრიკა, რომელიც შემოთავაზებულია Capriole Investment-ის მიერ, რომელიც ზომავს ბიტის მნიშვნელობას ჯოულებში (ენერგიის ერთეული, რომელიც უნდა დაიხარჯოს მაინინგისთვის საჭირო ელექტროენერგიის წარმოებისთვის).

Coiners - კრიპტო კლუბი

29 Oct, 06:19


ბიტმა კანადურ დოლართან ყველა დროის მაქსიმუმი განაახლა.

Coiners - კრიპტო კლუბი

29 Oct, 06:17


მსოფლიოში უმსხვილესი მობილური ოპერატორის China Mobile-ის შვილობილი კომპანია, რომელსაც 1 მილიარდი აბონენტი ჰყავს, გეგმავს ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნას მეტასამყარო.

Coiners - კრიპტო კლუბი

29 Oct, 06:14


კრიპტო ბაზრის ზრდის ფონზე, ბიტკოინის მაინერების აქციები ერთ დღეში საშუალოდ 10-20%-ით გაიზარდა.

Coiners - კრიპტო კლუბი

28 Oct, 17:09


ბიტკოინის დომინაციამ ციკლის მაქსიმუმს მიაღწია.

Coiners - კრიპტო კლუბი

28 Oct, 07:21


მაიკლ სეილორი ამბობს, რომ მაიკროსოფტს შეუძლია „კიდევ ერთი ტრილიონი დოლარი“ გამოიმუშაოს სახაზინო სახსრების ბიტკოინში ინვესტიციით.

Coiners - კრიპტო კლუბი

28 Oct, 07:20


როგორ გამოიყურებოდა კრიპტოვალუტების ბაზრის ტოპ 10 ზუსტად 10 წლის.

Coiners - კრიპტო კლუბი

28 Oct, 07:17


მიმდინარე კვირის მონეტების ძირითადი განბლოკვები:

SUI, ADA, SOL, AVAX, SEI და სხვა.

Coiners - კრიპტო კლუბი

28 Oct, 07:15


1inch - მა პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა ლეგენდარულ მსახიობ ბრიუს ლის საოჯახო კომპანიასთან.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Oct, 12:43


Blackrock-მა კიდევ 4371 ბიტკოინი შეიძინა.

ამჟამად კომპანია 400 000 მონეტას ფლობს.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Oct, 07:08


ვეშაპები ამჟამად ფლობენ დაახლოებით 670,000 ბიტკოინს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტირიაში.

Coiners - კრიპტო კლუბი

26 Oct, 07:05


სამხრეთ კორეა ამკაცრებს კონტროლს კრიპტოვალუტების ტრანზაქციების შესახებ.

კრიპტოვალუტით მომუშავე კომპანიებს მოეთხოვებათ სავალდებულო რეგისტრაცია და ანგარიში კორეის ბანკში ყოველთვიურად.

ტრანზაქციის მონაცემების მონიტორინგი განხორციელდება უკანონო ტრანზაქციების გამოსავლენად, როგორიც არის ფულის გათეთრება და უკანონო არბიტრაჟი.

1,847

subscribers

11,693

photos

769

videos