ჯემნიუსი

@bukis_baza


JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net

ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან

ჯემნიუსი

23 Oct, 13:29


Breaking: თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, კაჰრამანკაზანის რაიონში, თურქეთის საავიაციო კორპორაციის (TAI) შენობის წინ აფეთქება მოხდა.

ჯემნიუსი

23 Oct, 13:28


https://jam-news.net/ge/archevnebi-2024-wesebi-rickhvebi/

26 ოქტომბერს საქართველოში პირველად ტარდება არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩეველთა 90 პროცენტი ხმას ელექტრონულად მისცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარი შედეგები უფრო ადრე გვეცოდინება, ვიდრე წინა არჩევნების დროს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საზღვარგარეთ 3000 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ჯემნიუსი

23 Oct, 13:18


ისრაელის საპასუხო დარტყმის მოლოდინში თურქეთის ავიახაზებმა, TURKISH AIRLINES-მა და PEGASUS-მა 1 ნოემბრამდე ირანის მიმართულებით ფრენები გააუქმა.

ჯემნიუსი

23 Oct, 13:18


„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი წინასაარჩევნო ღონისძიებისთვის საჯარო მოხელეების ნაწილი, მხარდამჭერები და აქტივისტები რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს. პირველი რესპუბლიკის მოედანსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსებია დაპარკინგებული.

ფოტო: „პუბლიკა“

ჯემნიუსი

23 Oct, 13:17


2025 წლის პირველ კვარტალში საფრანგეთი უკრაინას სამ ერთეულ Mirage 2000-5 ტიპის თვითმფრინავს მიაწვდის — La Tribune

გამოცემის თანახმად, თვითმფრინავები აღჭურვილი იქნება "ჰაერი-ჰაერის" ტიპის Mica-ს რაკეტებით, ავიაჭურვებით AASM და ფრთოსანი რაკეტებით Scalp.

ამ დროისთვის საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაში 26 ასეთი თვითმფრინავია.

ჯემნიუსი

23 Oct, 11:52


გაეროს გენერალური მდივანი რუსეთში BRICS-ის სამიტზე ჩავიდა

ჯემნიუსი

23 Oct, 11:52


ბრიტანეთმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის 200 უკრაინელი პილოტი მოამზადა

ჯემნიუსი

23 Oct, 11:51


ტრამპის საარჩევნო შტაბი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის ლეიბორისტულ პარტიას ტრამპის მეტოქის, კამალა ჰარისის წინასაარჩევნო კამპანიის დახმარების მიზნით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს.

ტრამპის ბანაკმა ამ საკითხზე საჩივარი ფედერალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა და, მათი მტკიცებით, ლეიბორისტული პარტიის მხრიდან კამალა ჰარისის კამპანიაში არალეგალური წვლილის შეტანისთვის გამოძიება მოითხოვა.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ბრიტანელი პოლიტიკური მოხალისეები აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდში წარსულშიც ჩადიოდნენ, რის ფარგლებშიც ლეიბორისტული პარტიის აქტივისტები აშშ-ს დემოკრატიულ პარტიას უჭერდნენ მხარს, კონსერვატიულ პარტიაში კი - ამერიკელ რესპუბლიკელებს.

ჯემნიუსი

23 Oct, 11:51


ქართული ოცნების პარტიული ღონისძიების გამო, გურიაში საჯარო უწყებები დაცარიელდა

ჯემნიუსი

23 Oct, 11:43


https://jam-news.net/ge/ceskos-neitraluri-saarchevno-komisia/

ორგანიზაციამ შეამოწმა როგორც ოლქის შემადგენლობა, ისე ქალაქის და სოფლის უბნების 750-ზე მეტი კომისიის წევრის ვინაობა და აღმოჩნდა, რომ:

საუბნო კომისიების 62 წევრი მერიის, საკრებულოს, სახელმწიფო დაწესებულებების ან მუნიციპალური ა(ა)იპ-ის თანამშრომელია;
საუბნო კომისიების 185 წევრი სკოლაში ან საბავშვო ბაღშია დასაქმებული (მასწავლებელი, აღმზრდელი, ბიბლიოთეკარი, დირექტორი/გამგე);
საუბნო კომისიების 21 წევრი ქართული ოცნების ხელისუფლების მხარდამჭერი, მათი ოჯახის წევრი ან/და სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელია;
საოლქო კომისიების 18 წევრი მერიის, ა(ა)იპ-ის, სკოლის, ან ბაღის თანამშრომელია;
საოლქო კომისიების 7 წევრი ქართული ოცნების მხარდამჭერია.
ამ საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიებს უბანზე თავიანთი დანიშნული თითო-თითო წევრი ეყოლებათ, ცესკო კი, მინიმუმ, 8 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი. ცესკოს შემადგენელი საოლქო კომისია ირჩევს საუბნო კომისიის თავმჯდომარესაც, თავმჯდომარის მოადგილესაც და მდივანიც.

ჯემნიუსი

23 Oct, 11:43


ღამით უკრაინის საჰაერო ძალებმა 81 შაჰიდის ტიპის დრონი ჩამოაგდო

ჯემნიუსი

23 Oct, 11:05


ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს გაიმართება.

ჯემნიუსი

23 Oct, 11:04


IDF-მა ჰეზბოლას ლიდერის სავარაუდო შემცვლელის, ჰაშემ საფიედინის სიკვდილი დაადასტურა

ჯემნიუსი

22 Oct, 22:22


"უკრაინა არის აშშ-ს მიერ გამოზრდილი ბოროტი ძაღლი. სეული და კიევი აურზაურს ქმნიან, ბედავენ შეუქცევადი სისულელეების გაკეთებას ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყნების მიმართ- ისინი იგივე არიან, რაც 2 წვეთი წყალში“ - კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჯონგი.

ჯემნიუსი

22 Oct, 22:14


ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა American Enterprises Institute-ში საქართველოს საკითხზე გამართულ მსჯელობაზე განაცხადა: "ჩვენ არ ვუყურებთ საქართველოს, როგორც აშშ-ის გავლენას ან დასავლეთის გავლენას, როგორც ამას რუსეთი ან ჩინეთი აკეთებს. ჩვენ გვინდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისი მოპოვებაც ხალხს შეუძლია დასავლეთსა და NATO-ში გაწევრიანებით. რუსეთის და ჩინეთის მიზნებია, როგორც ეს ნათელი გახადეს, რომ ხალხი ამ ავტორიტარულ სფეროში იყოს, ეს კურსი კი ეწინააღმდეგება ხალხის მიერ დამოუკიდებლობის ძიებას."

ჯემნიუსი

22 Oct, 20:45


ისრაელის არმიამ გამოაცხადა ჰეზბოლას აღმასრულებელი საბჭოს მეთაურის, ჰაშემ საფი ად-დინის ლიკვიდაციის შესახებ,ის ნასრალას მემკვიდრედ ითვლებოდა.

ჯემნიუსი

22 Oct, 19:18


ლონდონი.
არესენალი-შახტერის თამაში.
ვალერი ზალუჟნი.

ჯემნიუსი

22 Oct, 17:55


აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ ძლიერ სანქციებს დააწესებს, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის ომის ძალისხმევის შეზღუდვა იქნება. ამის შესახებ იელენმა საერთაშორისო მონეტარული ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაზე ისაუბრა.

იელენის თქმით, სანქციები დაუწესდებათ, მათ შორის, "მესამე ქვეყნებში მოქმედი შუამავლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო საჭიროებებისთვის კრიტიკულ რესურსებს აწვდიან".

ამასთან, იელენის თქმით, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი "დაუღალავად მუშაობს გაყინული რუსული სუვერენული აქტივების ეკონომიკური ღირებულებების განბლოკვაზე და ამ აქტივების გამოყენებით უკრაინის დახმარებაზე".

ჯემნიუსი

22 Oct, 17:51


მეორე რაუნდი. ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?

20 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მეორე ტურში მაია სანდუ (43%) და ალექსანდრ სტოიანოგლო (26%) გავიდნენ. მაღალი აქტივობის პირობებში, როგორც ქვეყანაში, ასევე დიასპორაში და სხვა პროევროპელი კანდიდატების თითქმის სრული არარსებობის პირობებში, მოქმედ პრეზიდენტს ახალი ხმების მიღების შანსი თითქმის აღარ აქვს. ყველაზე უხეში შეფასებით, ერთადერთი, ვისაც შეუძლია სანდუს მეორე ტურში მხარი დაუჭიროს, არიან ოქტავიანე ტიკუსა და ანდრეი ნასტასეს ამომრჩევლები, რომლებმაც არჩევნებში ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეორე ტურამდე სერიოზული ბრძოლა იქნება მესამე ადგილზე გასული რენატო უსათიის (13%) ხმებისთვის.
https://jam-news.net/ge/civi-shkhapi-evrointegraciis-momkhreebistvis-ra-mokhda-moldovis-referendumsa-da-saprezidento-archevnebze/