News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან @breakingnewsfromisrael Channel on Telegram

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

@breakingnewsfromisrael


"ახალი ამბები ისრაელიდან" - ერთადერთი ქართულენოვანი და ისრაელში ოფიციალურად აკრედიტებული საინფორმაციო სააგენტოა. გადამოწმებული, დაბალანსებული და მუდმივად განახლებადი ახალი ამბები ახლო აღმოსავლეთიდან ⤵️

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან (Georgian)

"ახალი ამბები ისრაელიდან" არის ერთადერთი ქართულენოვანი და ისრაელში ოფიციალურად აკრედიტებული საინფორმაციო სააგენტო. ეს არის რელიაბელი და საინფორმაციო წესების შესაფასებლად, რაც გულწრფელებს და დამიწმინებას იცის, როგორც ევროპის პირველ ხმაურზე. აღმოსავლეთიდან მოვახდენილი ოფიციალურად აკრედიტებული სამყაროში მსახიობს, სექციებში ამბები გამომცემლობას სთვალს. თქვენ მიიღებთ სრულიამად ეკლექტიურს მოვლენებს, თვალისწყვიტი შემთხვევი და ცოცხალი სიახლოვებს. მიუწვდომელი და საერთო ერთადერთი ახალი ამბები საერთო ხმისა რომე. არ დაგაბნიათ, განზრახველი და ინტელექტული სიმრავლე ისრაელში მოხსნის მხარდამჭერის მკვლელობით. შესასწავლად და შესამეცნებლივ ხართ? ამ საინფორმაციო სათაურთად ახალი ამბები ისრაელიდან გახდეს თქვენს ყოფაში!"

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

03 Jan, 03:11


⭕️ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, იემენიდან გამოსროლილი რაკეტა ჰაერშივე გაანადგურეს.
🔻 გამთენიისას, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ისმოდა საჰაერო განგაშის სიგნალი .
⭕️ რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა მოდიინში. დეტალები დაზარალებულთა შესახებ ზუსტდება.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

25 Dec, 04:56


⭕️ "ამ დღეებში, როდესაც ჰუსიტები ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისვრიან, მინდა მათ ვუთხრა: ჩვენ დავამარცხეთ ჰამასი, დავამარცხეთ ჰეზბოლა, დავაბრმავეთ ირანის თავდაცვის სისტემები და ასევე ძლიერად დავარტყამთ იემენში ჰუსიტების ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც უკანასკნელი რჩება... იმავეს გავაკეთებთ ჰოდეიდასა და სანაში, რაც ჰანიას, სინვარს და ნასრალას გავუკეთეთ თეირანში, ღაზაში და ლიბანში“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

21 Dec, 02:09


⭕️ თელ ავივში რაკეტის ნაწილების ვარდნის კადრები.
🔻 ცაჰალში დაადასტურეს უკვე, რომ ამ სარაკეტო თავდასხმების უკან იემენელი ჰუსიტები დგანან.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

21 Dec, 01:50


⭕️ საჰაერო განგაშის სიგნალი ისრაელის ცენტრალურ რეგიონში.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

19 Dec, 00:43


⭕️ საჰაერო განგაში ისრაელის ცენტრზე.
🔻 მიზეზი: ბალესტიკური რაკეტა იემენიდან.
📍 რკინის გუმბათმა რაკეტა ჰაერშივე გაანადგურა.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

18 Nov, 18:47


⭕️ მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელის ცენტრზე

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

02 Nov, 15:10


⭕️ ირანი გეგმავს ისრაელზე თავდასხმას უახლოეს დღეებში.
⭕️ 2 ნოემბერს The Washington Post-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ისრაელის დაზვერვის სანდო წყარო ადასტურებს ინფორმაციას, იმის შესახებ რომ უახლოეს 2-3 დღეში ირანი ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადება.
⭕️ ისრაელში ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან. ხმელთაშუა ზღვაში უკვე ამერიკული სამხედრო გემების გადაადგილება ისრაელის მიმართულებით შეინიშნება.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

26 Oct, 06:14


⭕️ ირანის საჰაერო თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მიუხედავად ისრაელის მრავლობითი გაფრთხილებებისა, ისრაელმა მაინც განახორციელა თავდასხმა ირანში, თეირანის, ხუზესტანის და ილამის პროვინციებში მდებარე სამხედრო ობიექტების ნაწილზე.
🔴 ისრაელის საჰაერო ძალებმა, 100-ზე მეტი ავიაგამანადგურებლით შეუტია ირანს - თავდასხმა უზუსტესი წარმატებით განხორციელდა და ყველა გამანადგურებელი უსაფრთხოდ დაბრუბდა ავიაბაზებზე.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

24 Oct, 16:48


®️
📍არ გამოგრჩეს!!!

შენს ფულად გზავნილთან ერთად, კრედო ბანკში საჩუქარი გელოდება🎁

✈️ წლის ბოლომდე - ჩაერთე აქციაში,
მიიღე საოცნებო საჩუქარი და დამატებით უამრავი შესაძლებლობის მქონე VISA საკრედიტო ბარათი.

🧐 გაინტერესებს აქციის პირობები?

თუ ფულად გზავნილს Mycredo მობაილ ან ინტერნეტ ბანკიდან გაანაღდებ და იღბლიანი მე-1000 მომხმარებელი გახდები, შენი შემდგომი გზავნილის განაღდებას უახლესი მობილური ტელეფონით შეძლებ

საჩუქრის მიღების შესაძლებლობა სერვისცენტრში გზავნილის განაღდების შემთხვევაშიც გაქვს.
ყოველი მე-10 მომხმარებელი ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდება

ამასთან, კრედო ბანკისგან ყველა მომხმარებელს გადაეცემა 💳 VISA საკრედიტო ბარათი, რაც საშემოდგომო ხარჯების დასაფარად საუკეთესო საშუალებაა!

დეტალური პირობები იხილეთ👇
https://credobank.co/4dm872z

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

23 Oct, 19:22


⭕️ ჯაბალიიდან მოქალაქეების გასვლის კადრები.
🔻 ცაჰალმა შექმნა სამშვიდობო დერეფანი, რომლის მეშვეობითაც ჯაბალიაში ჰამასის "ფარად გამოყენებული" პალესტინელები, სამხრეთისკენ მიდიან.
🔴 ცნობილია რომ ეს მესამე ნაკადია მხოლოდ დღეს. არასრული აღწერით, ანკლავის ჩრდილოეთში რამდენიმე ასეული პალესტინელი იმყოფებოდა ბოლო ერთ თვეში.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

22 Oct, 04:48


⭕️ საჰაერო განგაშის სიგნალი თელ ავივში და მის გარშემო ქალაქებში.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

14 Oct, 14:36


⭕️ მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელის ცენტრზე.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

07 Oct, 14:54


⭕️ თელ ავივის, ბენ გურიონის აეროპორტი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ამ ეტაპზე მუშაობა შეაჩერა.
🔻 რამდენიმე წუთის წინ, იემენიდან ისრაელის ცენტრზე ბალესტიკური რაკეტა იქნა გამოშვებული.

🔴 ჩასწორება: 19:00 საათის მონაცემებით, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

07 Oct, 08:36


⭕️ პირველი კადრები, ხულონში რაკეტის დაცემის ადგილიდან.
🔻 ხან იუნისიდან გამოშვებული რაკეტა დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩამოვარდა. დაშავებულები არ არიან!

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

07 Oct, 08:17


⭕️ გამოძიების პირველადი მონაცემებით, დაფიქსირდა ხულონში რაკეტის დაცემის ფაქტი.(?!)
🔻 ეს იყო პირდაპირი ვარდნა თუ რაკეტის ნამსხვრევები უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

07 Oct, 08:06


⭕️ საჰაერო განგაში ისრაელის ცენტრში. ისმის აფეთქებების ხმა.
🔻 სარაკეტო თავდასხმა თელ ავივზე ღაზას სექტორიდან მოხდა.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

06 Oct, 12:08


🔴 ტერაქტი ბერ შევაში. 1 დაღუპული და 8 დაჭრილი. ასეთია სიტუაცია ახლა ისრაელის სამხრეთში, ქალაქ ბერ შევაში.
🔻 ტერორისტმა (ბედუინთა დასახლებიდან.) ცეცხლსასროლი იარაღით და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა სავაჭრო ცენტრში ათამდე მოქალაქეს. ერთი 20 წლის გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა. 8 დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
🔴 ტერორისტი ლიკვიდირებულია. უცნობია ის რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის დაკვეთით მოქმედებდა თუ არა.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

05 Oct, 19:54


⭕️ უახლოეს 24 საათში, ისრაელი დაიწყებს საპასუხო სარაკეტო დარტყმებს ირანზე.
🔻 ირანი თავის მხრივ მყისიერ პასუხს ამზადებს ისრაელის წინააღმდეგ!

🔴 ომის წლის თავზე, სავარაუდოდ ომი ახლო აღმოსავლეთში - ახალ ფაზაში გადავა.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

03 Oct, 07:08


⭕️ ღამით ისრაელზე დრონებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს

🔻 3 ოქტომბრის დილით ისრაელზე დრონებით მიტანილ იერიშზე პასუხისმგებლობა იემენში ჰუსიტების პროირანულმა დაჯგუფებამ აიღო.
ჰუსიტების განცხადების მტკიცებით, მათ თელ-ავივში რამდენიმე დრონით "მნიშვნელოვან სამიზნეზე" წარმატებული იერიში მიიტანეს.
⭕️ მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ცენტრალური ისრაელის სანაპიროს სიახლოვეს ერთი დრონი ჩამოაგდეს. IDF-ის თქმით, გარკვეული დროის შემდეგ ზღვის თავზე კიდევ ორი დრონი შენიშნეს, რომელთაგანაც ერთი ჩამოაგდეს, მეორე კი ღია სივრცეში დაეშვა.
⭕️ მეორე შემთხვევის დროს ქალაქ ბათ-იამში განგაშის სირენები ისმოდა, თუმცა, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა და არც დაზიანების შესახებ გავრცელდა ცნობები.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

01 Oct, 22:04


" ისრაელში, ტერორისტების მიერ დაჭრილი ქართველი ემიგრანტი, კლინიკაში გარდაიცვალა,"- ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

01 Oct, 20:52


❗️ტერორისტებმა ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

🔴 ისრაელში, დღეს საღამოს ტერორისტული აქტის შედეგად, 8 ისრაელელი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე მძიმედ დაჭრილი ადამიანი - გადაყვანილია სამედიცინო ცენტრებში.

⭕️ როგორც "ახალი ამბები ისრაელიდან"-ს, ისრაელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, დაჭრილთაგან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

🔻 როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტერორისტებმა დღეს, ქალაქ იაფოში, დაჭრეს საქართველოს მოქალაქე.
მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ➡️(ჩვენი სააგენტოსთვის ცნობილია მისი ვინაობა მაგრამ, ვინაიდან ქართველი ემიგრანტის ოჯახის წევრებმა, ამ ეტაპზე არ იციან ეს ინფორმაცია, ჩვენ არ გავავრცელებთ).⬅️
დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერორისტების მიერ დაჭრილი საქართველოს მოქალაქე მამაკაცი, ამ დრომდე სამედიცინო ცენტრში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
"ახალი ამბები ისრაელიდან" ესაუბრა საქართველოს საელჩოს. ინფორმაცია გადავამოწმეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ინფორმაციას გვიდასტურებს ისრაელის სასწრაფო გადაუდებელი ცენტრის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

01 Oct, 18:34


⭕️ "ამ ღამით, მთელი ახლო აღმოსავლეთი ნახავს როგორი მკაცრი იქნება ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმაზე", - განაცხადეს ცაჰალში.
🔻 "ომის კაბინეტი", საგანგებო სიტუაციების სამართავ კაბინეტში უკვე ამზადებს თავდასხმის გეგმას და სტრატეგიას!

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

01 Oct, 18:32


⭕️ ირანიდან ისრაელის წინააღმდეგ 450 ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა იქნა გამოშვებული. მათგან 140-ზე მეტი რაკეტამ მოაღწია ისრაელამდე.
🔻 თავდასხმა იმდენად მასშტაბური იყო, რომ რკინის გუმბათმა ვერ მოახერხა ყველა მათგანის ჰაერშივე განადგურება.
🔻 თავდასხმამდე 20 წუთით ადრე მოსახლეობამ მიიღო გამაფრთხილებელი შეტყობინება და ისრაელში დაბომბვის დროს მოსახლეობის უმეტესობა უკვე თავშესაფრებში იყო.

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

01 Oct, 17:49


⭕️ ტელეგრამი შეფერხებით მუშაობს ახლო აღმოსავლეთში მაგრამ...
შეძლებისდაგვარად "ახალი ამბები ისრაელიდან" საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მოვლენათა განვითარების შესაბამისად მოგაწვდით ბოლო ახალ ამბებს...

News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან

28 Sep, 14:47


⭕️ მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელის ცენტრზე.
🔻 სავარაუდოდ ჰუსიტები დგანან ამ თავდასხმის უკან!

1,867

subscribers

218

photos

82

videos