ჯო უილსონი და დასავლური პოლიტიკური სპექტრი ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოუწოდებენ, გაატარონ ერთიანი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ და ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს უარყოფენ.
📍"ძალა სტუდენტების ერთობაშია", "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - ამ შინაარსის ბანერები გადმოფინეს სტუდენტებმა თეატრალურის შენობიდან. თეატრალური უნივერსიტეტის სოლიდარობის ნიშნად, ახალი არჩევნებისა და რეჟიმის ტყეების გათავისუფლების მოთხოვნით ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ უნივერსიტეტის შენობიდან ბანერები გადმოფინა.
📍პროტესტია ამ წუთებში თბილის შვიდ უმაღლეს სასწავლებელში. სტუდენტებმა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან საპროტესტო ბანერები გადმოფინეს. ახალგაზრდები პოლიტპატიმრებისთვის ციხეების კარის გახსნას და ახალ არჩევნებს ითხოვენ. საუბარია კონსერვატორიაზე, სამხატვრო აკადემიაზე, ილიაუნზე, თსუ-ზე, აგრარულ და თეატრალურ უნივერსიტეტებსა და ასევე ბთუ-ს უნივერსიტეტზე.
📍პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილე მაკუნა გოჩიაშვილი სასამართლოში დაიბარეს.ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს: "ახლა დამირეკეს, სასამართლოში დამიბარეს 27-ში, ბრალად გედებათ, დეკემბრის დასაწყისში პარლამენტთან გზის გადაკეტვაო" წერს გოჩიაშვილი
📍ივანიშვილი ახალ სანქციებს ელოდება, ამჯერად უკვე ევროკავშირისგან - ოპოზიციისა და ექსპერტების შეფასებით, ეს ნათლად ჩანს იმ წერილში, რომელიც "ოცნების" პოლიტსაბჭომ დღეს გაავრცელა. ამასთან, წყარო "პირველებს" უყვება, რომ "ქართული ოცნების" წერილი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ამერიკამ ორბანის მარჯვენა ხელი, მისი მოლარე და მთავარი იდეოლოგი დაასანქცირა.
📍ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობის პოპულარიზებისთვის Facebook-ის რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს. რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებას, ფეისბუქ რეკლამაში ამ რაოდენობის თანხა დახარჯოს, ოპოზიცია არამიზნობრივს უწოდებს და აღნიშნავენ, რომ არ მხოლოდ რეკლამაში დახარჯულია თანხაა არამიზნობრივი, არამედ, ზოგადად, რაჟდენ კუპრაშვილის დანიშვნაა არამიზნობრივი, იმიტომ, რომ ჯერ უკვე ტვირთად დაგვემატა საქართველოს მოქალაქეებს.
📍53 წლის ცხინვალის თეატრის მსახიობი, რომელსაც რეჟიმი საციხოდ იმეტებს, შვილების თაობას მიმართავს. ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაპატიმრებული ომის ვეტერანი წერს, „რუსთაველის მცველებო“, არ დანებდეთ, არ დაიღალოთ. იბრძოლეთ ბოლომდე,არ დასთმოთ საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მადლობა ყველას, ვისაც გახსოვართ, არ გვავიწყდებით და იბრძვით ყოველდღე ჩვენი თავისუფლებისთვის, რითიც უდიდეს მხნეობას გვმატებთ!“- წერს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ვეფხვია კასრაძის გლდანის ციხიდან.
📍"ქართულმა ოცნებამ" ბინადრობის ნებართვა არ მისცა კაცს, რომელიც ივანიშვილის გუნდის პოლიტიკას ღიად აპროტესტებს. აქციაზე ნაცემმ და გაძარცვულ ფოტოგრაფ გელა მეგრელიძეს უთხრეს, რომ მისი საქართველოში ყოფნა შეუთავსებელია სახელმწიფო ინტერესებთან და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს. მეგრელიძემ დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა უნდა დატოვოს და გერმანიაში, იმ სახელმწიფოში გაემგზავროს, რომლის მოქალაქეცაა.
📍„ქართული ოცნება“ შეთქმულების თეორიების განვითარებას აგრძელებს - ივანიშვილის პარტიის პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს და კვლავ „დიფ სთეითის“ კონსპირაციებზე საუბრობს. "ქართული ოცნება" იმედს გამოთქვამს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი ოლიგარქიული გავლენებისა და დიფ სთეითის პრობლემას დაძლევენ.
📍„ჩემი აზრით, ივანიშვილი შიშით შეპყრობილი ადამიანია. მისი გეგმა თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული. მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ მაკრონის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას ორმაგი მოქალაქეობა“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე. მკვლევარი, ფსიქოლოგი.
📍"ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში“, - ასე მიმართავს ევროპარლამენტარი, რიჰარდ კოლსი, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც მაკკეინის ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის მინიჭების გამო გააკრიტიკა. ევროპარლამენტარის თქმით, მაკკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის.
📍ახალი არჩევნების დანიშვნისა და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით ფსიქოლოგები პეტიციას აქვეყნებენ.