ჩვენ ამერიკაში

@chvenamerikashi


ფეისბუქ ჯგუფის “ჩვენ ამერიკაში” ტელეგრამ არხი

ჩვენ ამერიკაში

20 Sep, 13:13


მეგობრებო, 10 დღე დარჩა საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაციისთვის. ვისაც დახმარება გჭირდებათ, გთხოვთ დაუკავშირდით შორენა ლომთაძეს ნომერზე ☎️ 347-856-3443. ნებისმიერი ქვეყნის ემიგრანტს დაგეხმარებათ შორენა და მისი გუნდი.

ასევე გთხოვთ პოსტის გაზიარებას, რომ ბევრმა ემიგრანტმა ნახოს და შეძლოს რეგისტრაცია.

აქვე შეგახსენებთ - საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაცია და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არანაირ რისკს არ შეიცავს უსაბუთო ემიგრანტებისთვის! 🇬🇪🇬🇪🇬🇪

ჩვენ ამერიკაში

23 Jul, 16:14


ბრუკლინში, ქართული სახელოსნო ეძებს სავალი ნაწილის სპეციალისტს. თუ ვინმე ხართ დაინტერესებული დატოვეთ ნომერი და დეტალებზე/ხელფასზე თავად დაგიკავშირდებიან.

ჩვენ ამერიკაში

07 Mar, 15:19


ბრუკლინში, კარგი ბიჭები აქირავებენ მანქანებს სხვადასხვა დანიშნულებისთვის. დეტალებზე დაუკავშირდით ნომერზე: ☎️ 929-703-5227 საბა.

ასევე დაგეხმარებიან ე.წ. “ფიშკებზე” დასაქმებაში.

ჩვენ ამერიკაში

08 Feb, 18:19


ინსტრუქცია მათთვის, ვინც ICE ჩექინზე არ შეუშვეს და ასეთი ფურცელი გამოატანეს: პირველ რიგში, არაფერია სანერვიულო. რიგების გამო ზოგს ადგილზე იღებენ და ზოგს ფურცელს ატანენ, რომ თავად გააკეთოს ჩექინი. შტატების მიხედვით, ელ. ფოსტის მისამართი განსხვავდება და დააკვირდით:

თუ მესაზღვრემ გამოგატანათ ტელეფონი და გსურთ ტელეფონის ჩაბარება, წერილს აგზავნით პირველ ელ. ფოსტის მისამართზე.

თუ ტელეფონი არ გამოუტანებიათ და მხოლოდ ჩექინზე იყავით დაბარებული, აგზავნით მეორე ელ. ფოსტის მისამართზე.

მეილის ტექსტში წერთ შემდეგ ინფორმაციას:
📌 თქვენი A Number (საზღვრიდან/ციხიდან გამოტანებულ ფურცლებში წერია, არის 9-ნიშნიანი კოდი და იწყება რიცხვით 2)
📌 სახელი და გვარი
📌 ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი სრულად
📌 ტელეფონის ნომერი
📌 იმ დღის თარიღი, როცა წერილს აგზავნით.

ამის გაგზავნის შემდეგ მიიღებთ დასტურს იმეილზე.

ჩვენ ამერიკაში

05 Feb, 16:31


მეგობრებო, ვინც უკვე მიიღეთ სოციალური ნომერი, მიდით და მიიტანეთ ბარათი და დააფიქსირეთ: ბანკებში, სადაზღვევო კომპანიაში, დიემვიში მართვის მოწმობაზე - ყველგან, სადაც “სოუშელამდე” გქონდათ შეხება.

სოციალური ნომრის ვერიფიკაციას სჭირდება რამდენიმე თვე, რომ გამოჩნდეს. ამიტომ ადგილზე ხელით მიტანით დააჩქარებთ ამ პროცესს. თუ თქვენ ბანკს ან დიემვის არ გააგებინებთ, რომ “სოუშელი” მოგივიდათ, თავად ამას ვერ გაიგებენ და სულ უსაბუთო ეგონებით.

ჩვენ ამერიკაში

09 Nov, 15:11


მეგობრებო, გამოიწერეთ საიმიგრაციო ადვოკატის Alina Kats ტელეგრამ არხი, სადაც ალინა აზიარებს საინტერესო პოსტებს მიმდინარე საიმიგრაციო სიახლეებზე. ჯერ მხოლოდ რუსულ ენაზეა, მალე არხს დაემატება პოსტები ქართულ ენაზეც. მე ვმუშაობ ალინას გუნდთან და ნებისმიერ შეკითხვაზე შეგიძლიათ მომმართოთ, როცა ადვოკატი დაგჭირდებათ ☎️ 347-634-4753

მანამდე კი გამოიწერეთ არხი

https://t.me/alinakats_law

ჩვენ ამერიკაში

23 Jul, 12:57


თავშესაფრის მაძიებელთა საყურადღებოდ: ყველასთვის გასაგები ენით დაწერილი ერთი დეტალი, რომელიც საბუთების გაგზავნის წინ უნდა გაითვალისწინოთ.

თავშესაფრის მაძიებელთა საქმეს განიხილავს სასამართლო ან საიმიგრაციო სამსახური. ქვეყანაში ნებისმიერი კატეგორიის ვიზით შემოსული მაძიებლები საბუთებს აგზავნიან საიმიგრაციოში, ანუ USCIS-ში. ასევე მექსიკის გზით შემოსულები, ვისაც აქვს პაროლი ან I-94. რაც შეეხება მექსიკიდან შემოსულ სხვა ემიგრანტებს:

https://acis.eoir.justice.gov/en/ ამ საიტზე შეამოწმეთ თქვენი A ნომრით, რომელიც ყველას გაქვთ საზღვრიდან გამოტანებულ ფურცლებზე.

აღმოჩნდა, რომ განურჩევლად იმის საქმე სად არის, ყველას ონლაინ უტვირთავენ აპლიკაციებს. დაიმახსოვრეთ - ვისაც საქმე აქვს სასამართლოში, მათი თავშესაფრის ატვირთვა ონლაინ არ შეიძლება!!!
ახლა ფოტოებს დააკვირდით:
1. თუ თქვენი ქეისის შემოწმებისას პირველ ფოტოს გაჩვენებთ, ანუ არ იძებნებით სისტემაში - მაშინ შეგიძლიათ ფოსტით გაუგზავნოთ USCIS-ს. კანონით უფლება აქვთ ონლაინ ატვირთვის მხოლოდ პაროლიანებს. თუ გაგზავნის შემდეგ გამოჩნდით სასამართლო სისტემაში, მერე ვალდებული ხართ სასამართლოსაც გაუგზავნოთ ან ხელით მიიტანოთ 589 ფორმა.

2. თუ თქვენი ქეისის შემოწმებისას მეორე ან მესამე ფოტოს გაჩვენებთ, ანუ ეკუთვნით კონკრეტულ სასამართლოს - მაშინ არ შეგიძლიათ ონლაინ ატვირთვა, მხოლოდ ფოსტით უგზავნით თქვენ სასამართლოს ან ხელით მიგაქვთ და აბარებთ სასამართლოში.

ქლოქის შემოწმება ტელეფონით: დარეკეთ ნომერზე 800-898-7180 დააჭირეთ 1, შემდეგ ისევ 1, შემდეგ შეიყვანეთ თქვენი A Number, შემდეგ ისევ 1, კიდევ 1 და ბოლოს 2. ამის შემდეგ სისტემა იტყვის რამდენი დღეა გასული ქლოქის ჩართვიდან. ნომერზე დარეკვა შეიძლება 24 საათის მანძილზე. ქლოქი ეხება მხოლოდ მათ, ვისი A ნომერიც იძებნება საიტზე, ანუ საქმე აქვს სასამართლოში და არა საიმიგრაციოში.

P.S. გააზიარეთ, რომ ბევრმა ნახოს და მომავალში აირიდონ შარი, რაც ყველას გელოდებათ, ვისაც საქმე სასამართლოში გქონდათ და მაინც საიმიგრაციოს აუტვირთეთ საბუთები.

ჩვენ ამერიკაში

26 Jun, 12:44


არის სამსახური Flagger პოზიციაზე. სამსახურის შინაარსს ფოტოდანაც მიხვდებით. დაასაქმებენ დაახლოებით 20 ქართველ ბიჭს. საჭიროა ცოტა ინგლისურის ცოდნა, ამერიკული მართვის მოწმობა და გქონდეთ გახსნილი კომპანია, ან თავად დაგეხმარებიან კომპანიის გახსნაში.

ასევე შეუძლიათ დაგასაქმონ ე.წ. “ფიშკებზე” თუ არ გყავთ ავტომობილი, დაგეხმარებიან დაქირავებაში.

მიწერეთ მესიჯი (არ დაურეკოთ) გიორგის სახელით და თავად გადმოგირეკავთ.
☎️347-940-6592 ჯაბა
☎️347-969-2040 იოსები

ჩვენ ამერიკაში

19 Jun, 17:25


ჩემი ბოლო დღეების პოსტების შემდეგ შეინიშნება გამოცოცხლება საბუთებთან მიმართებაში და ეს უკვე კარგია. ხალხმა დაიწყო საკუთარი ქეისების მოკითხვა, უფრო მეტად დაინტერესდნენ მიმდინარეობის პროცესებით. დღეს ერთ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რაც უმეტესობას აინტერესებს.

რატომ არ მიბარებენ თითის ანაბეჭდზე?

თუ თქვენი A ნომრით იძებნებით სასამართლოს სისტემაში საიტზე www.acis.eoir.justice.gov და აჩვენებს თქვენ ინფორმაციას, ანუ ხართ სასამართლო სისტემაში, თქვენი თავშესაფარი (589 ფორმა) ბარდება სასამართლოს და რამდენიმე თვე არ დაგიბარებენ თითის ანაბეჭდებზე და ეს საერთოდ არ არის სანერვიულო. მთავარია საათი (ქლოქი) არ გქონდეთ გაჩერებული. ვისი საქმეც იძებნება სასამართლო სისტემაში და მაინც დაგიბარეს ანაბეჭდზე 1 კვირაში ნიშნავს, რომ არასწორად გაკეთდა 589 ფორმა - სასამართლოში გაგზავნის ან ადგილზე ხელით ჩაბარების ნაცვლად ონლაინზე აგიტვირთეს და ეს დამატებით პრობლემას წარმოადგენს. სასამართლოში ვისაც აქვს საქმე, თავშესაფრის ონლაინზე ატვირთვა არ შ ე ი ძ ლ ე ბ ა !!

თუ თქვენი A ნომრით საიტზე არ იძებნებით და წერს NO CASE FOUND FOR THIS A NUMBER ნიშნავს, რომ თქვენი საქმე ეკუთვნის საიმიგრაციოს, თავშესაფრის ფორმა იგზავნება USCIS-ში და არა სასამართლოში და საიმიგრაციო 2-4 კვირის განმავლობაში მისამართზე გამოგიგზავნით წერილს, რომ საქმე ჩაბარდა და ასევე დაგიბარებენ ანაბეჭდებზე.

P.S. ჩემ მეზობელს 2 კვირაში მოუვიდა ანაბეჭდი და მე რატომ არ მომდის - იმედია ეს კითხვა ამ პოსტის შემდეგ არ გაგიჩნდებათ.

ჩვენ ამერიკაში

16 May, 11:59


დილა მშვიდობის. მას შემდეგ, რაც თავშესაფრის საბუთების გაგზავნა დავიწყე და უფრო ღრმად ჩავიხედე ამ საკითხში, დავრწმუნდი, რომ ამ თემაშიც ძალიან დიდი ინფორმაციული ვაკუუმია. ვეცდები ამ პოსტით რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რომ გაგიადვილდეთ წარმოდგენა თავშესაფრის გარშემო:

- ამერიკაში შემოსვლიდან მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში უნდა გაიგზავნოს I-589 ფორმა (თავშესაფრის მოთხოვნა)
- რაც მალე გააგზავნით ამ ფორმას, უფრო მალე მიიღებთ მუშაობის უფლებას და “სოუშელს”
- თავშესაფრის მოთხოვნიდან უნდა გავიდეს 150 დღე (მათთვის, ვინც სასამართლოს სისტემაში არ არის) ან 180 დღე (მათთვის, ვინც სასამართლოს სისტემაშია), რომ უფლება გქონდეთ შემდეგ მოითხოვოთ მუშაობის უფლება სოუშელთან ერთად.
- თავშესაფრის გასაგზავნად არ გჭირდებათ აწყობილი ქეისი, არანაირი საბუთის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება საქართველოდან. საკმარისია მოკლედ დაწეროთ თემა, რის საფუძველზეც შეერთებულ შტატებს სთხოვთ თავშესაფარს და გქონდეთ იმ პასპორტის ფოტო ტელეფონში, რითიც ჩაბარდით საზღვარზე (თუ საზღვარზე დაიტოვეს პასპორტი) სხვა პასპორტით ნუ გააგზავნით საბუთებს.
- თავშესაფრის მოთხოვნა და შემდეგ მუშაობის უფლება არის უფასო. გამონაკლისია, თუ პაროლის საფუძველზე ითხოვთ მუშაობის უფლებას - მაშინ იხდით $410. იგივე ფასი ღირს განახლება, როცა ორწლიან მუშაობის უფლებას გასდის ვადა. პირველი მუშაობის უფლება სხვა ყველა შემთხვევაში არის უფასო.
- ნუ დაელოდებით ბოლო თვეებს, სანამ 1 წელი ამოგეწურებათ, გადადეთ ყველა საქმე და ჯერ თავშესაფარი მოითხოვეთ, მუშაობის უფლება და სოუშელი რადიკალურად შეცვლის თქვენ ცხოვრებას, იშოვით უკეთეს სამსახურს, დაიწყებთ საკრედიტო ისტორიას და ა.შ.

თავშესაფრის გაგზავნის მსურველებმა მომწერეთ მესენჯერში ან ტელეფონის ნომერზე და გადმოგირეკავთ ☎️347-634-4753 გიორგი

ჩვენ ამერიკაში

02 Apr, 15:07


მეგობრებო, ეს გახლავთ ნიუ იორკის სატრანსპორტო სისტემის აპლიკაცია. ერთად არის მეტროს, ავტობუსის, ასევე Long Island და Metro-North მატარებლების განრიგი, სახლიდან გასვლამდე ნახავთ თქვენ სადგურში რომელი ხაზი მოდის და რამდენ წუთში. ასევე აპლიკაციაში ნახავთ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, როცა მეტროს ზოგიერთო ხაზი ჩერდება, ან იმატებს/ტოვებს ზოგიერთ გაჩერებას.

ძალიან საჭირო აპლიკაციაა 📲

ჩვენ ამერიკაში

27 Mar, 14:01


ვინც მექსიკით შემოვიდა ამერიკაში, ამ საიტზე ყველამ გადაამოწმეთ A ნომრით როდის გაქვთ სასამართლო დანიშნული. ძალიან ხშირად, ისე გადააქვთ სასამართლოს თარიღი, რომ არც ატყობინებენ და ამ საიტზე ზუსტ ინფორმაციას გაიგებთ როდის და სად გაქვთ დანიშნული სასამართლო. მხოლოდ A ნომერი უნდა შეიყვანოთ, უმარტივესი საიტია

https://acis.eoir.justice.gov/en/

ჩვენ ამერიკაში

27 Mar, 14:00


ვისაც უკვე დაწყებული გაქვთ ნებისმიერი ტიპის საიმიგრაციო საქმე, გადმოწერეთ ეს აპლიკაცია, შეიყვანეთ კოდი რომელიც საიმიგრაციოს წერილზე წერია receipt number და ყოველ დღე შეგიძლიათ აკონტროლოთ რა ხდება თქვენ ქეისზე. მაგალითად, როცა მუშაობის უფლება ან მწვანე ბარათი იბეჭდება, მაშინვე გატყობინებს აპლიკაცია სანამ ფოსტით მიიღებ სახლში.

ჩვენ ამერიკაში

27 Mar, 11:54


მეგობრებო, ჩვენ არხს აქვს ასევე ჩათი, სადაც ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ ისაუბროთ, დასვათ კითხვები და მხოლოდ კომენტარების წერა არ იქნება საჭირო. ჩათს შემოუერთდით და ვისაუბროთ უამრავ თემაზე. დააჭირეთ და შემოხვალთ ჩათში

https://t.me/chvenamerikashichat

ჩვენ ამერიკაში

21 Mar, 03:21


საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვინც თვეობით ელოდება როდის გამოჩნდება კეთილი ადამიანი და ამერიკიდან საქართველოში ტელეფონს წაიღებს. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს განუბაჟეს ნებისმიერი რაოდენობის ტელეფონი, და თუ მაინც განბაჟებას უნდა დაექვემდებაროს, დროს მაინც ნუ დაკარგავთ.

მიმართეთ კომპანია “სენდექსს” და ისინი გაგიგზავნიან ტელეფონს სახლში მოკითხვით, ამერიკაში გადაიხდით განბაჟების და მომსახურების თანხას და ერთ კვირაში ტელეფონი საქართველოში იქნება თქვენ საყვარელ ადამიანებთან📱

“სენდექსი” ასევე წლებია გთავაზობთ გზავნილების სერვისს ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით, ნებისმიერი წონისა და მოცულობის ნივთებს. 1 კგ - $7. მისამართზე მოკითხვა ამერიკაში და საქართველოში მიტანა უფასოა.

☎️ 929-442-1252 ანზორი

ჩვენ ამერიკაში

14 Mar, 15:24


საიტები, სადაც იაფად იყიდით ბილეთებს როგორც ამერიკის შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებზე. შეგიძლიათ საგზურების ყიდვაც ფრენა+სასტუმრო. წლებია ამ საიტებს ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

www.justfly.com

www.travelocity.com

გათვალისწინეთ, ამერიკის შიდა ფრენებზე უსაბუთოებსაც შეუძლიათ ფრენა ნებისმიერ შტატში. საკმარისია საქართველოს პასპორტი, ან პერმიტი, ან მართვის მოწმობა.

ბინებთან ერთად, მოგონებებიც ვაგროვოთ - ღმერთმა დალოცოს ამერიკა ✈️🇺🇸

ჩვენ ამერიკაში

13 Mar, 03:03


ვისაც გიყვართ ჩურჩხელა, მოგენატრათ ნატურალური გემო, უკვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ამერიკაში. მზადდება 100% ადგილობრივი ყურძნის წვენისგან, არ შეიცავს შაქარს. არის როგორც ნიგვზის, ასევე თხილის. და რაც მთავარია, ძალიააანნ გემრიელია ❤️

ჩურჩხელები მზადდება ვირჯინიის შტატში და შეკვეთის შემდეგ, 2 დღეში ფოსტით მიიღებთ სახლში ნებისმიერ ქალაქსა და შტატში. ფასი $5.

შეკვეთის შემთხვევაში დაუკავშირდით
☎️ 202-891-9881 ხათუნა ან მიწერეთ პირადში Joan Soberg

4,169

subscribers

65

photos

3

videos